ვიქტორიამ  რომან აბრამოვიჩის ოჯახის „შებმა“ დაიწყო

ვიქტორიამ რომან აბრამოვიჩის ოჯახის „შებმა“ დაიწყო

ბრიტანული მასმედიის მტკიცებით, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მშვენიერმა მეუღლე ვიქტორიამ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩის „შებმა“ დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა დიზაინერმა დიანა ფონ ფიურსტენბერგმა „კლარიჯის“ სასტუმროში გრანდიოზული საღამო მოაწყო.

ამ სასტუმროში ორი ნომერი დიანას დიზაინით მოეწყო და სურდა, გაეპიარებინა. ამ მიზეზის გამო სტუმრად მადონა, გვინეტ პელტროუ, ჯოან კოლინზი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და დარია ჟუკოვა მიიწვია. ეს უკანასკნელი რომან აბრამოვიჩის ცოლია და აურაცხელი დაცვით მივიდა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და კარგად დააფიქსირეს, თუ როგორ მიეტმასნა ქალბატონი ვიქტორია დარიას და ორი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ესაუბრებოდა.

ვიქტორიას ახალი ბიზნესის წამოწყება სურს, მაგრამ არ უნდა, რომ მარტო იყოს და ახლა დარიას აბამს, საქმეში ფული ერთად ჩადონ. ჟუკოვას ფული არ აკლია, მაგრამ საინტერესოა, მოინდომებს თუ არა დიდი რომანი ვიქტორიას ხუშტურების აყოლას.