„თუ სახელმწიფო ამას თავს ვერ გაართმევს, არ გამოვრიცხავ, განმეორდეს 1921-24 წლები და მერე რას იტყვიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ამ ამბოხში?“

„თუ სახელმწიფო ამას თავს ვერ გაართმევს, არ გამოვრიცხავ, განმეორდეს 1921-24 წლები და მერე რას იტყვიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ამ ამბოხში?“

რადიკალების ჯგუფი, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან გამაგრებული, მათ შორის ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარედ, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიერ იმართებიან. ამბოხებულები, რომლებსაც ოპოზიციური არხები „მშვიდობიან მომიტინგეებად“ მოიხსენიებენ შეირაღებული არიან, მათ ამოუწურავად მიეწოდებათ ე.წ. პიროტექნიკა, დამზადებული მოლოტოვის კოქტეილები, მათ შორის შესაბამისი აღჭურვილობა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აქციაზე მასიურად რიგდება ნარკოტიკებიც. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში დაკავებულია 200-ზე მეტი პირი, რომლებიც ჩართული არიან ძალადობრივ ქმედებებში. დაკავებულთა შორის არ არიან ამბოხების ორგანიზატორები - რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, თუმცა, როგოც სუს-ი აცხადებს, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, აქციებისას მოაწყონ პროვოკაციები, დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში.

სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. რა ხდება თბილისის ქუჩებში და რას უკავშირდება ხელისუფების პასიურობა ამასთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

არჩევნებამდე არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ბრალდებით. ვხედავთ რუსთაველზე რაც ხდება, აშკარად იკვეთება სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები. ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, რას ელოდება ხელისუფლებას, როდესაც რადიკალების ლიდერები ღიად მოუწოდებენ შეკრებილებს აჯანყებისკენ, რომ უნდა დაანთონ ცეცხლი, რომ საჭიროა ცეცხლოვანი აჯანყება... თქვენი აზრით, რამდენად კონტროლირებადია სიტუაცია?

დავით კუხალაშვილი: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ განვითარებული მოვლენები პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ სახეზე არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. თუ დავაკვირდებით იმ აღჭურვილობას, რომელიც გამოყენებული არის ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ,  პროპაგანდისტული საქმიანობის ის ძირითად მიმართულებები, რომელიც, მათ შორის, უცხო ქვეყნების მიერ ხორციელდება და ბოლო ფაქტი - აშშ-ის ხელისუფლების განცხადება  პროცესის გაღვივებისა, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს წყვეტს, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პროცესები ვითრდება ისე, რომ, ალბათობის მაღალი ხარხისხით, კოლექტიური დასავლეთის ინტერესებში შედის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება.

მაქსიმალურად თავს ვიკავებდი ისეთი განცხადებებისგან, რომელსაც ახლა პირველად გავაჟღერებ და ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი რეალობის შტრიხები კიდევ უფრო იკვეთება, გარკვეული ინფორმაციული ნაკადები სოციალურ ქსელებშიც დაიდო, რომ თუ საქართველოში განხორციელდება შეიარაღებული გადატრიალება, ალბათობის მაღალი ხარსიხით, შესაძლებელია მეზობელი სახელმწიფო ამ მიმართულებაში აქტიურად ჩაერთოს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ შედეგები იქნება უფრო მძიმე, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ჩართული არიან ძალადობრივ ქმედებებში, გათვიცნობიერების შესაძლებლობა, ალბათ, არ აქვთ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებას განსაკუთრებული აქცენტი უნდა მიექცეს არა მარტო საზოგადოების მხრიდან, არამედ ხელისუფლების მხრიდანაც. თუ ჩვენ რეალურად ამ ტიპის საფრთხის იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენთ, გვექნება ძალიან ცუდი შედეგები და შესაძლებელია მოხდეს ისეთი ვითარების ჩამოყალიბება, რომელიც ძალიან დიდ სისხლისღვრასთან იქნება დაკავშირებული.

იმისათვის, რომ ავიცილოთ სისხლისღვრა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ? ამ დრომდე ვხედავთ, რომ რეაგირება არ არის ადეკვატური. თქვენ ბრძანეთ, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არის კონტროლირებადი, რაში გამოიხატება სიტუაციის კონტროლირება?

- ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი დამხობას თუ გავაანალიზებთ, მე იმ პერიოდში საკამოდ ახალგაზრდა გახლდით, გამოუცდელი, მაგრამ მის შემდეგ ძალიან ბევრი რამ, მათ შორის პროფესიონალური თვალსაზრისით, გავააანალიზე. ყველაზე დიდი შეცდომა იმ პერიდოში დაშვებული იყო ის, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება, რათა ნეიტრალიზებული ყოფილიყვნენ გადატრიალების ორგანიზატორი პირები. იქ, ადგილი ჰქონდა სახელწიფო სტრუქტურებიდან ღალატს და განდგომას. ეს იყო როგორც სპეცსამსახურები, ისე თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისად, ამაში ჩარეული იყო დაინტერესებული სახელმწიფო და რეალურად არანაირი ზეგავლენა ამ პროცესებზე არ მოახდინა აშშ-მა და კოლექტიურა დასავლეთმა. როგორც დასრულდა ეს ყველაფერი ვიცი.

მე, დღეს, უბრალოდ, არ მაქვს ის ინფორმაციული ნაკადი, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, მაგრამ მან იდენტიფიცირებული საფრთხეების საფუძველზე უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება. ღია წყაროებში არსებული და გამოქვეყნებული ინფორმაციების ანალიზი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ პროცესების ლიდერეთა მნიშვნელოვან ნაწილთა ქმედებაში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ქმედებები და ზოგადად, თუ დროული რეაგირება არ მოხდება სამართლებრივ ფაქტებზე, ეს ვითრება არ იქნება შედეგის მომტანი.

კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ რეალურად მიმდინარეობს შსს-ს და ძალოვანი სტრუქტურების საწინააღმდეგო სადაზვერვო პროპაგანდის შემცველი პროპაგანდა, რაც პრაქტიკულად ძალიან ცუდ ასახვას ჰპოვებს საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთობაზე, მათ შორის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გარკვეულ დარღვევებზე, რაც შსს-ს მხრიდან იყო გაკეთებული, მაგრამ რეალურად არ ქვეყნდება ის მონაცემები, რას ჩადის მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელიც შეიარაღებული გადატრიალებისთვის არის მზად.

ვხედავთ, რომ მომიტინგეთა ძირითადი ქმედებები მიმართულია იმისაკენ, რომ გადაღალოს შსს-ს და სპეცსამსახურის თანამშრომლები. ეს რა ტაქტიკაა?

- ესეც სადაზვერვო სამსახურებისათვის ცნობილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სამწუხაროდ, მოქმედებათა გეგმა გაწერილია ძალიან დიდ პერიოდზე. სწორედ იმ წლების განმავლობაში, როდესაც სუს-ი აქვეყნებდა ინფორმაციებს, გავიგეთ, რომ იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ არასათანადო რეაგირების გამო, საბოლოო ჯამში, მივედით იმ ვითარებამდე, სადამდეც მივედით. საკმაოდ კრიზისული ვითარებაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პრაქტიკული მაგალითები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ დაიწყოს ანგარისწორება, განსაკუთრებით დესტრუქციული და ანტისახელმწიფებრივი ჯგუფების მიერ, მათ შორის ფარული და შენიღბული ქმედებები.

ამის წინაპირობა არსებობს?

- რა თქმა უნდა, და სახელმწიფოს მართებს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ამ მიმართულებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებას ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა აქვს.

სუს-ი ამბობს, რომ ეს არის სახელწიფო გადატრიალების მცდელობა და ჯერ მხოლოდ დააკვირდებიან პროცესებს. პარალელურად, შს სამინისტრომ გამოაქვეყნა დაკავებულთა ვინაობა და ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის აშშ-ის, ბრიტანეთის, რუსეთის და ბელარუსის. სახეზეა უცხო ქვეყნის ჩართულობა, როგორ ფიქრობთ, გადავა სუს-ი მოქმედებაზე?

- იმდენად რთული ოპერატიული ვითარებაა და ვითვალისწინებ იმას, რომ ხელისუფლებას აქვს უფრო მყარი და სრულყოფილი ინფორმაციები როგორც ღია, ისე დახურული წყაროებიდან, ყავს ორი მნიშვნელოვანი სამსახური - დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რომელთაგან ერთი საერთაშორისო არენიდან ღებულობს ინფორმაციას, მეორე ქვეყნის შიგნიდან. მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან, რასაც ვუყურებ, სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილებების მიღების გარეშე შესაძლებელია სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

რაც შეეხება უცხოელების დაკავებას, არ ვიცი მათი შემოსვლის მოტივები. ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ, შესაძლებელია, რომ პირობითად, ესენი არიან ამ ქვეყნებიდან შემოგზავნილი ადამიანები, რომლებსაც თავისი მისია აქვთ და შეიძლება სხვებიც იყვნენ ამ პროცესებში ჩართული. მეორე ვარიანტია, რომ ესენი არიან რუსეთიდან და ბელარუსიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც დატოვეს საკუთარი სახელმწიფოები და შეიძლება მათ გარკვეული წვდომა აქვთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ისინი თავის მისიას ასრულებენ.

ძალიან რთული სიტუაცია არის და ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან ჩართული ამ ვითარებაში. ამ 30 წლის ანალოგიების ანალიზი რომ ვერ გავაკეთეთ, ამიტომ გვემართება ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას პერიოდი, ძალიან ბევრი მსგავსებაა იმ პერიოდსა და ამ პერიოდს შორის. ამიტომ, არ უნდა გაიმეორონ  ის შეცდომები, რომელიც დაშვებული იყო გამსახურდიას მიერ, როცა მან დროული რეაგირება ვერ გააკეთა. თუმცა არსებობს ძალიან ობიექტური მიზეზები იმისა, რომ მას ყველა სტრუქტურამ უღალატა, მის გვერდით იმ პერიდში იდგა მათ შორის მაღალი იერარქიის პირები, რომლებიც გადაბირებული იყვნენ საბჭოთ კაგებეს მიერ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ცოტა უკეთესი სიტუაცია იყოს, მაგრამ იმ დემარშების ფონზე, რასაც ვუყურებთ და რასაც არაერთხელ აღვნიშავდით, ეს არის სადაზვერვო კოაბიტაციის შედეგი. რეალურად, ადამიანები, უბრალოდ, ვერ აკეთებენ იდენტიფიცირებას თუ რა არის სახელმწიფო. ურთულესი სიტუაციაა და თუ სახელმწიფომ ამ სიტუაციას თავი გაართვა და არ მივიღეთ სახელმწიფო გადატრიალება, ვფიქრობ, საქართველოში ყველა მიმართულებით უკეთესი სიტუაცია იქნება.

და, თუ ვერ გაართვა სახელმწიფომ თავი, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

- თუ სახელმწიფო ამას თავს ვერ გაართმევს, არ გამოვრიცხავ, რომ განმეორდეს 1921-1924 წლები, რომელიც არანაირად არ იქნება საქართველოს ინტერესების შესაბამისი და მაინტერესებს მაშინ რას იტყვიან და მოიმოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც გაუთვიცნობიერებლად არიან ჩართული ამ მიმართულებაზე. ნანახი მაქვს 1921 წლის არქივის მასალები, მათ შორის კონტრდაზვერვის მიმართულებით, ასევე მაქვს ნანახი მასალები 1924 წლის აჯანყების მასალები და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს პროცესები იმართებოდა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების შედეგად და მათ შორის ანალოგიური მეთოდოლოგია გამოიყენა საბჭოთა კავშირმა.

სადაზვერვო მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებდა იმიტომ, რომ იმ პერიოდში საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგნელობაში, მაგრამ საბჭოთა კონტრდაზვერვამ პროვოცირება გაუკეთა 1956 წლის 9 მარტის ჯერ მასობრივ მიტინგს, შემდეგ მასობრივ არეულობას. სამწუხარო რეალობაა ის, რომ უნივერსიტეტებში ძირითადად არიან პროგანწყობებზე მომუშავე პროფესორები და არა პროფესიონალები. ის, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ტრიალებს, ეს არის დაშვებული შეცდომების შედეგი, რომელსაც ჩვენ ვერ, ან არ ვასწორებთ.