გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტი გაქვთ. მაგალითად:
ეგზემის გამოწვევას იწვევს A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი.
თუ ხშირად ავადმყოფობთ სასუნთქი სისტემის დაავადებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ A და B3 ვიტამინი გაკლიათ.
სახეზე გაჩენილი ლაქები უკავშირდება A და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას. ამიტომ, ეს დეფიციტი აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა შეივსოთ.
უძილობა B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის ბრალია.
ქრონიკული შეკრულობისას გაამდიდრეთ საკვები B ვიტამინებით შემცველი პროდუქტებით.
ორგანიზმში B2, B3, B6 და P ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობის დროს ხშირია კანის დაავადებები.
თუ ჭრილობების ან მოტეხილობის შეხორცების პროცესი ჭიანურდება, საკვებ რაციონში კალიუმის, კალციუმის, C და P ვიტამინების შეტანაა აუცილებელი.
თავბრუსხვევა და ყურებში სისტემატური ხმაური B3, E და K ვიტამინების დეფიციტის ბრალია.
პირის ღრუში უსიამოვნო სუნი კი B3 ვიტამინის ნაკლებობისგანაა გამოწვეული.
ქერტლი B12 და B6 ვიტამინებისა და სელენის ნაკლებობის ბრალია.
თმის ცვენისას ორგანიზმისთვის B, C, P ჯგუფის ვიტამინები და ფოლიუმის მჟავაა საჭირო. მტვრევადი თმა გამოწვეულია B და P ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობით.
თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგივლით დარტყმის ან მირტყმის შედეგად გაჩენილი სისხლჩაქცევა ან დაჟეჟილობა, სავარაუდოდ, ორგანიზმს C და P ვიტამინები აკლია.