გვარამია სალომე ზურაბიშვილს ათონელის სასახლეში გამაგრებას უბრძანებს, ხელისუფლება კი გვპირდება, რომ წინ მხიარული სანახაობა გველის

გვარამია სალომე ზურაბიშვილს ათონელის სასახლეში გამაგრებას უბრძანებს, ხელისუფლება კი გვპირდება, რომ წინ მხიარული სანახაობა გველის

ოპოზიცია დიდი ფიასკოს შემდეგ, იმედებს კვლავ ორ „პარასკევდარჩენილ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ამყარებს, რომელმაც 28 ნოემბერს ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციასთან დაუგეგმავი შეხვედრები გამართა. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირთან არ დაიწყოს მოლაპარაკება გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან მოლაპარაკებები გამართა. მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, რომ აიძულოს ხელისუფლება, ახალი არჩევნები დანიშნოს.

„დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, მიღებული კოორდინირებულად. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები ვიდგები აქ, თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად.

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ, დროა, რომ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 მანამდე კი ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდეს, რომ ათონელის სასახლე არ დატოვოს და „არალეგიტიმური პრეზიდენტი“ მიხეილ ყაველიშვილი სასახლეში არ შეუშვას. ამის შესახებ მოწოდებები ნიკა გვარამიამ და ლაშა ბუღაძემ გააკეთეს. უცნობია, რას იზამს ზურაბიშვილი და მიიღებს თუ არა რადიკალური მოქმედების გადაწყვეტილებას.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი თუკი გვარამიას მოწოდებებს გაითვალისწინებს, მაშინ ამ ახალ წელს საზოგადოებას კარგი სანახაობა ელის, რადგან 14 დეკემბერს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ის 29 დეკემბერს უკვე ინაუგურაციით საკუთარ პოსტს დაიკავებს.

პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხალხს მოუწოდებს, არ გამოაყვანინონ პრეზიდენტის სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი და არ დაუშვან იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლა.

„ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი. ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.

არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორემ როგორ არ ვიზამდითო… ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი! ეგერაა ბატონო, მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!“, - წერს ნიკა გვარამია.

იგივე მოწოდება გააკეთა მწერალმა ლაშა ბუღაძემაც, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს სახელმწიფოს დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მან ათონელის სასახლე არ უნდა დატოვოს.

„წელს ახალ წელს მოგვილოცავს ახლად არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი - სალომე ზურაბიშვილის შეუძლია იმ .. ალტერნატიულ პარლამენტში, რომელსაც ხაზარაძე ამზადებს, მივიდეს და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს“, - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგსახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობაში გამაგრდება“, ამას ხელისუფლება შესაბამისად უპასუხებს.

„თუ ზურაბიშვილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობაში გამაგრდება, ფეხებს გაფშიკავს და იტყვის არ გამოვალო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მოვუძებნით საფუძველს და საზოგადოებას შევთავაზებთ სამხიარულო პროცესებს, მაგრამ პრეზიდენტი გახდება ის, ვინც ჩვენ დავასახელეთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის საქმე ისეა, წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებოდაო. ქადაგიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ ისეთი სისულელის ჩადენას, რომელიც საზოგადოების თვალში სიცილის და მხიარულების გარდა სხვა არაფერს გამოიწვევს.

„ზურაბიშვილის ათონელის სასახლეში დარჩენას აზრი კიდევ არჩევნებამდე ჰქონდა და პარლამენტის პირველ სხდომამდე. მანამდე ვერაფერი გააკეთეს და ახლა ზურაბიშვილს ორი კვირა რომ აქვს დარჩენილი, პოლიტიკურად ჩამოლაბორანტებულ გვარამიას და ფაშიზმის წარმომადგენელ ბუღაძეს საზოგადოებაზე ვერანაირი გავლენა ვეღარ ექნება. ჯერ ერთი, რასაც სთხოვენ ნონსენსია, მეორეც ბუღაძემ ასევე მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალეო. რომ შეიწყალოს, რა? სააკაშვილს რაზეც აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, სხვა არანაკლებ დანაშაულებზე აქვს წინასწარი პატიმრობა მისჯილი. რამდენზე უნდა შეიწყალოს ზურაბიშვილმა, რომ ის გარეთ დატოვონ?!

ეს არის ცარიელი წყლის ნაყვა საკუთარი ელექტორატისთვის, რათა სახე შეინარჩუნონ და საბოლოოდ არ დაკარგონ, თუმცა სახე არა აქვთ ამ ადამიანებს და რა უნდა შეინარჩუნონ?! ამიტომ მათი მოწოდებები არის მხოლოდ ბლეფი, რომელიც რაღაცა ვიწრო ბაბლზეა გათვლილი და ეს ბაბლიც უკვე ამ ლიდერებს ეჭვის თვალით უყურებს. ზოგიც დედას აგინებს უკვე სოციალურ ქსელში და მათივე ტელევიზიებში. ამიტომ გვარამია, რომელიც ევროპარლამენტში გაიქცა და მიატოვა საკუთარი მხარდამჭერები, ჯობია დაბრუნდეს და პასუხი აგოს იმ ტყუილების გამო, რაც ხალხს აჭამა ვითომ გაყალბებული არჩევნების შესახებ“, - ამბობს ქადაგიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რატომ გამოიწვია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხელ ყაველაშვილის დასახელებამ ასეთი გაღიზიანება, ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ყაველაშვილია სწორედ ის ფიგურა, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა ისეთ დაძაბულ მომენტში, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევის პროცესში ექაჩებოდნენ.

„მიხეილ ყაველაშვილი იყო ყველაზე პრინციპული ადამიანი, რომელიც ღიად არ ერიდებოდა ამ აგენტოკრატიის მხილებას. ამიტომ მიხეილ ყაველაშვილი დასვლეთისთვის იქნება თუ არა მიღებული კანდიდატი, ეს არის მეათეხარისხოვანი. ის არის ქართველი ხალხისთვის მისაღები ფიგურა, რადგან იმ სიას, რომელშიც ყაველაშვილიც იმყოფებოდა, მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ყაველაშვილი ჰაერიდან არ მოსულა. მას აქვს საკუთარი ბიოგრაფია, წარსული, განსაკუთრებული როლი შესრულებული ამ ორი წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას დანის პირზე გავლა უწევდა. ამიტომ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას რომ მოსწონდეს, ეს იქნებოდა მაშინ კატასტროფა. კარგად აღნიშნა ივანიშვილმა, ის არის ნამდვილი ქართული ჰაბიტუსის, ხასიათის, მენტალიტეტის კაცი, რომელიც გაითვალისწინებს, პრველ რიგში, ქვეყნის და ხალხის ინტერესებს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, მათი ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს ზურაბიშვილია ლეგიტიმური პრეზიდენტი და მიხეილ ყაველაშვილი არ იქნება, ისევ საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი. მათ რა რესურსიც ჰქონდათ, ყველაფერი გაფლანგეს, ამიტომ ახლა მარტო ცარიელი სიტყვების რახარუხში არიან. რეალურად კი საკუთარი ამომრჩეველიც კი აღარაფრად აგდებს.

 

თომა უკაცრავად ბილწსიტყვობისთვის, ანუ რეზიდენტი ყლექალა! დაიცავითო?!
4 დღის უკან
Aburjga Tasmanieli 3-4 ტელევიზას ვინ გააჩერებს? სხვანაირად ქვეყანა სულ არეული და დაპირისპირებული იქნება
4 დღის უკან
Aburjga Tasmanieli 3-4 ტელევიზას ვინ გააჩერებს? სხვანაირად ქვეყანა სულ არეული და დაპირისპირებული იქნება
4 დღის უკან
დოი ეს ქალი ყოველდღე ამყარებს ეჭვებს მისი აგენტობის შესახებ. ნიკუმაც რა კარგათ შეაპარა აზრი რომ ჩამოიშორონ ლიდერი!...ფუი ამდენი გამყიდველის ხელში!
2 დღის უკან