1930 წლის 31 მაისს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში დაიბადა ბიჭი. მედდებმა ახალშობილს, რომელიც 5,6 კილოგრამს იწონიდა, ბიბლიური სახელი, სამსონი უწოდეს. მშობლებმა კი, შვილს კლინტი დაარქვეს.
მეორე მსოფლიო ომში კლინტი ასაკის გამო არ წაიყვანეს, ხოლო 50-იან წლებში, როდესაც კორეის ომი მიმდინარეობდა, იგი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება არ მოუწია.
ჯარიდან გათავისუფლების შემდეგ, კლინტი ხშირად დადიოდა სხვადასხვა ქასთინგზე, სადაც პილოტების, ჯარისკაცების, მოტომრბოლელებისა და მუშების როლებს იღებდა.
ეკრანს მიღმა ცხოვრებაში ისტვუდი საარსებო ფულს მაშველად, მეხანძრედ, ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად და ბარში პიანისტად მუშაობით შოულობდა.
ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ წიგნში ისტვუდმა აღიარა, რომ ვაჟიშვილობა 14 წლის ასაკში დაკარგა.
1963 წელს სერჯიო ლეონემ თავის ახალ ფილმში მსახიობი რიჩარდ ჰარისონი მიიწვია, ამ უკანასკნელმა კი ლეონე ისტვუდის კანდიდატურაზე გადაამისამართა.
მიუხედავად იმისა, რომ „ცუდი, ბოროტი და კარგი“ ტრილოგიის საუკეთესო ფილმადაა აღიარებული, ისტვუდი ყველაზე მეტად მისით იყო უკმაყოფილო.
ისტვუდის ფილმოგრაფიაში ერთადერთი მიუზიკლია – „კალიფორნიის ოქრო“, რომელშიც მან 1969 წელს ითამაშა.
1971 წელს თრილერით „დამიკარი სიკვდილის წინ“ ისტვუდის სარეჟისორო დებიუტი შედგა.
1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ისტვუდის ყველაზე ცნობილი გმირის, პოლიციელ ჰარი კელეჰენზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „ბინძური ჰარი“.
„ბინძური ჰარი - დამპალი ღორი“ - ამ ლოზუნგით გამოდიოდნენ ისტვუდით უკმაყოფილო ფემინისტები, რომლებმაც 1972 წლის ოსკარის ცერემონიის პიკეტირება მოახდინეს.
ცნობილი მექალთანე ისტვუდი ადასტურებს, რომ ხუთი ქალისგან შვიდი შვილი ჰყავს.
კლინტმა უარი თქვა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „აპოკალიფსის დღეს“ კაპიტან უილარდის როლზე, მხოლოდ იმის გამო, რომ გადაღებები ფილიპინებზე მიმდინარეობდა.
80-იანი წლების ბოლოს კლინტ ისტვუდი, კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ კარმელას მერი იყო ოთხი წლის განმავლობაში. არჩევნებზე კლინტმა ხმების 72 პროცენტი დააგროვა.
კლინტ ისტვუდი ფლობს გოლფ-კლუბს, რომლის საწევრო გადასახადი 500 ათასი ამერიკული დოლარია.
2000-იან წლებში ისტვუდმა თავისი ფილმებისთვის თვითონ დაიწყო საუნდთრეკების წერა.
1962 წელს ისტვუდმა ქანთრი-მუსიკის ალბომი ჩაწერა და რამდენიმე ხნის განმავლობაში ბაზრობებზე თავისი ანსამბლით გამოდიოდა.