ფოლის მჟავა იმ ვიტამინთაგანია, რომელიც, უბრალოდ, აუცილებელია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის. გარდა ამისა ის მკვეთრად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს წარმოქმნის რისკსაც.
ადამიანის ორგანიზმში ფოლის მჟავის ნაკლებობა იწვევს პროტოონკოგენების აქტივაციას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კიბოს უჯრედების წარმოქმნაში. ასე რომ, ეს ვიტამინი აუცილებელია მიიღოთ კიბოს პროფილაქტიკის მიზნით.
ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ღორისა და ცხვრის ხორცს, ასევე, სვამენ ბევრ რძეს, რისკავენ დაავადდნენ კუჭისა და საყლაპავი მილის კიბოთი.
იმ ადამიანებში, რომელთა რაციონშიც დიდი რაოდენობით შედიოდა ღორისა და ცხვრის ხორცი, საყლაპავი კიბოს გაჩენის რისკი ოთხჯერ მაღალი აღმოჩნდა, ხოლო კუჭის კიბოსი – ორჯერ. ასევე, დიეტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ითვალისწინებს რძის მიღებას, კიბოთი დაავადების რისკის წინაშე გვაყენებს.
ხოლო ისინი, ვინც ხშირად მიირთმევენ ქათმის ხორცს, პომიდორს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, სეზონურ ხილს, კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებენ და თავს იცავენ ამ საშინელი და ვერაგი დაავადებისგან.