შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველიგანყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ა. ქურდობის ბრალდებით თბილისში, ხერხეულიძის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 იანვარს, გამთენიისას, თბილისში,ლესელიძის ქუჩაზე აღმართული სოფიკო ჭიაურელის სკულპტურული კომპოზიციის შემადგენელი ერთ-ერთი ქანდაკება მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებოღონისძიებების შედეგად დავით ა. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას ნაქურდალი სკულპტურანივთმტკიცებად ამოიღეს.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის1-ლი ნაწილით).