„კამათი“

„კამათი“

ერთხელ ქართული თეატრის ფოიეში საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა და ქართულ დრამატურგიაზე გაცხარებული კამათი გაიმართა.

რა თქმა უნდა, კამათის დამწყები და მთავარი ფიგურა მედეა ჯაფარიძე იყო. ჯგუფთან ახლოს ბატონმა პიერ კობახიძემ გაიარა.


- ბატონო პიერ, ბატონო პიერ, - დაუძახა მედეამ. პიერი შეჩერდა. - ძალიან დიდი ბოდიში, ერთი წუთით მობრძანდით ჩვენთან!

- ბატონო პიერ, ჩვენ იმაზე ვდავობთ, ვინ არის ახლა ქართულ დრამატურგიაში ყველაზე კარგი?

- ერთ წუთში უნდა გიპასუხოთ?

- როგორც გნებავთ, ბატონო პიერ, - გაეღიმა მედეას.

პიერმა მეტად სერიოზული სახე მიიღო, საათს დახედა და თქვა:

- დრამატურგი? ჰო, თუა, ისევ ლევან გოთუა, - მხარი აიჩეჩა და წავიდა. მან საერთო ტაში დაიმსახურა.