იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში „მილანის

იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში „მილანის" მთავარი პრობლემა დაასახელა

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მიმდინარე სეზონში „როსონერის“ მთავარი პრობლემა დაასახელა.

„ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ბალანსისა და სტაბილურობის მისაღწევად. ახლა გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა გვინდა.

მთავარი პრობლემა? ბალანსი. ჩვენ ვაგებთ მატჩებს, რომლებშიც არ უნდა წავაგოთ და მთელი საქმე სტაბილურობაშია. როდესაც ამ ხარისხს ვიპოვით, შედეგები ბევრად უკეთესი იქნება. განწყობა პოზიტიურია და ყოველდღიურად ვუმჯობესდებით, ” - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia.

ამჟამად „მილანი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა.