„ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა გასულ წელს საგრძნობლად იმატა და 172-დან 250 მილიონამდე ავიდა“, - აღნიშნულია ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მოხსენებაში.
„ახალგაზრდებსა და ზრდასრულ ადამიანებში ყველაზე ფართოდ კანაბისი მოიხმარება, იმავე ასაკში, მოხმარების მიხედვით მეორე ადგილზეა ამფეტამინის რიგის სტიმულატორები, ექსტაზის ჩათვლით, ხოლო შემდეგ მოდის კოკაინი და ოპიატები“.
ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციებისა და ფორმის მახასიათებლები სხვადასხვა რეგიონში მუდმივად იცვლება სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენით. მაშინ, როდესაც რეგიონების მეტ ნაწილში ყველაზე ფართოდ მოიხმარება ნარკოტიკი კანაბისი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფართოდაა გავრცელებული ამფეტამინის რიგის სტიმულატორები; ოპიატების მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი იმ ქვეყნებში აღინიშნება, რომლებზეც ავღანეთიდან ამ ნარკოტიკების არაკანონიერი ბრუნვის მარშრუტები გადის.
ცენტრალური აზიის ქვეყნები მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებშიც ძალზე სწრაფად იზრდება ნარკოტიკების ინიექციით მოხმარების მაჩვენებელი. ნარკოტიკების მოხმარების ძალზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ჩრდილოეთ ამერიკა, ოკეანეთი და დასავლეთ ევროპა. თუმცა, უკანასკნელ წლებში ამ რეგიონის ქვეყნებში გარკვეული სტაბილიზაცია შეიმჩნევა, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე შუა აზიის ქვეყნებში, ზრდის ტენდენცია აღინიშნება.
რუსეთში 2,5 მილიონი ნარკომანია და 5,1 მილიონი - მომხმარებელი, რაც ორჯერ აღემატება 2007 წლის მაჩვენებელს. ქვეყანა „წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს პოიატების ბაზარს“ - მათი მომხმარებლების რიცხვი რუსეთის ფედერაციაში 1,69 მილიონამდეა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტები, რომ ძალზე იზრდება ლეგალური წამლების გამოყენების რაოდენობა ნარკოტიკების რანგში. სულ უფრო ხშირად, სამედიცინო პრეპარატები გამოიყენება დანაშაულის ჩადენისთვის, მათ შორის - გაუპატიურებისთვის.