მაღალი ინტელექტუალური დონის მამაკაცები იშვიათად ღალატობენ ცოლს. ეს ფაქტი დაადგინა ლონდონის ეკონომიკის სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა.
ექსპერიმენტები მათ ამერიკაში ჩაატარეს. სოციოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი გონებრივი განვითარების მამაკაცების ერთგულების კოეფიციენტი მკაცრი მონოგამიური პრინციპების მიმდევარ ადამიანთა ჩარჩოებში ზის.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სატოში კანაზავამ განაცხადა, მონოგამია სულ ახალი ფენომენია და ადამიანის განვითარების ისტორიაში „ევოლუციურ სიახლეს“ წარმოადგენს.
პოლიგამია ანუ მრავალცოლიანობა ჰომო-საპიენსის გენეტიკური თავისებურებების შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რისი აუცილებლობაც ახლა აღარ არსებობს. თუმცა, ყველა მამაკაცს როდი შეუძლია, „ათასწლეულების ამ მემკვიდრეობის“ დათმობა.
ახალ ევოლუციურ ფაზაში შესვლა, რომელიც ცოლქმრულ ერთგულებას გულისხმობს, მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ - მაღალი ინტელექტუალური გონების მქონე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. სხვათა შორის, ესეც ადამიანთა განვითარების ახალი ფაზის მოთხოვნაა.
რაც შეეხება ქალებს, მათ ერთგულებას სულაც არ განსაზღვრავს ინტელექტუალური დონე. გაუნათლებელი ქალები გონებრივად მაღალგანვითარებულ ქალებზე ხშირად ნამდვილად არ ღალატობენ ქმრებს. უბრალოდ, მაღალი ინტელექტის ქალები ამას ჭკვიანურად, სხვებისთვის შეუმჩნევლად აკეთებენ.