განსაკუთრებული  გენიოსები

განსაკუთრებული გენიოსები

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

ძნელია იმის თქმა, როგორ შევიდა ის ისტორიაში. აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვარი და მოქანდაკე, იმავდროულად უამრავი გამოგონების ავტორიც იყო. მაგალითად, მუდმივი ძრავის ნახაზები, რომელსაც მეცნიერებმა ჯერ ვერაფერი გაუგეს. სამაგიეროდ, მისი დანარჩენი გამოგონებები დღეს აღარავის უკვირს; აეროპლანი, წყალქვეშა ნავი, ტანკი, ველოსიპედი, პარაშუტი, ქსოვილის საქსოვი დაზგა. ის იყო მხატვარიც და ავიაკონსტრუქტორიც, ფილოსოფოსიც და არქიტექტორიც, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, გეოლოგი, ლინგვისტი, პიროტექნიკოსი და ბიოლოგი, ასტროლოგი და პალეონტოლოგი, სტენოგრაფი და ქიმიკოსი... 

ტომას ედისონი (1847-1931)

მისი ძირითადი სპეციალობა ელექტროობა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იყო. სხვადასხვა დროს მისი მითითებით მუშაობდნენ კრუეზი – მომავალი მთავარი ინჟინერი კომპანიისა „ჯენერალ ელექტრიკი“, ელექტრონათურის გამომგონებელი - ფლემინგი; „სიმენსის“ დამაარსებელი შუკერტი. ტომას ედისონზე ათასზე მეტი პატენტია გაცემული.

ისააკ ნიუტონი (1643-1727)

სერ ისააკ ნიუტონი ისტორიაში შევიდა როგორც ფუნდამენტური კანონის ავტორი. ის იყო ფიზიკოსი, ალქიმიკოსი და თეოლოგი. სერიოზულად იყო გატაცებული კაბალისტიკით.

ჯეიმს უატი (1736-1819)

ინჟინერი, რომელიც ისტორიაში ორთქლის მანქანის ავტორად შევიდა.

მარია კიური (1867-1934)

პროფესიით ფიზიკოსი, ვიწრო სპეციალობა - რადიოაქტიური ნივთიერებები. რადიუმისა და პოლონიუმის აღმომჩენი. მან და მისმა ქმარმა საოჯახო ლაბორატორიაში მიიღეს რადიუმი.

ლუი პასტერი (1822-1895)

მიკრობიოლოგი. მან ისტორიაში სახელი დაიმკვიდრა იმით, რომ ვაქცინოპროფილაქტიკის მამაა. მან თქვა, საუკეთესო ექიმი ბუნებაა, მას დაავადებების სამი-მეოთხედის მორჩენა შეუძლიაო. პასტერმა მიკრობებს ომი გამოუცხადა და დაამარცხა ისინი.

ალექსანდრე ფლემინგი (1881-1955)

სამხედრო ქირურგი, რომელმაც „პენიცილინი“ აჩუქა კაცობრიობას. მართალია, შემთხვევით, მაგრამ სრულიად კანონზომიერად.