უეფას ერთა ლიგაზე რუმინეთისა და კოსოვოს მატჩი შეწყდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც ტრიბუნებიდან სიტუაციის გამწვავებაც მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - „სერბეთი, სერბეთი“, ასევე იყო გამოფენილი სერბეთის დროები და ბანერები.
შედეგად, კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს და გასახდელში შევიდნენ.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა, რადგან მატჩი ოფიციალურად დასრულებული არ არის. თამაშის შეწყვეტის მომენტში ანგარიში 0:0 იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუმინეთი-კოსოვოს მატჩი შეწყდა. ასე მოხდა, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლშიც, 2023 წლის სექტემბერში, როცა კოსოვოელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად ზუსტად ამავე მიზეზით დატოვეს, სერბული ბანერების და შეძახილების გამო, მაგრამ 15 წუთის შემდეგ მოედანზე დაბრუნდნენ მას მერე, რაც სიტუაცია დამშვიდდა.