თუ ფული გაქვს, ნებისმიერი ქალის გულს მოინადირებთ. მოინადირებთ, რა სათქმელია, ისინი აქეთ შეგეხვეწებიან და ეცდებიან, თქვენი ყურადღება როგორმე დაიმსახურონ, მაგრამ საუბარი არ არის ფინანსების პრიმიტიულ გამოყენებაზე სულელი, ქარაფშუტა გოგონების შეცდენისთვის.
ფულით მოხიბვლის ხელოვნების მთელი არსი იმაშია, რომ ფული მაღალმხატვრულად დახარჯოთ, რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
მაგალითად, რომანტიკული ვახშმის მოწყობა სანთლების შუქზე და ეიფელის კოშკზე ხედით - ხომ არის ეფექტური. ან თქვენი რჩეულის სახლში მოსვლამდე მისი საძინებელი ოთახის იატაკი ვარდის ფურცლებით მოფინეთ - ესეც ძალიან რომანტიკულია. ერთი სიტყვით, ფულის ხარჯვა არ არის ძნელი, თუ რომანტიკულიც ხართ და გემოვნებაც არ გღალატობთ. რა თქმა უნდა, ეს რჩევები მამაკაცებისთვისაა, მათთვის, რომლებსაც ფულიც აქვთ და არც ენანებათ საყვარელი ქალისთვის.
ფსიქოლოგიის კანონი ასეთია: რაც მეტს დაახარჯებთ ადამიანს, მით უფრო ძვირფასი გახდება ის თქვენთვის. ასე რომ, მსუბუქი ინტრიგა საკმაოდ სწრაფად და ადვილად იქცევა სერიოზულ ურთიერთობად. შედეგი ყოველთვის ასპროცენტიანია.
რა ხდება მაშინ, როცა კაცს ფულიც აქვს, გემოვნებაც, მაგრამ სიძუნწე ხელს უშლის ამ ფულის დახარჯვაში: კარგი არაფერი. თუ ის ვერ შეძლებს განეწყოს ფულის ხარჯვისთვის, ქალებისთვის ის სასურველი ვერასდროს გახდება. ფულიან, მაგრამ ძუნწ მამაკაცს ისიც კი არ მოსწონს, როცა მისგან განსხვავებით, სხვა ხელგაშლილია. ღიზიანდება ამაზე და ცდილობს მის დამცირებას.
ძუნწი მამაკაცი, მით უმეტეს ფულიანი, ცხოვრების თანამგზავრად მხოლოდ იმ ქალისთვის იქნება სასურველი, რომლისთვისაც ფული ასევე, ადამიანებზე მეტად ღირებულია.