ანდრეს ინიესტამ დანიური საფეხბურთო კლუბი შეიძინა

ანდრეს ინიესტამ დანიური საფეხბურთო კლუბი შეიძინა

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ თავის კომპანია Never Say Never (NSN) ერთად დანიური საფეხბურთო კლუბი „ჰელსინგორი“ შეიძინა.

„ფეხბურთი და ზოგადად სპორტი არის ის, რაც ჩვენ მოგვწონს. დარწმუნებული ვარ, შემიძლია შევუერთდე კლუბს და ვეცდები მთელი ჩვენი გამოცდილებით სხვადასხვა სიკეთეები მოვიტანო კლუბს.“,- ციტირებს ინიესტას სიტყვებს Sport TV2.

„ჰელსინგორი“ ქვეყნის მესამე დივიზიონში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ კლუბი 2005 წელს დაარსდა. საშინაო მატჩებს „ჰელსინგორის“ სტადიონზე ატარებს, რომელიც დაახლოებით 4000 მაყურებელს იტევს.