ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განსასჯელმა შოთა სადუნიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ის არის ერთადერთი მოწმე 2011 წლის 23 სექტემბერს თადარიგის ოფიცრის სერგი თეთრაძის მოკვლისა.
შოთა სადუნიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას 12 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელს იხდიდა გლდანის საპყრობილეში.
მოგვიანებით მას ახალი ბრალდებაც წაუყენეს, თაღლითობა – ფულის გამოძალვა ზუგდიდელი ჯუმბერ ჩაბალუხას მიმართ. რის გამოც ის გლდანის საპყრობილიდან გადმოიყვანეს ზუგდიდის საპყრობილეში. გავცელებული ვერსიით ის სპეციალურად გაარიდეს გლდანის საპყრობილეს, სადაც მან საკუთარი თვალით ნახა მეზობელ კამერაში თუ როგორ აწამებდა სერგო თეთრაძეს მეგის ქარდავა და როგორ შემოაკვდა ქარდავას თეთრაძე.
ჯაშუშობაში ბრალდებული, თადარიგის ოფიცერი, ყოფილი მზვერავი, ომის ვეტერანი 47 წლის სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, ხოლო ოფიციალური ვერსიით ის 23 სექტემბერს გარდაიცვალა გულის შეტევით. მეგის ქარდავა ამ პერიოდში სამხედრო პოლიციის უფროსი იყო.
როცა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ შოთა სადუნიშვილს დართო ნება სასამართლო პროცესზე კითხვით მიემართა იმ პიროვნებისათვის, რომელიც მას თაღლითობაში სდებდა ბრალს სადუნიშვილმა შეკითხვის ნავლად განცხადება გააკეთა.
„მე სულ არ მაინტერესებს ის საქმე, რომელიც ამჟამად იხილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, არ მაინტერესებს კიდევ რამდენს დამიმატებენ. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ვარ ერთადერთი მოწმე , რომელმაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ მოკლა მეგის ქარდავამ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე. დანარჩენი 2 მოწმე კი მოსპეს.“ განაცხადა შოთა სადუნიშვილმა სასამართლო პროესზე.