„ტრამპის პოლიტიკა საქართველოს შეეხება რუსეთის გავლით - როგორ მოაგვარებს ის უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას“

„ტრამპის პოლიტიკა საქართველოს შეეხება რუსეთის გავლით - როგორ მოაგვარებს ის უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას“

სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობდა. სამიტში კობახიძესთან ერთად მყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. პრემიერი სიტყვით გამოვიდა თემატურ შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ის დასკვნით პლენარულ სესიაში მონაწილებდა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა.

ეს ფორუმი იყო და არის მოსაზრებების გაცვლა და რეალობის დადგენა, დღეს სად ვიმყოფებით. იმედია, კობახიძეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რას ელოდება ევროპა საქართველოსგან, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ბუდაპეშტში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში პრემიერ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას.

- ბუდაპეშტის შეხვედრა იყო მორიგი შეხვედრა, რომელიც მანამდე ჩატარდა პრაღასა და სხვა ქალაქებში - ეს არის უბრალოდ სადისკუსიო საბჭო, რომელიც გარკვეულ საკითხებზე ბჭობს. კობახიძეს, საერთაშორისო დონეზე ვერ ექნებოდა ევროპელ ლიდერებთან კონტაქტი, რომ არა ორბანი, რომელიც მასპინძელი იყო და ის აქტიურობს ევროპაში, რათა შეკრას მემარჯვენე პოლიტიკური ძალების ალიანსი და ამით შიგნით, ევროპაში დაუპირისპირდეს დღევანდელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას.

ამის ფონზე, ორბანი მხარს უჭერს საქართველოს, რათა საქართველო გახდეს ამ ულტრამემარჯვენე ძალების ალიანსის ნაწილი და ამით გაიმყაროს პოზიციები. არ მგონია, რომ შედეგები არსებითად მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა, ევროპას ჰქონდა საშუალება კობახიძეს დალაპარაკებოდა, თუ რას ელოდებიან საქართველოსგან და კობახიძეს ჰქონდა საშუალება დალაპარაკებოდა ევროპას - რას აპირებს საქართველო, როგორ აპირებს ურთიერთობების გამოსწორებას და .. ეს ფორუმი იყო და არის მოსაზრებების გაცვლა და რეალობის დადგენა, დღეს სად ვიმყოფებით. იმედია, კობახიძეს კიდევ ერთხელ უთხრეს რას ელოდება ევროპა საქართველოსგან.

აღიარებს თუ არა დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აღიარების ან არაღიარების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდე საქართველოსთან მიმართებაში?

- ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთი არ მიესალმება, იტყვის, რომ ქართული ოცნების რეჟიმი, მათი აზრით, არ არის ლეგიტიმური და დასრულდება იმ პროგრამების და პროექტების რეალიზაცია, რასაც საქართველოსთან ახორციელებდა ევროკავშირი და დასავლური სამყარო - ეს არაღიარების შემთხვევაში. ხოლო, არჩევნების აღიარების შემთხვევაში იტყვის, რომ დარღვევებმა, რომლებსაც ნამდილად ჰქონდა ადგილი არჩევნების დროს, ვერ მოახდინა არსებითი გავლენა საბოლოო შედეგებზე და დაიწყებენ თანამშრომლობას რაღაც ფორმებით - დაუყენებენ ახალ პირობებს ქართულ ოცნებას, თუნდაც რუსული კანონების უკან გაწვევას მოსთხოვენ და შედეგად, შეიძლება დაიწყონ მოლაპარაკებები საქართველოსთან, თუ ოცნება იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ კანონებს გააუქმებს და შეასრულებს 9 პირობას - საბოლოოდ კი, ისევ გახდება ევროკავშირისთვის მისაღები ძალა.

რამდენად წავა ქართული ოცნება იმაზე, რომ უკან გაიწვიოს ის კანონები, რასაც ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა?

- მას ეს კანონები სჭირდებოდა არჩევნებში გასამარჯვებლად - არ ვფიქრობ, რომ ოცნებამ გაიმარჯვა, მან მიითვისა ძალაუფლება. თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს დაუმტკიცოს საზოგადოებას და მსოფლიოს, რომ არჩევნები გაყალბდა და ფაქტები დამაჯერებელი არ იქნება, მაშინ მხოლოდ ქართული ოცნება განაგრძობს ქვეყნის მართვას. მსოფლიოსთვის კი საქართველო ერთ-ერთი აფრიკული ქვეყანა გახდება.

ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები რამდენად სწორი იყო და რა უნდა გააკეთონ მომავალში?

- საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა მოაგროვონ ფაქტები და მტკიცებულებები გაყალბებაზე, რომ შემდეგ ეს მიაწოდონ უცხოეთში არსებულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს და იმათმა მიიღონ გადაწყვეტილება, არის თუ არა ლეგიტიმური საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და .. ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი არ საუბრობენ შესაძლო შედეგებზე - პარლამენტში შესვლა-არშევლის საკითხი რამდენად აქვთ აწონ-დაწონილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აპირებენ, რატომ აპირებენ და რა შედეგზეა გათვლილი.

დონალდ ტრამპის საკითხსაც რომ შევეხოთ. ის უკვე მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. როგორ ფიქრობთ, რა იცვლება ამით საქართველოსთან მიმართებაში? რამდენად არის შესაძლებელი გადაიტვირთოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში?

- არა თუ ტრამპზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებაზეა ეს დამოკიდებული. ტრამპს ვინმემ რომ უთხრას ჯორჯია, თავისი შტატი ეგონება. არის საკითხები, რომლებიც ტრამპის თავშია, მაგალითად, უკრაინა, პალესტინა, ისრაელი, შიდა ქვეყნის პრობლემები და .. საქართველოზე იმუშავებს აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ტრამპს ეს არ აინტერესებს. ტრამპის პოლიტიკა საქართველოს შეეხება რუსეთის გავლით. როგორ მოაგვარებს ის უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას, ეს შეიძლება შემდეგ ჩვენც შეგვეხოს - მაგალითად, თუ რუსეთმა მიიღო ბევრი უპირატესობა და ტრამპმა ისეთი პოლიტიკა აწარმოა, რომ რუსეთმა საკუთარი თავი გამარჯვებულად ჩათვალა, შემდეგ ავტომატურად, ამას გაავრცელებს საქართველოზე და პირიქით - თუ ტრამპმა ისეთი პოლიტიკა გაატარა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში, სადაც უკრაინა მეტად წარმატებული იქნება და რუსეთი დასუსტდება, ეს საქართველოს გამოადგება, რათა გათავისუფლდეს რუსული ექსპანსიისა და ზეწოლისგან. თუმცა, დღეს საქართველო არ არის ტრამპის ინტერესების თემა. მე ვერ ვხედავ, სად და როგორ შეიძლება გამოადგეს ქართულ ოცნებას ტრამპი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Gami ენით და ტვინით ბლუუუ!
3 კვირის უკან
თომა სადაც შემხცდება, მიკერძოებული "დებილი" ნიკა ჩიტაძის მოსაზრებები, კითხვას ვწყვიტავ, ამ ინტერვიუს შემდეგ ამ "დებილი" არსების შემთხვევაშიც, იგივე ნაირად მოვიქცევი.
3 კვირის უკან
გიორგი ბერძულიშვილი ეს შეზღუდული აზროვნების არსება სახელმწიფო მინისტრის პოსტზე იყო საკმაოდ დიდხანს.
3 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli ასე! Gami, თომა, გიორგი... ეს არის გაუკუღმართებული აზროვნების სანიმუშო წარმომადგენელი! ყოვლად აუტანელია, ყველაფერში!
3 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli უკრაინა სახელმწიფო არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება იმიტომ, რომ უკრაინა დედა რუსეთია და თუ ვინმეა რუსი ეს უკრაინელია! რაც მალე გამოერკვევიან რუსები რომლებიც თავს უკრაინელებად მიიჩნევენ მით უფრო შვცებას იგრძნობენ და 19 მილიონი კვადრატული კილომეტრი სამშობლო ექნებათ!
3 კვირის უკან
დოი მდააააა.ეს კაცი ყველაფერთან ერთად უტვინო ყოფილა!
3 კვირის უკან