„ტრამპი უკრავს მუსიკას და დასავლეთის პოლიტიკური წრეები გასუსული მიყვებიან უკან, ამ ფონზე ჩვენმა ოპოზიციონერებმა არ იციან როგორ მოიპოვონ წარსული დიდება“

„ტრამპი უკრავს მუსიკას და დასავლეთის პოლიტიკური წრეები გასუსული მიყვებიან უკან, ამ ფონზე ჩვენმა ოპოზიციონერებმა არ იციან როგორ მოიპოვონ წარსული დიდება“

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ ლიბერალების დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა, მათ შორის საქართველოში. 5 ნოემბერს, როდესაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა ტრამპის გამარჯვება, რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან შეიკრიბა, რომელიც დასავლეთსა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლს ასრულებდა. რადიკალები ორბელიანების სასახელში ელოდებოდნენ დირექტივებს იმ ევროპისგან, რომელმაც, ზურაბიშვილის განცხადებით, აიძულა გიორგი გახარია ხელი მოეწერა ე.წ. „ქართულ ქარტიაზე“.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დირექტივა მიღებულია. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო დავალება, რომ შეაჩეროს ოპოზიციურ ფრონტზე აქტიურობა, ასევე ე.წ. ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიკალებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლონ. შესაბამისად, დაიშლება ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებებიც და კეროძოდ, მოსალოდნელია, „ლელო“-ს საარჩევნო დანამატი ალეკო ელისაშვილი უკვე აღარც დასჭირდეს, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, ამ გაერთიანებაში ბრიუსელიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე გაწევრიანდა.

თავის მხრივ კი, ელისაშვილმა მიიღო პირობა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის არჩევნებზე „ლელო“ ელისაშვილს დაუჭერდა მხარს. როგორც ჩანს, საარჩევნოდ ელისაშვილმა კარგად ივაჭრა, მაგრამ ამ ვაჭრობიდან პოლიტიკურ სარგებელს რამდენად მიიღებს, რთული სათქმელია.

ქუჩის ოპოზიცია უკვე ცდილობს შექმნას პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ჩანს, რომ ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გვყავს პარტიები, რომლებიც სულ უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად არიან, ამიტომაც უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი.

„ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნების დიპლომატების იმედად, ასე იყვნენ სულ, ასე არიან ახლა და ამიტომაც უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი, რომ მათ, ამ პარტიების, რომლებიც დადიან ოფის-ოფის უცხოელებთან, ქართველ ხალხს მათი იმედი არ აქვს. ამიტომ კამპანიაც არ ჩაატარეს. სადმე გინახავთ, რეგიონში დადიოდნენ, ხვდებოდნენ ვინმეს, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა და ქართველ ხალხს ხვდებოდნენ? თუ დადიოდნენ, ერთი საელჩოდან მეორეში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ მათგან ელოდებიან ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან. როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცეს იმ დიდ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველაფერ ქართულს უარყოფს, ისტორიას ხაზავს, ეკლესიას ებრძვის, რომლისთვისაც ქართული ინტერესი საერთოდ არაფერია, დღესვე სხვა ქვეყნის ინტერესზე ისე გაცვლის, როგორც არაფერი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ტრამპის გამარჯვების კვალდაკვალ დამაფიქრებელი დამთხვევაა ოპოზიციის შეცვლილი დღის წესრიგი. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ძალიან დიდი აზრის უნდა იყოს ოპოზიციაზე, ჩათვალოს, რომ გაიაზრეს და გადაწყვიტეს, რადგან მაგათთან ასეთი რამ არ ხდება. მით უმეტეს, რომ ასეთი გაშეშება საპროტესტო აქციებზე, როდესაც არ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ, ჰქონდათ ოდნავ უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი გაიმარჯვებდა.

„იქაც დიდად დამაჯერებელი არ იყვნენ. გაიხსენეთ, არჩევნები რომ წააგეს იმ ღამეს სახლში წავიდნენ და მეორე დღეს დაიწყეს ჩხუბი - არჩევნები გაგვიყალბესო. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ დაბნეულობისგან შეშდებიან. ცხოველებშიც არის ეს გაშეშების ეფექტი. მე მაინც მგონია, რომ ამ ტიპის დაბნეულობა იყო მიზეზი, როცა წააგეს არ იცოდნენ რა უნდა ექნათ. მათ ხომ მოქმედების სარეზერვო ვერსიები არ აქვთ. გეგმიური ვარიანტი არ აქვთ და ამიტომ, როცა რამე ხდება, იბნევიან. მათ სურვილს თუ აცდა რეალობა, იბნევიან, არ იციან როგორ მოიქცნენ.

ტრამპის გამარჯვებასთან ერთად მათი დაბნეულობის ხარისხი გაიზარდა. იმიტომ, რომ ტრამპთან დაკავშირებით არ აქვთ დალაგებული ვერსია და საერთოდ, არ აქვთ დალაგებული ვერსია. აწყობილი იყვნენ იმ ტალღაზე, რომ ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკური წრეები ნებისმიერ მათ საქციელს გაამართლებდა და ოცნების საქციელს გაამტყუნებდა. აი, ასეთია ლიბერალური უნამუსობა, იგივე რეიგანის ფრაზა - ფაშიზმი ლიბერალიზმის სახით შემოვაო. ფაშიზმი დიდი პატიოსნობით არ გამოირჩეოდა და აი, ასეთი უკუღმართი უპატიოსნობის იმედი აქვთ და ახლა არ იციან ტრამპი მათ მხარეს იქნება თუ არა. არ ელიან, რომ მათი სიყვარულით დაბრმავებული აღმოჩნდება ტრამპი და ხედავენ, რომ მთელი ევროპა ტრამპის მუსიკას მიყვება. ისეთი სურათი იკვეთება, რომ ტრამპი უკრავს მუსიკას და დასავლეთის პოლიტიკური წრეები გასუსული მიყვებიან უკან. ამ ფონზე ჩვენმა ოპოზიციონერებმა აღარ იციან როგორ მოიპოვონ წარსული დიდება. მთელი მათი პოლიტიკა აწყობილი იყო ლიბერალური წრეების და მათ შორის ამერიკის ლიბერალური წრეების მხარდაჭერაზე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ამ პროცესში საეჭვოდ გაჩუმებულ პრეზიდენტს, რომელმაც დასავლეთის მოთხოვნით ჯერ ე.წ. „ქართული ქარტია“ გამოაქვეყნა და შემდეგ უკვე სათავეში ჩაუდგა რადიკალურ ოპოზიციას და დააანონსა ე.წ. ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გარედან მაყურებლებისთვის ცნობილი იყო, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში ზურაბიშვილს.

„სულ მაქვს ეს განცდა, რომ სალომე ცდილობს რაღაცა მოიმკას უცხოეთის ბოსტანში, მიიღოს რაღაცა უცხოელებისგან. რა კავშირები აქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შვილები მოწყობილი ჰყავს და ეს ცნობილია. თუნდაც, მარტო ევროპისთვის ღირდა, ჰქონოდა ევროპისთვის წამებული ქალის იერი. ეს როლი იკვეთება - აი, საქართველოში პუტინის გავლენა იზრდება და აწამებენ ქალს, რომელსაც ევროპისკენ მიჰყავს საქართველო.

აი, ამ სიუჟეტის გაკეთების პროცესი აქვს, მაგრამ ეტყობა, რომ ზურაბიშვილი ლიბერალებზე არის დამოკიდებული, იმათთან ერთად აქვს ეს სპექტაკლი წამოწყებული და აღარ იცის რა მოხდება, როცა სპექტაკლის სანახავად დარბაზში შემოვა ტრამპი, რომელმაც თეთრ სახლში შესვლამდე შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, რადგან ტრამპი უკვე ფაქტორია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

Gami ტვინგაშეშებულებს და სულწართმეულებს სხეულიც გაუშეშდათ. რაც შეეხება სალომე ბაბოს, ფიქრობს ახლა ქოში უკუღმა უნდა ვყაროო, მაგარმ აღარ გამოუვა. პიზდეც.
3 კვირის უკან
დოი მადამ ქიმსამაკოს დაკრულზე ცეკვამ სად მიიყვანა ეს უბადრუკები ვხედავთ მარა,ეს ელისაშვილი საბოლოოდ დაშტერებული რომ ჩაჰყვა ამ საცოდავებს მორევში,გადარჩენის შანსი არის 0!...ოპოზიციის უტიფრობავდა მთავარი საზრუნავი რაცაა ვხედავთ,ხალხი მაოცებს,როგორ დგებიან ამათ გვერდით და დაბორიალობენ წინ და უკან,არ რცხვენიათ?!
3 კვირის უკან