„დასავლეთში მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები მსხვილ მოთამაშეებსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“

„დასავლეთში მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები მსხვილ მოთამაშეებსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“

როგორ განვითარდება არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვლენები და არის თუ არა ოპოზიიცის გეგმა ის გზამკვლევი, რომელიც მათ გამარჯვებამდე მიიყვანს? რას ელოდება დასავლეთი და რატომ არ ულოცავს ევროპა ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას? ამ და სხვა თემებზე for.ge-სთან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ მეტწილად, ბოლო ორ თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენები დასავლეთში მიმდინარე პორცესებზეც იქნა დამოკიდებული.

ოპოზიციამ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა და უკვე რამდენიმე დღეა ისინი ყოველდღე აქციების გამართვას ცდილობენ. როგორია თქვენი მოლოდინი, არის ეს ის გგემა, რომლითაც ოპოზიციას გამარჯვების მოპოვება, ან რაიმე ხელშესახები შედეგის მიღება შეუძლია?

- ფატქია რომ ოპოზიციამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სრული კონსოლიდაცია და მათი ქუჩის აქციებში ჩართვა. ოპოზიცია მასიური გაყალბების ფაქტების წარმოდგენას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, მათი გეგმა არ ჩანს და ზუსტად ეს პრეტენზიები აქვს მისსავე ამომრჩეველს, რას მისცემს ეს ყოველდღიური ქუჩის აქციები ოპოზიციას. ეს არის ძალიან ნაცნობი მეთოდი, რომელიც ფაქტია, მათსავე ამომრჩევლითვის არ არის მისაღები. ასევე არსებობს ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე ტიპის ამომრჩეველი: პირველი - რომლისთვის სულ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ოპოზიციაში, ოღონდ „ოცნება“ მოიშორონ. მეორე, რომელსაც პიროვნებებზე აქვს გათვლა, მესამე კი პოლიტიკური გემოვნების მატარებელი ამომრჩეველია. ვერც ერთი ამ კატეგორიის ხალხის გაერთიანება ამ ეტაპზე ოპოზიციამ ვერ შეძლო. ამიტომ მიჭირს იმის თქმა, რომ ამ გეგმით ისინი რამის მიღწევას შეძლებენ.

თავად ოპოზიციაში ხომ არ არის პრობლემები. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ამბობს, რომ ლიდერების პრობლემაც არის. ასევე, ამ ლიდერებს, ვინც ახლა მართავენ ამ საპროტესტო მუხტს, ერთმანეთთან არა აქვთ რეალურად კოორდინაცია. ვნახეთ გაბუტული გვარამია, რომელსაც კარვების იდეა დაუწუნეს და ასევე ოპოზიციისგან დისტანცირებული გიორგი გახარია. რა ხდება როგორ ფიქრობთ?

- რაც ჩანს, ის არის, რომ ოპოზიციაში რეალურად ერთი პირი არა აქვთ, იმის მიუხედავად, რომ თამაშობენ თითქოს შეთანხმებულები არიან ყველაფერზე. გახარიას დისტანცირება კი ამ გარემოებას ხაზს უსვამს. ასევე ამ ლიდერების სხვადასხვა ხარისხის აქტივობებიდანაც ჩანს, რომ გეგმა, რომელიც წარმოადგინეს, ყველა მათგანისთვის მისაღები არ არის. თქვენი ნათქვამის არ იყოს, გვარამია არ ჩანს, მაგრამ ჩანს მელია. რასაკვირველია, ეს გარკვეულ ზემოქმედებას მათ მხარდამჭერ ელექტორატზე ახდენს. ამიტომ არის ასეთი თვალშისაცემი სოციალურ ქსელში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უკმაყოფილება. ქარიზმატული ლიდერის დეფიციტიც ნათელია. ჯერ ერთი, ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდნენ, ვინ შეიძლება ამ საერთო მოძრაობის ერთი ლიდერი იყოს. მეორეა, რომ ამის საშუალებას თავად ოპოზიცია არავის მისცემს. ისინი მიიჩნევენ, რომ იქ ლიდერთა გალერეაა. ასეთ სიტუაციაში კი ყოველთვის კარგია, რომ ქარიზმატული პიროვნება იყოს წინა პლანზე წარმოდგენილი, რომელსაც მასების აყოლიება შეუძლია. ამათ კი ამის უნარი არა აქვთ. თავთავიანთი ამომრჩევლის აყოლა შეუძლიათ, მაგრამ როგორც აღვნიშნე უკვე, ეს ხალხიც არ არის ერთგვაროვანი. ამიტომ ოპოზიციას უჭირს ამ მიზეზების გამო საკუთარი მხარდამჭერების ქუჩაში გამოყვანა.

თქვენ ოპოზიციაში ლიდერი ახსენეთ და აუცილებლად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მინდა განვიხილოთ. გვახსოვს, არჩევნების მეორე დღეს მთელი ოპოზიცია რომ მასთან მივიდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის იქნებოდა ამ პროცესების ლიდერი. ის რუსთაველზეც მივიდა, სიტყვით მიმართა შეკრებილ ხალხს, თუმცა 4 ნოემბრის აქციაზე აღარ გამოჩენილა. ამ დღეებში აღარ აკეთებს რაიმე მკვეთრ განცხადებებს. რა მოხდა, ზურაბიშვილი ვერ გახდა ამ პროცესების ლიდერი?

- საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილს უნდოდა, ამ პოლიტიკური სეგმენტის ლიდერი ყოფილიყო. ოპოზიციურ ლიდერებს კი უნდოდათ, რომ ის როგორც მექანიზმი ისე გამოეყენებინათ. ანუ პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი სურდათ მხოლოდ. რა თქმა უნდა, ერთმანეთს შორის კომუნიკაციის შედეგად ეს ყველაფერი გაირკვა, ამიტომ ზურაბიშვილმა ამ პოლიტიკური ლიდერების სათამაშოს როლში ყოფნა არ ისურვა. ამიტომაც არ მივიდა ის 4 ნოემბერს რუსთაველის მოედანზე.

გარდა მაგისა, ერთი რამეც არის, რომ ზურაბიშვილმა ფატალური შეცდომა დაუშვა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ფუნქცია არბიტრის ფუნქციაა. გარდა ამისა, ოპოზიციამაც დაუსვა შეცდომა, როცა თავის დროზე, ზურაბიშვილი მიწასთან გაასწორეს, როცა მას პრეზიდენტად ირჩევდნენ. ისეთი სიტყვებით ამკობდნენ ზურაბიშვილს, რომ ნებისმიერი მათგანის დადებითი შეფასება პრეზიდენტის მიმართ, უკვე საზოგადოებისთვის ირონიულია. ეს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც ჩანს, რადგან მათი მხრიდან ზურაბიშვილი იმდენჯერ იყო ნაგინები, რომ ახლა ლიდერად ვერაფრით იქცეოდა.

ოპოზიციისთვის როგორც თავად ამბობენ, საკვანძო დღეს პარალმენტის პირველი სხოდმა იქნება, რომლიც კონსტიტუციის მიხედვით 1 დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ დღეს, რას შეძლებს ოპოზიცია და ამ გადმოსახედიდან რისი რესურსი გააჩნიათ?

- მოდი, ასე ვთქვათ, რომ ჯერ, პირველ დეკემბრამდე უნდა მივიდეთ. ყოველ დღეს რაღაცა ახალი ამბავი მოაქვს. ამიტომ რას იზამს ოპოზიცია, როგორი იქნება საერთაშორისო რეაქციები, საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა წყნარი ორი თვე რომ არ გველის, ამას გეტყვით.

არჩევნების ლეგიტიმაციის თემას მინდა შევეხოთ, სადაც ოპოზიციის არგუმენტით დასავლეთმა „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ აღიარა. ვნახეთ ბაიდენის ორაზროვანი განცხადებაც. რას ელოდება დასავლეთი, რატომ არის გაჩუმებული და რაზე იქნება მათი გადაწყვეტილება დამოკიდებული? საქართველო სტრატეგიულად მათთვისაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა, წავლენ დათმობაზე?

- რა თქმა უნდა, დიდი პოლიტიკის თვალსაზრისით, დასავლეთისთვის კავკასიის რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. სანქცირებული რუსეთის ფონზე, როდესაც მისი რკინიგზა, ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი გზაა, როდესაც ჩინეთი ევროპამდე თავისი ტვირთების მიტანის ახალ გზებს ეძებს, ხოლო ეს გზა სამხრეთ კავკასიაზე გადის, მისი მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ხოლო თუკი ეს ურთიერთობა მჭიდრო გხდება და ეს გზა გაივლის საქართველოზე, დასავლეთს სურს, რომ მას თავად აკონტროლებდეს. დღეს ეს მექანიზმი ჰაერშია გამოკიდებული. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან გამომდინარე, მკაფიოდ არ ჩანს, ხვალ ამ მარშრუტს ვინ გააკონტროლებს.

სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ტვირთის ასე უკონტროლოდ ტარება მიუღებელია, როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვისაც. ამიტომ ახლა კულუარული ბრძოლა მიდის იმის თაობაზე, ვინ გააკონტროლებს საქართველოს. ამ ხელისუფლების ხელში იქნება, თუ სხვა ხელისუფლების, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია ის პოლიტიკური სურათი, რაც ზედაპირზე დევს და მეორე - რაც კულუარებში ხდება.

ამიტომ როცა მკითხეთ, რას ელოდებიან დასავლეთში, გიპასუხებთ, რომ იქ მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები. ერთი მხრივ შეხვედრები, მოლაპარაკებები სხვადასხვა მსხვილ მოთამაშეებს შორის, პლუს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მსოფლიო საფინანსო ეკონომიკას ქმნიან. ამიტომ რთულია იმის თქმა, ეს მოლაპარაკება რით დამთავრდება. ამიტომ ყველაფერი ჰაერშია ჯერ და გადაწყვეტილებები არ არის მიღებული.

ალბათ, ამერიკის არჩევნებიც გახდება დიდი გარდატეხის მომტანი მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. უკვე ვიცით, რომ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება. ასევე გვსმენია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან განცხადებები და მოლოდინი მის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვიცით ისიც, რომ ოპოზიცია დიდად არ გულშემატკივრობდა ტრამპის გამარჯვებას. რა იცვლება ამით საქართველოსთვის?

- მე ამერიკის ინტერესების და მიდგომების ცვლილების დიდად არ მჯერა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთან დაკავშირებით არ შეიცვლება და ეს მუდმივია. თუმცა რაღაცა კორექტივები აუცილებლად შევა, შესაძლოა, ეს იყოს ელგებეტე კანონთან დაკავშირებით. ამის თაობაზე საუბარი, ალბათ, აღარც იქნება, თუმცა ზეწოლა გაგრძელდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ამერიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვექტორი არ შეცვალოს. შესაძლოა უკან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით „ოცნებამაც“ დაიხიოს.

Gami გადაღეჭილი ვითომ ანალიზი.
3 კვირის უკან
დეა შენ რა მაგარი წუნიახარ კაცო 🤣🤣🤣🤣რა ყველას იწუნებ 🤣🤣თუ არ გინდა რატომ კუთხილუბ კაცო 🤣🤣
3 კვირის უკან
realoba საიდან მოხვდა და შეეკითხეთ წულუკიანს სავსე, რომ არის მიშას და ადეიშვილის კადრებით სასამართლოც, გენპროკურატურაც და იუსტიციის ყველა სამსახურიც. ეგ ჩადებული ნაღმიც (წულუკა მყავს მხედველობაში) კარგად როდის აუფექდება ოცნებას ჯერ არ ვიცი, თუმცა გზადაგზა ჩანს და კიდევ ბევრჯერაც გამოჩნდება
3 კვირის უკან
mamuka რა ვექტორის შეცვლაზეა საუბარი, როცა საქართველოს აქვს ერთადერთი გზა, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გატარება, რაც შეეხება პატარ პატარა დათმობებს პოლიტიკა არ არსებობს ამის გარეშე,
3 კვირის უკან