პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დიდი დრო დაუთმო მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელ ვლადიმირ სანაკოევზე საუბარს.
სანაკოევი ორი წლის წინ რუსეთში გაიქცა და განაცხადა, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.
მერაბიშვილის თქმით, სანაკოევი ერთხანს აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს და მზად არის, მას საქართველოს სამსახურის შესაძლებლობა კვლავ მისცეს. ასევე, შს მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში რუსული ინვესტიციების განხორციელება და აღნიშნა, რომ ფულს სუნი არ ასდის.
დეპუტატებს აინტერესებდათ, თუ რა ინფორმაცია აქვს მერაბიშვილს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა ფინანსური ურთიერთობის შესახებ.
შს მინისტრის განცხადებით, კომპეტენციიდან გამომდინარე, არა აქვს პასუხი, რადგან შსს ფინანსურ დანაშაულებს არ იძიებს. მერაბიშვილმა ისიც თქვა, რომ პოლიციას "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტი რეიტინგი აქვს და სამართალდამცველები პოლიტიზებულნი რომ იყვნენ, მათი ნდობის ხარისხი 87%-იანი არ იქნებოდა.