საუკეთესო მაძებარი - შერლოკ ჰოლმსი

საუკეთესო მაძებარი - შერლოკ ჰოლმსი

შერლოკ ჰოლმსის ეკრანიზაციის 213 ოფიციალური ვერსია არსებობს. ჰოლმსის სახე 76-მა მსახიობმა შექმნა. ეს რეკორდი ჯერ მოუხსნელია.

ჰოლმსის გრაფიკული სახე შექმნა მხატვარმა სიდნეი პეჯეტმა და მოხდა საოცრება, ყველას ჰგონია, რომ ის ნანახი ჰყავს.

მისამართი ბეიკერ-სტრიტი, სახლი 221ბ, ლონდონში საერთოდ არ არსებობდა. ის მოგვიანებით ააშენეს, რომ მასში შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი გაეხსნათ.

2002 წელს შერლოკ ჰოლმსი ინგლისის სამეფო აკადემიის ქიმიკოსთა ლიგის საპატიო წევრად მიიღეს. არც ერთი სხვა გამოგონილი პერსონაჟი ასეთ პატივს არ ღირსებია.

კონან დოილის რომანების გამოსვლის შემდეგ, დედუქციის მეთოდი მთელ მსოფლიოში აღიარეს კრიმინალურ სამსახურებში და მას ახლაც იყენებენ.

კონან დოილს ისე მობეზრდა თავისი გმირი, რომ 1883 წელს „უკანასკნელ საქმეში“ მოკლა, მაგრამ ლამის ჩაქოლეს და იძულებული გახდა, შვიდი წლის შემდეგ „ბასკერვილების ძაღლში“ გაეცოცხლებინა.

კონან დოილის უსაყვარლესი მოთხრობა „ჭრელი ლენტი“ იყო.

ექიმი ვატსონი მართლა ექიმი იყო, დანტისტი და ნამდვილად ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობდა. მასთან კონან დოილი კბილებს მკურნალობდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტის კრიმინალურ პოლიციაში კონან დოილის ნაწარმოებები ყველა გამომძიებელს უნდა სცოდნოდა, მერე ის საგნადაც დაამატეს.

ამბობენ, ჰოლმსზე მოთხრობების ციკლის გაგრძელება კონან დოილს თავად ინგლისის მეფემ სთხოვაო.

ჰოლმსზე მოთხრობები სხვადასხვა დროს დაწერეს: კონან დოილის ვაჟმა ადრიანმა, ნილ მეიმანმა, მარკ ტვენმა, სტივენ კინგმა და ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმაც კი.

ჰოლმსზე მოთხრობები მსოფლიოს 76 ენაზეა ნათარგმნი.

რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორეს ოჯახი სიცოცხლის ბოლო დღეებში კითხულობდა „ბასკერვილების ძაღლს“.

მსოფლიო ბესტსელერების რიგში მოთხრობები ჰოლმსზე მეორე ადგილს იკავებს, ბიბლიის შემდეგ.

რეალური სერ ჰარი ბასკერვილი აღაშფოთა კონან დოილის მოთხრობამ და სცადა, ავტორისთვის სასამართლოში ეჩივლა.