ჩვენ კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი ხელკავით [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ] ივანოვთან ერთად მოდიოდა ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს და მის ინაუგურაციაზე იჯდა ლავროვი, - განაცხადა ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„რუსული სპეცსამსახურების ძალიან კარგად მომზადება არ გამორიცხავს, რომ მათ ძალიან კარგად შეუძლიათ შეიფუთნონ, ითამაშონ ორმაგი აგენტების როლი. თუ აკვირდებით, მათთან კავშირში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ევროპარლამენტარები არიან - ლატვიელი და ლიეტუველი ევროპარლამენტარები, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ისხდნენ თავიანთ სავარძლებში, მერე განიცადეს ტრანსფორმაცია და გახდნენ ევროპელები“, - აღნიშნა ნადირაძემ.