მეგრული გებჟალია

მეგრული გებჟალია

გებჟალია ერთ–ერთი ყველაზე ძველი მეგრული კერძია, რომელსაც მეგრელები დაახლოებით 300 წლის წინაც კი ამზადებდნენ. კერძის მთავარი ინგრედიენტია რძე. ერთი შეხედვით, გებჟალია საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია, თუმცა თუკი ამ კერძის ოსტატებს დავერწმუნებით, კერძის მომზადებას გაწაფული ხელი ესაჭიროება.

გებჟალია შემდეგნაირად შეგიძლიათ გააკეთოთ:  მდუღარე რძეში ჩაყარეთ თხლად დაჭრილი ჭყინტი ყველი და წამოადუღეთ. უკვე კარგად მოხარშული ყველი გადმოიღეთ ღრმა ფსკერიან ჭურჭელზე და კვლავ განაგრძეთ მისი ზელა.

ამის შემდეგ, რძეს, რომელშიც იხარშებოდა ყველი, დაუმატეთ პიტნა და მარილი. დაჭერით ყველი ნაჭრებად და მოასხით პიტნიანი საწებელი. უმჯობესი იქნება, თუკი საწებელს ველური პიტნით დაამზადებთ. ეს კერძი ძალიან უხდება ღომს.