ბასილ მკალავიშვილს ვარდების რევოლუციის მეორე წელს გლდანში ეკლესია შეუნგრიეს და დააპატიმრეს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იეღოველთა სექტა ოფიციალურად დაარეგისტრირეს , ასეთი რამ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთელი ერი ფეხზე დადგებოდა, მაგრამ ამ დროს ხმა არავინ ამოიღო,-აცხადებს „ქრონიკა +“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბასილ მკალავიშვილი.
„1995 წლიდან განდგომილები ვართ და ძალიან ბევრი უბედურება გადავიტანე. ამ წლების განმავლობაში. ჯერ ეკლესიიდან გამიტაცეს და ოცი დღის მანძილზე სადღაც ჯურღმულში ვიყავი გამოკეტილი, მერე 15 დღით დამაპატიმრეს და არ ვიცი კიდევ რამდენი რამ გადამხდა. აი, ასეთი ხალხის წყალობით სისტემატურად მყავდა მოჩენილი ვიღაც და მათ შორის გიგი უგულავა .როცა ვლოცულობდი , მაშინაც კი შემოგზავნილი ყავდა უშიშროებას, სულ გვერდით მედგა , ვითომ ჟურნალისტი იყო და თავის პატრონებს გადასცემდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ და რას ვაპირებდი იეღოვური სექტების წინააღმდეგ. უგულავა დღესაც აგრძელებს თავის დამანგრეველ საქმიანობას და მართლმადიდებლობას ებრძვის“,-განაცხადა „ქრონიკა +“ -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მამა ბასილმა (მკალავიშვილი ).