სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ტესტირება (ვიდეო)

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ტესტირება (ვიდეო)

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე სპეციალურ ტესტირებას გადის. მათი განათლების დონის შემოწმება ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“, მეხუთე და მეორე ქვეით ბრიგადებში, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე მოხდება. ტესტირება 29 იანვრამდე გაგრძელდება და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის ზოგადი განათლების დონის შეფასებას ისახავს მიზნად. ტესტირების შედეგების მიხედვით, სამხედრო პოლიციელთა ის კონტიგენტი შეირჩევა, ვინც ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პერსონალის გადამზადების კურსზე გაიგზავნება. კურსი ეთა-ში შსს-ს პოლიციის აკადემიასთან ერთად 2014 წლის 4 მარტს დაიწყება და ოთხ თვეს გაგრძელდება. პირველ ეტაპზე 30 სამხედრო პოლიციელი გადამზადდება.

დღეს დაწყებული ტესტირების შედეგების მიხედვით, ასევე დაგეგმილია 2014 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა კურსებზე სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა გაგზავნა.