ახალი წლის დღეების შემდეგ ნამდვილად არ გაწყენთ ორგანიზმის განტვირთვა და გაწმენდა, რაშიც ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები დაგეხმარებათ. უფრო მეტიც – დაგიცავთ უამრავი საშიში დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნისგან.
ანანასი: წმენდს სისხლს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აქვს ანტისიმსივნური მოქმედების უნარი.
პომიდორი: ამ პროდუქტის ანტისიმსივნური თვისებები გამოწვეულია მასში ლიკოპენის არსებობით – ესაა ანტიოქსიდანტი, რომელიც, მეცნიერთა მტკიცებით, ეფექტურობით აღემატება თვით A ვიტამინს და ბეტა-კაროტინს.
ბროკოლი: შეიცავს ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც აქტიურად ებრძვის კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს წარმოქმნას.
ზეითუნის ზეთი: შეიცავს ზეითუნის მჟავას, რომელიც მკერდის კიბოს წარმოქმნის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
ცეხვილი პური: მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმს უჯრედისით მომარაგებაში; აქვს უნარი, აქტიურად შეებრძოლოს კანცეროგენებს.
ყურძენი: წითელი და შავი ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოფლავონოიდებს – ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს, რითაც კიბოს წარმოქმნას აქტიურად ეწინააღმდეგება.
წიწმატი: იწვევს ცვლილებებს სისხლში, რის შედეგადაც ხდება სიმსივნის წარმოქმნის ბლოკირება. სიმსივნის უჯრედებს ამარცხებს ნივთიერება ფენეტილ იზოტიოციანატი, რომელსაც წიწმატი ჭარბად შეიცავს.
მანგოსტინი: ასე უწოდებენ ტროპიკულ ხილს აღმოსავლეთში. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და 12 სახის ვიტამინს, რომელთა შორის, A, C, და E ვიტამინები ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას.
შავი შოკოლადი: შეიცავს დიდი რაოდენობით კაკაოს მარცვალს, რომელიც მდიდარია კიბოსგან დამცავი ანტიოქსიდანტებით. შეარჩიეთ შოკოლადი, რომლის შემადგენლობაში, მინიმუმ, 65 პროცენტი კაკაოა.
წითელი ჭარხალი – შეიცავს დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს (რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას) და ბეტაკაროტინს (რომელიც ახდენს ღვიძლის მუშაობის ნორმალიზებას). გარდა ამისა, ჭარხალში არის ბევრი მაგნიუმი, რომელიც აქტიურად ებრძვის კიბოს უჯრედებს.
გრეიპფრუტი – აგავსებთ ენერგიით. ის ოდნავ თუ ჩამოუვარდება პომიდორს ძლიერი ოქსიდანტის – ლიკოპენის პროცენტული შემადგენლობით. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო წითელია გრეიპფრუტის რბილობი, მით მეტი რაოდენობით შეიცავს ის ლიკოპენს.
ზემოთ ჩამოთვლილი 11 პროდუქტისგან, შეგიძლიათ, მოამზადოთ სალათები. ბროკოლი და ჭარხალი კი მოხარშოთ, მოშუშოთ, ან, უმჯობესია, მწნილის სახით მიირთვათ.
კვების რეჟიმი გაანაწილეთ ისე, რომ დღეში, მინიმუმ, 4-5 კვება მოგიწიოთ. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიირთმევთ ამ პროდუქტებს, მით მალე გახდებით და მით მალე ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.