პანკისი: თამაში დასწრებაზე

პანკისი: თამაში დასწრებაზე

რამდენიმე დღეა, რუსეთის დედაქალაქი მასპინძლობსსაერთაშორისო კონფერენციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე“. ბრჭყალები აქ სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან საერთაშორისო სტატუსი ამ ღონისძიებას ძნელად თუ შეიძლება მიენიჭოს. ერაყის მოვლენათა შემდეგ რუსეთის იმიჯი ამ თვალსაზრისით სერიოზულად შეილახა. მოსკოვი ამას გრძნობს და შეძლებისდაგვარად ცდილობს, გამოსავალი იპოვოს შექმნილი ვითარებიდან.

მოსკოვის კონფერენციაც იმ მიზანს ისახავს, რომ დაადასტუროს კრემლის უმთავრესი პრიორიტეტიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დამუკკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში, თანაც აქ უეჭველად იგულისხმებიან მოსკოვისთვის არასასურველი სეპარატისტები, რომელთაც რუსეთის სპეცსამსახურები ტერორისტებად მიიჩნევენ, მაშინ, როდესაც დსთ-ის სხვა ქვეყნების სეპარატისტებს ასეთად არ აღიარებენ.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ქართულმა დელეგაციამ საკმოად პრინციპული პოზიცია დაიკავა და მოითხოვა, საბოლოო დოკუმენტებში მითითებულიყო არა მხოლდ ტერორიზმის, არამედ სეპარატიზმის პრობლემა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ექსტრემისტული გამოვლინების დაგმობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოთხოვნას სომხეთისა და თვით რუსეთის დელეგაციათა უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. სომხების განცხადებით, ისინი უეჭველად გამოიყენებენ ვეტოს უფლებას (კონფერენგცია დსთ-ის ჩვეული ფორმატით ტარდება, ანუ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) თუ საბოლოო დეკლარაციიდან ამ ტერმინს არ ამოიღებენ.

მეორე მხრივ, თუ ქართული დელეგაცია ამის გამო უარს იტყვის დოკუმენტის მხარდაჭერაზე, ჩვენი ოპონენტები საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საქართვლეო, აზერბაიჯანი და მოლდოვა (ამ ქვეყნებმა საქართველოს პოზიცია გაიზიარეს) ტერორიზმიის აღმოფხვრის წინააღმდეგნი არიან. ამ საკითხზე რუსული მედიით ისეთი ისტერიკა ატყდება, შარშანდელიპანკისის ეპოპეახუმრობად მოგვეჩვენება.

საბოლოოდ, ცხარე დისკუსიებისა დაწინასწარი მუქარებისშემდეგ, მხარეები იმ კომპრომისამდე მივიდნენ, რომ შემდეგ სამიტამდე (სავარაუდოდ, წლეულს შემოდგომაზე) დელეგაციები შეიმუშავებენ ისეთ ფორმულირებას, რაც პრობლემის არსს გამოხატავს და, ამავდროულად, არავის გააღიზიანებს. რამდენად რეალურია ამგვარიჯადოსნური ფორმულირებისმოძიება რუსული, ქართული, რუმინული თუ სომხური ენების სიმდიდრის მიუხედავად, - სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ისიც სერიოზულ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დაისვა და დარჩა. სომხური დელეგაცია ამის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ რუსეთმა კომპრომისი არჩია, ვინაიდან საკითხს მხოლოდ საქართველო არ ამწვავებდა.

სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა საქართველოს უშიშროების მინისტრვალერი ხაბურძანიას განცხადება პანკისის ხეობაში რუსეთისათვის ნომერ პირველი ტერორისტისაჩიმეზ გოჩიაევის შესაძლო ყოფნის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს: გოჩიაევი რუსეთისათვის იგივეა, რაც უსამა ბინ ლადენი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. მას ბრალად ედება 1999 წლის შემოდგომაზე, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში სამი საზარელი ტერორისტული აქტის განხორციელება.

ხაბურძანიას განცხადებამ საქართველოში გაკვირვება გამოიწვია. არადა, თუ უკანასნკელი ორი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, საქართველოს უშიშროების მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს და ახალი მეთოდი არ გამოუყენებია: იგი ადრეც აღიარებდა, რომ პანკისის ხეოლბაში ოდიოზური ფიგურები იმალებოდნენ. ამითასწრებდამოსკოვს, რადგან თვალსაჩინოების უარყოფა შეუძლებელია, ხოლოაღიარებამოწინააღმდეგეს აღარ უტოვებს საშუალებას, ტერორისტების მხარდაჭერაში დაგადანაშაულოს. „ხაბურძანიასმეთოდი მით უფრო წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდა, რომ შარშან (ანუ განცხადებების შემდეგ) ქართულმა სპეცსამსახურმა რამდენიმე ბრწყინვალე ოპერაცია განახორციელა: დააკავეს და რუსეთს გადასცეს გოჩიაევის უახლოესი თანამებრძოლები: ადამ დეკუშევი და იუსუფ კრიმშამხალოვი, რომლებიც მას აფეთქების ორგანიზებაში ეხმარებოდნენ. იმავე ჯგუფის სხვა წევრები კი საქართველოს უშიშროების სამინისტროს სცედანიშნულების რაზმმა გაანადგურა ლაგოდეხის რაიონის ტყეში ბრძოლისას. ასეთი წარმატებით იგივე რუსეთის სპეცსამსახურები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ყოველ შემთხვევაში, ჩეჩენ მებრძოლთა ლიდერები ჯერ კიდევ ვერ დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიას თითქოსდა მთლიანად აკონტროლებენ.