მივიწყებული ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ - სანქციების გვერდის ავლის თემა ისევ ამოატივტივეს

მივიწყებული ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ - სანქციების გვერდის ავლის თემა ისევ ამოატივტივეს

მოახლოებული არჩვენების ფონზე საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ისევ ადანაშაულებენ. ამჯერად საუბარია ავტომობილებზე, თითქოს, აკრძალვის მიუხედავად, რუსეთში ახალი, ძვირადღირებული მანქანები, საქართველოს გავლით შედის. დასავლური მედიიდან წამოსულ განახალებულ ბრალდებებს არარეალურს უწოდებენ ქართველი იმპორიორები, რადგან იგი მხოლოდ ზერელე ვარაუდებზეა დამყარებული.

ბრიტანულმა ტელევიზია სქაი ნიუსმა მოამზადა მასალა, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით მაინც შედის. საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი წერს, რომ ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირად ღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესეს, საქართველომ საკუთარი აკრძალვები შემოიღო რუსეთში მანქანების გაგზავნაზე, თუმცა არსებობს მისგან თავის არიდების უამრავი საშუალება, რაც შესაძლებელს ხდის მანქანების გადაზიდვას, - წერია სტატიაში.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ სანქციებისთვის თავის არიდებას არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ სხვა, ომისთვის უფრო მნიშვნელოვანი რესურსების (მაგალითად, ელექტრონული ნაწილებისა და რადარების) გადატანის დროსაც ახერხებენ. თუმცა, ძვირად ღირებულ მანქანებზე ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ მათი დამალვა რთულია.

„იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ არაოფიციალური სავაჭრო გზების აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს, ჩვენი გამოძიების, ალბათ, ყველაზე საოცარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოში ადგილზე არავინ ცდილობს, დამალოს, რაც ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი ხარისხის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისინი საზღვარს ყოველდღე სათითაოდ მაინც კვეთენ. ყველამ იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ შეაჩეროს, - აღნიშნულია სქაი ნიუსის სიუჟეტში.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის დელეგაცია ეწვია, რომელთაც დაადასტურეს, რომ ქვეყანაში არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, სანქციების გვერდის ავლაში ქვეყნის დადანაშაულება მაინც არ წყდება.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ბრიტანული ტელეარხის სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია, ყაზახეთს ავტომობილების გაყვანა ლარსით, რუსეთის გავლით უწევს, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ავტომობილები საზღვარს გადაკვეთს, სად მიდის, არავინ იცის.

ასოციაცია ვერც დაადასტურებს იმ თეორიას, საქართველოდან რუსეთში მიდის თუ არ მიდის ავტომობილები. როდესაც ყაზახი ყიდულობს ავტომობილს, იმის გამო, რომ აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია, ყველა შემთხვევაში ლარსით უნდა გაიაროს. მე ვუყურე ამ სიუჟეტს, როდესაც ისინი შავ რეინჯ როვერს მიჰყვებოდნენ (რომელიც ავტომზიდზე იყო). კი ბატონო, ადგილამდე მივიდნენ, მაგრამ ამის შემდეგ, ვინ წაიყვანა ავტომობილი, დარჩა რუსეთში, თუ რუსეთის გავლით ყაზახეთში? ყველა ეს ვარიანტი დასაშვებია. როდესაც ყაზახეთში მიდის, სწორედ რუსეთის გავლით ხდება ეს, სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს, რომ აღმოჩნდეს ყაზახეთში“, - განუცხადა ბიზნესპრესნიუსს ნონიაძე.

მისი თქმით, თუ საქართველოდან რუსეთში ერთეული ავტომობილები მაინც ხვდება, ამაზე ერთობლივი კონტროლია საჭირო და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ადგილობრივი დილერები დამატებითი შეზღუდვებით კიდევ უფრო დაზარალდნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ ერთეული მანქანები გადიოდეს რუსეთში, მაგრამ ამაზე კონტროლი უნდა განახორციელოს არა საქართველომ და ასოციაციამ, არამედ ერთობლივად. გამოდის, რამდენიმე ქვეყნის სქემაა. არც ერთ მებაჟეს ხელს არ ვაფარებ, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მაგალითად, ყაზახეთში რეექსპორტზე გაშვებული ავტომობილი მებაჟემ არ უნდა გაუშვას?

მე პირადად, ღიად ვაფიქსირებ იმ აზრს, რომ მომხრე ვარ უკრაინის და უკრაინელი ხალხის, მინდა, რეალური სანქციების ქვეშ მოექცეს რუსეთი, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ ეს სანქციები არაეფექტური იყოს რუსეთის მიმართ და სამაგიეროდ, აქ დილერები უსამართლოდ დაზარალდნენ და დამატებითი შეზღუდვები მიიღონ“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ლაზი ეს "მივიწყებული" თემა ისევ წიკვინა ჟურნალისტებმა გააცოცხლეს, თანაც ტყუილით. საქართველოდან რუსეთში მანქანები ქართველებს არ მიჰყავთ. წერტილი. საქართველოში ავტომობილს ყირგიზი რომ იყიდის, მერე სად წაიყვანს ეს საქართველოს საყარაულოა? ამათ გულზე ის ესობათ, ქართველები კიდევ რაღაცნაირად რომ სუნთქავენ. ეს არის მაგათი მეგობრობა.
თუ არ უნდათ რომ ის მანქანები რუსეთში მოხვდეს თითონ აუკრძალონ ყველას მანქანის აქედან გაყვანა. ქართველი დილერები აიღებენ ვალდებულებას, გზაში რომ არ გაიყიდოს და თითონ ჩაიყვანენ მანქანებს ყველა ქვეყანაში, სადაც სანქციები არ ვრცელდება. აი მაშინ იქნება პასუხისმგებლობაც, ისე ვინ რა ვალდებულია, ვიღაცის დაწესებული სანქციები აკონტროლოს, გაუგებარია.
2 თვის უკან
Aburjga Tasmanieli დღეს ამ ომში, რუსეთში ვინმე თუ ევროპულ და ამერიკულ ძვირადღირებულ მანქანას იყიდის ის არის დასავლეთის მე-5 კოლონისწარმომადგენელი რუსეთში, და არის დასახვრეტი! ამას გარდა როგორც ცნობილის რუსეთში თავისუფალ გაყიდვაშია ჩინური ძალიან მაღალი კლასის მანქანები, რომლებიც დასავლურ მარკებს არაფრით ჩამოუვარდებიან!
2 თვის უკან