თბილისს ბაქოს გზას ირჩევს, მაგრამ ტანკების გარეშე

თბილისს ბაქოს გზას ირჩევს, მაგრამ ტანკების გარეშე

სამხრეთ კავკასიის გულში, სადაც შავი ზღვის სანაპიროზე მთათა ქედები აღმართული, ვითარდება დრამა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რეგიონის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. საქართველო, რომელიც მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა, აღმოჩნდება გზაჯვარედინზე, სადაც ერთმანეთს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები ეჯახება. ამან კი შეიძლება საზოგადოების გახლეჩვა გამოიწვიოს.

„გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი გახდა კატალიზატორი, რომელმაც ქართულ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონი საჭიროა გარე ჩარევისგან თავის დასაცავად. თუმცა, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მას დემოკრატიის ჩამოშლისა და სამოქალაქო უფლებების დარღვევად მიიჩნევს.

კანონპროექტის მიღებას ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტოც დაადო, ამის მიუხედავად ხლისუფლებამ კანონი მაინც მიიღო.

„კანონს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია“, - ისმოდა ასეთი გამონათქვამები კანონის მიღების პარალელუად გამართულ აქციებზე.

ამ დაპირისპირების კულისებში უფრო რთული თამაში ვითარდება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბევრისთვის მოულოდნელად, გამოაცხადა მზადყოფნა აღიაროს საქართველოს დანაშაული 2008 წლის ომში და ბოდიში მოუხადა ოსებს. განცხადება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უჭერს მხარს, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი - ომის ან შერიგების გზით, მეორე ვარიანტი მოითხოვს „ურთიერთ მონანიებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ეს სიტყვები შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საქართველო მზადაა გადახედოს ურთიერთობებს რუსეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკებთან. შესაძლოა, „აზერბაიჯანული სცენარის“ გამეორების მცდელობის მოწმენი ვართ, მაგრამ მშვიდობიანად.

თუმცა, ვითარებას შიდა წინააღმდეგობები ართულებს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც კანონს ვეტო დაადო და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდება ხელისუფლებასთან.

დასავლეთი, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ახლა ახორციელებს ზეწოლას ქვეყანაზე, სანქციებით და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებით იმუქრება. რუსეთი კი პირიქით, მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.

რუსულმა დიპლომატიამ გამოთქვა შეშფოთება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოში სიტუაციის სავარაუდო დესტაბილიზაციის მცდელობის გამო. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ოპოიციის მიზანია ხელისუფლების ცვლილება „მაიდანის“ სცენარით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი დაძაბულობა რუსეთის საზღვარებთან.

გალუზინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზეზი იყო კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მთავრობას არ მიეღო, თუმცა თავად დასავლეთის ქვეყნებს ამ სფეროში უფრო მკაცრი სტანდარტები აქვთ.

ასევე გავრცელდა ჭორები მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ, რომელიც 2008 წელს შეწყდა. თუმცა, ისინი მალევე უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებამ დიპლომატიური კავშირების აღდგენის სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ცრუ უწოდა.

მოსკოვთან სწრაფი დაახლოების შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს მეფის ერეკლე მეორის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებიც. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ თბილისში მეფე ერეკლე II-ის ძეგლი დაიდგმება. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ისტორიული პირების ხსოვნის გაგრძელების მნიშვნელობას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნებაში.

ერეკლე II, რომელიც მე-18 საუკუნეში მეფობდა, ცნობილია ირანისა და თურქეთის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლით. იგი ცდილობდა მოკავშირეობას ევროპულ ქვეყნებთან, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა დაედო გეორგიევსკის ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასთან 1783 წელს.

ერეკლე II-ის გადაწყვეტილება რუსეთთან დაახლოების შესახებ თანამედროვე ისტორიკოსებ განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მეფის იმიჯს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ზოგიერთმა კრიტიკოსმა ეს რუსული ნარატივის პოპულარიზაციის მცდელობად მიიჩნია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ალიანსმა ერეკლე II-ს მოსალოდნელი სარგებელი არ მოუტანა. ხელშეკრულების დარღვევით აღმოსავლეთ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ქვეყანას ირანმა შეუტია. ამან გამოიწვია სამეფოს დანგრევა და საბოლოოდ მისი ანექსია რუსეთის იმპერი მიერ ერეკლე II-ის მემკვიდრის დროს.

ამ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ თამაშში, მრავალ კომპონენტთან ერთად, საქართველო ცდილობს გზა გაიკვლიოს. რუსეთთან აფხაზეთის საკითხზე შესაძლო შეთანხმების შესახებ ჭორები და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ დისკუსიები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა მზად არის სერიოზული კომპრომისების წასასვლელად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

თუმცა, შერიგების გზა იოლი არ იქნება. აფხაზეთი, რომელსაც აქვს წვდომა ზღვაზე და სტრატეგიულ რკინიგზაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადვილად დათანხმდეს გაერთიანებას. სამხრეთ ოსეთი, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, შეიძლება უფრო დამთმობი აღმოჩნდეს, მაგრამ აქაც სერიოზული დათმობები იქნება საჭირო თბილისისგან.

საქართველო რთული არჩევანის წინაშე დგას. უნდა გააგრძელოს თუ არა დასავლეთისკენ სვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით? ან რუსეთთან დაახლოვდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია და შიდა არეულობა.

ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს მომავალს, არამედ გეოპოლიტიკურ ბალანსს მთელ სამხრეთ კავკასიაში. იმის გამო, რომ რუსეთი დასუსტდა უკრაინის ომის შემდეგ, მსოფლიო წესრიგი შეიცვალა და დღეს, თბილისში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები.

საქართველო, ისევე როგორც მთელი რეგიონი, ისტორიის გზაჯვარედინზეა. და არა მხოლოდ მისი მომავალი, არამედ მრავალი თვალსაზრისით მთელი სამხრეთ კავკასიის ბედი დამოკიდებულია იმაზე, საქართველო თუ რომელ გზას აირჩევს.

წყარო: https://www.trtrussian.com/mnenie/tbilisi-hochet-kak-baku-no-bez-bespilotnikov-i-tankov-18210159