კინოფესტივალ „თაობაზე“ ეწვიე საქართველოს ბანკის სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სივრცეს

კინოფესტივალ „თაობაზე“ ეწვიე საქართველოს ბანკის სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სივრცეს

თუ ხარ სტუდენტი ან მოსწავლე და გეგმავ კინოფესტივალ „თაობაზე“ დასწრებას, რომელიც 20-26 სექტემბერს ქუთაისში, ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით იმართება, მაშინ გაქვს შესაძლებლობა, ეწვიო საქართველოს ბანკის სტენდს, ადგილზე აიღო Student ან ციფრული sCool Card-ი და მიიღო დეტალური ინფორმაცია აქტიური შეთავაზებების შესახებ.

საქართველოს ბანკის სტენდი კინოფესტივალ „თაობის“ ფარგლებში, 25 და 26 სექტემბერს გრიშაშვილის ქუჩაზე იქნება განთავსებული.

ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიაქტიურონ შემდეგი შეთავაზებები:

        მუდმივი სამედიცინო უპირატესობა

        30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 30 ლარი) Extrameat's Pavilion-ში

        10%-იანი ფასდაკლება Beko-ს მაღაზიებში ACER-ის, ASUS-ის, DELL-ის, HP-ს ან Lenovo-ს ლეპტოპებისა და Epson-ის პრინტერის შეძენისას

        30%-იანი ქეშბექი პალიტრას ონლაინ მაღაზიაში Student და sCool Card-ით გადახდისას

        ფასდაკლება ოპტიკურ სალონ Roniko-ში

        30%-იანი ქეშბექი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს Yoyoso-ში, Student და sCool Card-ით გადახდისას

        20%-იანი ქეშბექი Miniso-ს ფიზიკურ მაღაზიებში, ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს, Student და sCool Card-ით გადახდისას

        10%-იანი ფასდაკლება Student Card-ის მფლობელებისთვის Kenari-ს პროდუქციაზე და 50%-იანი ფასდაკლება ოფთალმოლოგის კონსულტაციაზე

        10%-იანი ფასდაკლება Student Card-ის მფლობელებისთვის Optimist-ში მზისა და ოპტიკურ სათვალეებზე, ხოლო ოპტიკურ მინებზე 20%-იანი ფასდაკლება

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციებზე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ  ცენტრში, “კინოთეატრ საქართველოში”, ი. გრიშაშვილის ქუჩაზე (თეთრ ხიდთან) და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდება.