დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დიდუბის რაიონს ოქროს და ვერცხლის 196 მედალოსანი ჰყავს. მედალოსნებს სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცეს, ასევე, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები სკოლების დირექტორებსა და კლასის დამრიგებლებსაც გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტის დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა, ასევე, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა. ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია მუსიკალურად ქართული ესტრადის მომღერლებმა გააფორმეს. ასევე, დრამერებისა და საპნის ბუშტების შოუ მოეწყო.