„მკვდარი მკვდარს აეკიდაო, მაგათზეა ნათქვამი - არანირი პოლიტიკური დივიდენდის მომტანი მარგველაშვილი „ლელოსთვის“ არ არის“

„მკვდარი მკვდარს აეკიდაო, მაგათზეა ნათქვამი - არანირი პოლიტიკური დივიდენდის მომტანი მარგველაშვილი „ლელოსთვის“ არ არის“

გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ლელოში“ გაწევრიანდეს. „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო წარწერით „წინ მხოლოდ გამარჯვებაა“. ფოტოზე არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე, დავით გამყრელიძე და გიორგი მარგველაშვილი. „ლელოს“ პრესსამსახურში გიორგი მარგველაშვილის პარტიაში გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თუმცა ფიქრია ჩიხრაძე მარგველაშვილის მათ პარტიაში გაწევრიანებას არ გამორიცხავს. ამ ეტაპზე მეტი დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილს მათ საარჩევნო სიაში მალე ვიხილავთ.

„ძლიერი საქართველოს“ და გიორგი მარგველაშვილის ალიანსს ოფიციალურად ჯერ არც ერთი მხარე  არ ადასტურებს, თუმცა ფაქტია, რომ კონსულტაციები მხარეებს შორის აქტიურ რეჟიმშია და ახალი პოლიტიკური განაცხადიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ამ სავარაუდო გაერთიანებაზე პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციაშიც გაკეთდა.

„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიასაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, - ამბობს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელო“ აბსოლუტურად განწირულია იმისთვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.

ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, „ლელოს“ შეუერთდება.

„ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ არის აბსოლუტურად განწირული იმისათვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„პრემიერ-მინისტრის სწორი შეფასება იყო, „ლელო“ არის ნულოვანი რეიტინგების შეკრების წერტილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის „ლელოსთან“ შესაძლო გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ თქვას, ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად, შედეგებს ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებსო.

„ამას ერთი სარგებელი ექნება, არჩევნებში დამარცხების შემდეგ რაც შეიძლება მეტი ხმაურისა და საერთაშორისო რეზონანსის გამოსაწვევად თქვან, რომ არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი, არამედ ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებს. „ლელოსთან“ მარგველაშვილის მიწებებას პოლიტიკურად, შეიძლება, მხოლოდ ეს მიზანი ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მარგველაშვილს ქვეყნის შიგნით, მოსახლეობაში არანაიირ რეპუტაცია და ავტორიტეტი არ გააჩნია, მით უმეტეს რეიტინგი, რომელიც პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გვენეტაძე ფიქრობს, რომ მარგველაშვილს, ალბათ, ფული შემოელია და ყველაზე კარგი ვარიანტი, თაღლითი ბანკირების გაერთიანება იყო. ამიტომაც ხაზარაძემ წინასაარჩევნოდ ილუზიის შესაქმნელად იყიდა, რომ ვითომ მის კოალიციაში მაღალი თანამდებობის პირებიც ერთიანდებიან.

„რა შეიძლება მარგველაშვილზე ითქვას? ეს კაცი უმადურობის, არაფრის მაქნისობის ყველაზე ნათელი მაგალითია. კაცი არსაიდან მოიყვანა ივანიშვილმა და ქვეყნის პირველ პირად აქცია. მან კი ისიც ვერ შეძლო, რომ ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, როგორც პრეზიენტს, რაღაცა რეიტინგი მოეხვეჭა. დღეს მისი პოლიტიკური ფასი ნულის ტოლია. ამიტომ მკვდარი მკვდარს აეკიდაო, მაგათზეა ნათქვამი. არანირი პოლიტიკური დივიდენდის მომტანი მარგველაშვილი „ლელოსთვის“ არ არის. ბოლო დროს ძალიან უსაქმურად იყო, აღარ იცოდა რა ეკეთებინა. თანაც, ეტყობა, უფულობამაც შეაწუხა და ყველაზე კარგი თავშესაფარი იპოვა. ეს არის ნაფტალინწაყრილი ხალხის გაერთიანება, რომლებიც ბომჟების კოალიცია უფროა, ვიდრე პოლიტიკური ერთობა.

სხვა რა შეიძლება მარგველაშვილის პოლიტიკურ მკვდრეთით აღდგომას ვუწუდოთ? რაც შეეხება ხაზარაძეს, ფაქტია რაღაცას ფართხალებს. ფულის სანაცვლოდ დარბის და თავის პარტიაში ვის აღარ ეპატიჟება, თუნდა ალეკო ელისაშვილი ავიღოთ, რომელიც შუბლძაღრგაწყვეტილი კაცია. რა არ ეძახეს პირდაპირ ეთერში ერთმანეთს და ბოლოს ხელი ჩამოართვეს. ასეთი უპრინციპო პოლიტიკური გაერთიანებით ხალხის გულის მოგებას შეძლებენ? ვინ ჰყავთ ახალი და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი სახეები? მარგველაშვილი, რომელიც რაც პრეზიდენტი აღარ არის, იმის მერე აღარ გამოფხიზლებულა?“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე დასავლეთის თვალშიც ქმნის იმის ილუზიას, რომ თითქოს ყოფილი მაღალჩინოსნები და განსაკუთრებით ექს-პრეზიდენტი მის კოალიციაში ერთიანდება. უნდა, რომ ე.წ. მესამე ძალის ცენტრის იმიჯი შექმნას, რაც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

„როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მაგრველაშვილი ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ძალით გაათრიეს. თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის ძალის გავლენის აგენტი იყო. რაც გააკეთა ბოლოს და როგორც იქცეოდა ყველასთვის ნათელი გახდა მისი რეალური სახე. მარგველაშვილი ენჯეოშნიკი იყო, რომელიც სოროსისგან ფინანსდებოდა, ამიტომ როცა დასჭირდათ და ის მაღალ თანამდებობაზე მოხვდა, მისი გამოყენება დაიწყეს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები და ეს მარტო საქართველოს მაგალითზე არ მომხდარა“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პირიქით არის და გიორგი მარგველაშვილი „ლელოსთვის“ მშვენიერი პოლიტიკური შენაძენია. ძაბირაძის აზრით, მარგველაშვილს აქვს თუ არა ქვეყნის შიგნით რეიტინგი, ის მაინც ქვეყნის პირველი პირი იყო და გავლენას საზოგადოების ნაწილზე მოახდენს.

„სულაც არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილის ფიგურა საერთოდ არაფრის მომტანია. ის ექს-პრეზიდენტია, ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაზე გავლენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ლელოს“ ამის გამო ხელისუფლება აკრიტიკებს, მივიჩნევ, რომ მშვენიერი პოლიტკური შენაძენია. ამით „ლელოს“ თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის. შეძლებს და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაღაცა ნაწილის მიმხრობას მოახერხებს. მარგველაშვილმა, გვინდა თუ არა, შეძლო და ლამის პირველი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ „ოცნებას“ და მასაც დაუპირისპირდა.

ნუ, რა სახის იყო ეს წინააღმდეგობა გასაგებია, მაგრამ ამას ხომ სიტყვა ეთქმის, რომ თავის დროზე პრეზიდენტობის რანგში შეძლო და საკუთარი პრინციპულობა შეინარჩუნა. შეძლო იმის აღქმა და გატანა, რომ ის იყო სახელმწიფო პირი, ვალდებული იყო ქვეყანასთან და არა ივანიშვილთან. კი ბატონო, მას არა აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, მაგრამ მის სტატუსს მოსახლეობაზე გავლენა შეუძლია. იგივე გავლენა აქვს დასავლელ პოლიტიკურ წრეებზეც. ექს-პრეზიდენტის ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა, მათთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელი პროცესია. ამიტომ მე „ოცნების“ ადგილას მაინც ასე ხელაღებით მარგველაშვილის პერსონას არ გადავშლიდი“, - ამბობს ძაბირაძე.

ლევკოთეა რა ბეცი მაჩვია ეს ძაბირაძე.
ე.ი. მარგველაშვილმა რომ გაჭედა, საპრეზიდენტო სასახლიდან არ გამოვალ, ხალხის ხარჯზე კომფორტს ვერ შეველევიო, ეგ ყოფილა ,,საკუთარი პრინციპულობის შენარჩუნება".
არადა, აქამდე ვიცოდი, რომ საკუთარი დადებული პირობის და სიტყვის გატეხვას მეძავობა ჰქვია.
1 კვირის უკან
Gami " მშვენიერი შენაძენი მარგველაშვილი" -- ძაბირაძე! ფორ.ჯი მე მგონი საცინად იგხებთ ამ ბეხრეკ ძაბირაძეს...
1 კვირის უკან
Gami ისე, მარგველაშვილი ქართული ოცნებისთვისაც/ბიძინასთვის/ " მშვენიერი შენაძენი" აღმოჩნდა!
1 კვირის უკან
Gami ფოტოსთან დაკავშირებით -- ამათ ეტყობა დიდი ხანია სარკეში არ ჩაუხედიათ. მე-19 საუკუნეში ასეთი მოდა იყო -- მიცვალებულებს თვალებს უღებდნენ, სკამზე აჯებდნენ/ხანდახან გვერდშიც ამოუდგებოდნენ/ და ისე უღებდნენ ფოტოს... ზუსტად ის ფოტოა, თვალღია მკვდრების ჯგუფური სურათი! ახ, კინტო ალეკო დამკლდა...
1 კვირის უკან
Gami ისევ ძაბირაძის კომენტარზე -- მარგველაშვილს გავლენა თავის ძუკნა ცოლზეც არ აქვს.
1 კვირის უკან
Gami ივანიშვილმა უნდა აუხსნას მხარდამჭერებს, რა კრიტერიუმებით აირჩია: მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, გახარია, ბახტაძე, ერთი მუტრუკი შსს მინისტრი რომ იყო, კვირიკაშვილი, ხუხაშვილი და ა. შ. ეს ჩმორები, ლუზერები და მოღალატეები! ახსნას და მერე ბოდიში მოიხადოს! სხვანაირად არაფერი გამოვა!
1 კვირის უკან