„თუკი რომელიღაც სცენარში გადაწყდა, რომ ამა და ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ის ხელისუფალი, ვინც არის, მერე იმან თავი რომც დახაროს, არ შერჩება ის თავი“

„თუკი რომელიღაც სცენარში გადაწყდა, რომ ამა და ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ის ხელისუფალი, ვინც არის, მერე იმან თავი რომც დახაროს, არ შერჩება ის თავი“

ჩვენი ოპოზიცია ამბობს, ამერიკას საქართველოში არასდროს მოუწყია რევოლუციაო. აბა, 2003 წელს არ იყო რევოლუცია, რამაც სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში? ვარდების რევოლუციის დროს ხელიხელჩაკიდებულნი არ იყვნენ ამერიკა და რუსეთი? დღესაც იმავე ჯგუფის მოყვანა უნდათ ხელისუფლებაში, რაც მაშინ იყო. პირობითად რომ დავარქვათ, სააკაშვილის ჯგუფის მოყვანა. შეიძლება იქ სააკაშვილი სულაც არ იყოს, მაგრამ მისი ჯგუფი იყოს,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის?! ამ საკითხზეც კი ვერ შეთანხმებულან ამერიკელები და ქართველები. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ პირველი ნაბიჯი დიდმა ქვეყანამ - ამერიკამ უნდა გადადგას. სხვანაირად ფიქრობს ამერიკა და აქეთ გვთავაზობს ქართველებს, თავად გადავდგათ პირველი ნაბიჯი. თუმცა შეიძლება მარტივი გამოსავალიც მოინახოს და უკრაინის ომის დასრულების კვალდაკვალ თავად დარეგულირდეს ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა. გაქვთ იმედი, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა დადებითისკენ შეიცვლება?

- დასავლეთი შენიშვნებსა და საყვედურებს სხვადასხვა მხრიდან გვესვრის. რამდენიმე საყვედურში გაიელვა, რომ საქართველო ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან ამყარებს ურთიერთობას, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. სინამდვილეში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს. ასე რომ, რუსეთისკენ მიმართული ეს ფრაზა სრული გაუგებრობაა. თუკი რაიმე არაფორმალურ კავშირს გულისხმობენ რუსეთთან ურთიერთობაში, მაშინ გამოძიების შედეგები უნდა დაიდოს. ჩინეთი რომ ახსენეს, როგორც მიუღებელი ავტორიტარული სახელმწიფო, ესაა საყურადღებო, რადგან ჩინეთთან ნამდვილად გვაქვს ურთიერთობა, ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს დგამს ქართული ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობა გამყარდეს და ამას გვსაყვედურობენ. რამდენჯერმე ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს უთხრეს კიდეც, ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობა რად გინდათ?! ქართულმა დელეგაციამ ამაზე პასუხი ვერ გასცა. სინამდვილეში, ჩინეთთან ურთიერთობა გვინდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩინეთი ეკონომიკურად საინტერესოა. ლადო პაპავას ჰქონდა კარგი ანალიზი ამ თემაზე, ეს არის წამყვანი ეკონომისტის აზრი, მან მიანიშნა კიდეც, რომ ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც რუსეთს ეშინია. ამერიკისა და ევროპის ხსენება რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებაა და რუსეთი ეგრევე იწყებს ომს. აგერ, უკრაინასთან ომი დასავლეთის მოტივით დაიწყო რუსეთმა. ჩინეთს კი ნახევარი ციმბირი წაღებული აქვს და რუსეთი ხმას არ იღებს. ე.ი. რუსეთს ეშინია ჩინეთთან ტერიტორიული დავის წამოწყების. არადა, ჩინეთს დიდი ხნის ისტორიული ტენდენცია აქვს, მეზობელი ქვეყნების აუთვისებელ სივრცეებში შეუშვას თავისი ჭარბი მოსახლეობა. მით უმეტეს, ასეთი შესანიშნავი მეზობელი ჰყავს ჩინეთს, როგორიც რუსეთია, რომელსაც უზარმაზარი აუთვისებელი სივრცეები აქვს. ეს თემა დგას რუსულ-ჩინურ ურთიერთობაში. მილიონობით ჩინელია შესული ციმბირში და ამაზე რუსეთს არ აქვს რეაქცია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ეშინია. საქართველოს ინტერესში კი ზუსტად ისაა, დაიკავოს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ვერ დაუპირისპირდება რუსეთი. სხვათა შორის, ჩინეთის ელჩმა ადრე გვითხრა კიდეც, რითაც შევძლებთ, დაგეხმარებით ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაშიო. რატომღაც ჩვენ ყველაფერს ასე ვაანალიზებთ, ვუყვარვართ, თუ არ ვუყვარვართ ჩინეთს, მეგობარია, თუ არ არის მეგობარი, სინამდვილეში, ჩინეთის ინტერესშია, იქ, სადაც თვითონ გაივლის, კონფლიქტები არ იყოს. თუ აპირებს საქართველოს გზაზე გავლას, მის ინტერესშია, აქ კონფლიქტები პოტენციურად არ იყოს. ესაა პოლიტიკური სარგებელი, ეკონომიკურ სარგებელზე აღარ ვლაპარაკობ, ტრილიონებზეა საუბარი, ანუ ტრილიონებს ითვლიან იმ პროექტებზე. ეს არ აწყობს ამერიკას, რადგან მას ჩინეთი მიაჩნია კონკურენტად.

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ როგორც პატარა ქვეყანა, თავად ვცდილობთ ვინმეს მფარველობის მოპოვებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც იბრძვიან საქართველოს სიმპათიის მოსაპოვებლად. ამ ბრძოლის არსენალში შეიძლება შედიოდეს რევოლუციის მოწყობა საქართველოში, თუკი საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლად მანევრირების ცდუნება გაუჩნდება?

- მართლაც, ორი დიდი ეკონომიკის ქვეყანა მოკალათდა მსოფლიო ეკონომიკის თავში - ჩინეთი და ამერიკა და ერთმანეთს ეჭიდავებიან. ამ ჭიდაობის ერთ-ერთი ხაზი ამერიკისთვის გადის საქართველოზე. თუკი საქართველო ზურგს შეაქცევს ჩინეთს, მაშინ ჩინეთს მოუწევს თავისი საქონლის უფრო ძვირი ტრანსპორტირებით, უფრო ძვირი გზებით მიტანა ევროპამდე, რომელიც ჩინეთისთვის ძირითადი ბაზარია. ჩვენგან ამას ითხოვს ამერიკა, სამაგიეროს კი არ გვთავაზობს. მარტო მოთხოვნა აქვს და უკვე ტრამპის დროიდან ითხოვს ამ კომპრომისს ჩვენგან. ამიტომ ამერიკას აწყობს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გავიხსენოთ, ამერიკას მხოლოდ ერთ ქვეყანაში მოუწყია რევოლუცია, თუ ორში?! ჩვენი ოპოზიცია ხშირად ამბობს, ამერიკას ჩვენთან არასოდეს არაფერი არ მოუწყიაო, აბა, 2003 წელს, რამაც მიშა მოიყვანა ხელისუფლებაში, არ იყო ამერიკა და რუსეთი ხელიხელჩაკიდებული ვარდების რევოლუციის მომზადებისას?! ასე რომ, ამერიკას რევოლუციები მოუწყია.

ამერიკას რევოლუცია მარტო საქართველოში კი არა, ლიბიაში, ეგვიპტეში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებშიც მოუწყია, როგორც წესი, არაბულ გაზაფხულებს ამყარებს ამერიკა იქ, სადაც ნავთობის დიდი მარაგი ეგულება და ეს უკვე ტენდენციაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვევა ჩვევაა, საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი ამ მხრივ.

- მით უმეტეს, რომ 2003 წელს ამერიკას მოუწყია რევოლუცია საქართველოში. დღესაც უნდათ იმავე ჯგუფის მოყვანა ხელისუფლებაში, რაც მაშინ იყო. პირობითად რომ დავარქვათ, ეს არის სააკაშვილის ჯგუფი. შეიძლება იქ სააკაშვილი სულაც არ იყოს, მაგრამ მისი ჯგუფი იყოს. ამ ჯგუფის ხელისუფლებაში მოყვანა უნდათ იმიტომ, რომ ამერიკამ იცის, ეს ჯგუფი მას არ დაუპირისპირდება, ჩინეთისკენ არ წავლენ, ამერიკულ დროშას მყარად დაიჭერენ და, რაც მთავარია, რუსეთთან არიან და იქნებიან ურთიერთობაში. ამერიკა არ არის რუსეთთან ისე დაპირისპირებული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გავიხსენოთ, უკრაინაშიც ამერიკა იცავდა იმ პრინციპს, არ უნდა დავანგრიოთ რუსეთიო, ამერიკა დღესაც ცდილობს, არ დაანგრიოს რუსეთი, ანუ გაუწიოს რუსეთს ანგარიში. არ არის გამორიცხული, ტრანზიტის კავკასიური ხაზი მოიშალოს და ეს ერთდროულად იყოს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ინტერესში. კავკასიური ხაზი რომ არ იყოს, მაშინ ტრანზიტი რუსეთზე გავიდოდა. კავკასიური ხაზი თუ ჩამოყალიბდა, რუსეთი მილიარდების გარეშე, ტრილიონების გარეშე რჩება.

რუსეთი და ამერიკა შესაძლოა, კულუარულად ახლაც ერთმანეთთან კავშირში იყვნენ. თუკი უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთი და ამერიკა მონახავენ საერთო ენას, მაშინ შეიძლება ისინი გაერთიანდნენ და ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობას ხელი შეუშალონ? ანუ ჩინეთთან ფარული მტრობა ამოვიდეს ზედაპირზე?

- დიახ, უკრაინის ომის დასრულებით ჩვენ პრობლემა არ გვიმთავრდება, პირიქით, იწყება ძალიან რთული დიპლომატიური პრობლემები, სადაც თუკი ადვილად დათმობ, ადვილად დაკარგავ. დიპლომატია მხოლოდ დათმობა არ არის. შესაბამისად, დაიწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ მოგვიწევს რთული დიპლომატიური ამოცანების გადაჭრა, თან ისეთი ამოცანის გადაჭრა, რომ ამერიკას უნდა ვუკარნახოთ, რომ მისთვის დაპირისპირება არ არის სასარგებლო. ეს არც ისე ადვილი ამოცანაა. ძნელია, საქართველომ ამხელა ქვეყანას-ამერიკას რაღაც უკარნახოს. მეორე მხრივ, საქართველოს აქვს ასეთი გამოცდილება. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პერსპექტივას ამერიკა დიდხანს ვერ ხედავდა და საქართველოს ბევრი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ დაენახვებინა ამ გზის პერსპექტიულობა. ჩვენ რაც გვაწყობს, ავტომატურად არ უნდა ველოდოთ, რომ სხვაც მიხვდება, რომ ეს მასაც აწყობს. უნდა გააგებინო სხვასაც, რომ მასაც შეიძლება აწყობდეს ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. ეს დიპლომატიური ამოცანა გადასაწყვეტი იქნება.

ქოლცენტრების საქმეზე დასდეს ბრალი ქართულ ოცნებას, ასეთი ბრალდებები შეიძლება კიდევ წამოვიდეს, ანუ რის წინააღმდეგაც იბრძვის ადამიანი, ის უნდა დააბრალონ. თუკი ასეთი ბრალდებები წამოვა, შეიძლება უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ტვირთად იქცეს ჩვენთვის ჩინეთი და ქართულმა ოცნებამ თავადვე თქვას უარი ჩინეთზე, ოღონდ დარჩეს ხელისუფლებაში?

- აქ უკვე აღარ არის უკან დასახევი გზა, რადგან ურთიერთობა უკვე გაიბზარა და ქართული ოცნების მხრიდან დათმობა ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია არ იქნება. შეგახსენებთ, შევარდნაძე სულ არ აკრიტიკებდა ამერიკას, თუმც იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ გადაარჩინა ამან შევარდნაძე?

სახლში გაუშვეს შევარდნაძე, კრწანისის რეზიდენციის შიდაპატიმრობაში.

- დიახ, ჩასვეს კრწანისის რეზიდენციის შიდაპატიმრობაში, ასე რომ, თუკი რომელიღაც სცენარში გადაწყდა, რომ ამა და ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ის ხელისუფალი, ვინც არის, მერე იმან თავი რომც დახაროს, არ შერჩება ის თავი. ქართველ მეფეებს ხშირად ჰქონდათ ანალოგიური მდგომარეობა, აჯანყდებოდნენ, მერე შაჰი ან ყაენი დაძლევდა ამ აჯანყებას და დაიბარებდა მეფეს, მეფეც წავიდოდა, თავს დაუხრიდა, მიართმევდა ძღვენს, მაგრამ თავს მაინც აჭრიდნენ, რადგან უკვე გატეხილი იყო ნდობა. ასე რომ, პრინციპში, უკანდასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს, არის ერთადერთი გამოსავალი - დამოუკიდებელი კურსი და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ხელმეორედ არმოსვლა და ეს ხალხმა უნდა გააკეთოს. არადა, ამერიკული, თუ დასავლური მხარეები ჩვენს ხალხს სთავაზობენ, ეს ხელისუფლება გაუშვი და ახალი ხელისუფლება აირჩიეთო. დღეს ყველას აკერია პირზე-კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს ხომ სატყუარაა. კოალიციურ მთავრობაში გადამწყვეტი ხმა ექნება იმას, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მეტი მხარდამჭერი კი ოპოზიციურ პარტიებში ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას.

თუკი დასავლეთს ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს, თუ ვინ დატოვოს საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ ღირს თუ არა საერთოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმა? პირველი ნაბიჯი ვინ უნდა გადადგას-საქართველომ, თუ ამერიკამ?

- თუკი საქართველომ ამ არჩევნებზე შეინარჩუნა ის ხელისუფლება, რომელიც ახლა ჰყავს, ამერიკას მოუწევს პირველი ნაბიჯის გადმოდგმა. ხოლო, თუკი საქართველომ ვერ შეინარჩუნა ახლანდელი ხელისუფლება, რევოლუციით გადააყირავეს და მოიყვანეს ის ჯგუფი, რომელიც სურთ, მაშინ არც არის საჭირო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმა. მაშინ ითქმება, რევოლუცია მოხდა და რევოლუცია იყო ის ნაბიჯი, რაც საქართველოს მოსახლეობას უნდა გადაედგა.

 

 

 

 

 

მერაბ.g ჩვენ კი ვართ გეოგრაფიულად პატარა ქვეყანა, მაგრამ ვართ ღირსეული ქვეყანა დიდი ასოთი, რასაც კარგად გრძნობს აშშ! არჩევნები უნდა მორჩეს დიდი დარღვევებიდა და ბევრი შეკთხვების გარეშე, ცხადი უნდა იყოს შავი და თეთრი და აშშ-ც დაგრილდება!
3 თვის უკან
KAB romani
ფერადი რევოლუცია აღარსად და არასდროს აღარ მოხდება. უწინ დავწერე და ვიმეორებ - დამთავრდა თანამედროვე ისტორიის ეს ავადმყოფური ციკლი. მისი დასრულება გაცილებით სასტიკმა ციკლმა განაპირობა - დაიწყო ომების და მსოფლიოში გავლენების ( და არა ტერიტორიების) ახალი გადანაწილების ისტორიული ციკლი, რომელიც, სავარაუდოდ, რამოდენიმე წელიწადში დასრულდება. აი შემდეგ დამდგარი მშვიდობა რას მოგვიტან ეს არის ჩვენი მომავლის განმსაზღვრავი (ბრეხტის საკრალური პიესის სათაური მახსენდება მუდამ, და, არა მარტო მე, ალბათ).
3 თვის უკან
trampi ვენესუელაში ხომ ვერ გადაააგდეს
ხოოდა ჩვენც ფეხებს მოგვჭამენ.....
მოკლკედ ესენი მეშვიდეები იქნებიან( არიან) მეშვიდეები
თუ არადა ნახავთ
3 თვის უკან
trampi Reuters - თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ - დაკავებულია 15 პირი




„ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც ხელებზე ჩვენი ჯარისკაცებისა და ათასობით პალესტინელის სისხლი აქვთ, ჩვენს ქვეყანას ვერ დააბინძურებენ. ყოველ ჯერზე, როცა ამ მიწაზე ფეხს დაადგამთ, ისე დაგხვდებით, როგორც თქვენ იმსახურებთ“, - წერს ორგანიზაცია.ოცა ამ მიწაზე ფეხს დაადგამთ, ისე დაგხვდებით, როგორც თქვენ იმსახურებთ,,
-------------------------------------------------------------------------------------------

დედა ვაცხონე და მამა ამათი

ხოოდა გეუბნებით ------ჟამი მოუვიდათ უკვე ამათ, ჟამი
3 თვის უკან