ფაშინიანი შემოდგომისთვის ემზადება

ფაშინიანი შემოდგომისთვის ემზადება

სომხეთის პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანის მმართველობისთვის შემოდგომის თვეები განსაკუთრებით რთული იქნება. 12 ივნისის მოვლენების შემდეგ, ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელმაც მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ შესვენებაზე „გაიყვანა“, რამდენიმე რეგიონს მაინც სტუმრობს, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და მხარდამჭერების შეკრებას ცდილობს. სომეხი მღვდელი და მისი წრე აცხადებენ, რომ მოძრაობა სექტემბრიდან დაიწყებს ახალ აქციებს და თავის რიგებში არაერთი ოპოზიციური ჯგუფის და პოლიტიკური წრეების მიზიდვას აპირებს. ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მასმედია უწყვეტად ავრცელებს შეხვედრებს, დისკუსიებს, განცხადებებს. კერძოდ, დეპუტატ გეგამ მანუკიანის კუთვნილი „Yerkir media“ ყველა შეხვედრს პირდაპირ ტრანსლაციით აშუქებს, ავრცელებს სხვადასხვა ანონსებს ხალხის წახალისების მიზნით მღვდელთან საუბრისას და აზიარებს რამდენიმე პოლიტოლოგის კომენტარებს. რა თქმა უნდა, მმართველი პარტია კონტრგეგმებისთვის ემზადება.

აგალითად, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შვებულების დროს სტუმრობს რეგიონებს, აწყობს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს აღადგინოს დაგდებული რეიტინგი. სომეხი პოლიტიკოსის მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დასახული ერთ-ერთი მიზანი არის ხალხისთვის გზავნილის „მე ვარ ერთი თქვენგანი“ გადმოცემა. ამისთვის პრემიერის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პიარ აქციის მიხედვით, გავრცელდა ორი ვიდეო, სადაც ფაშინიანი მეუღლესთან ანა აკოფიანთან ერთად იყო. ერთ-ერთ ვიდეოში ბაზრობიდან მომავალი პრემიერი მეუღლეს საჭმელს ჩუქნის, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა კერძებს ამზადებს. მეორე ვიდეო რგოლში აგარაკზე დასვენებული პოლიტიკოსი ტელეფონით იღებს ვიდეოს და ამბობს, რომ ანა ლობიოს ასუფთავებს და საღამოსთვის ლობიოს მოამზადებს. თუმცა, ამ რილსებს ოპოზიციურ მედიაში კონტრეფექტი მოჰყვა. გავრცელებულ ამბებში გაირკვა, რომ ნიკოლმა, რომელიც თავს ხალხის უბრალო წარმომადგენლად თვლის, ქუდის გადასატანად სპეციალური ადამიანი დაიქირავა, რაც ვიდეო და ფოტო კადრებითაც დადასტურდა.

ფაშინიანის შემდეგ რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანიც ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან უამრავი სურათი გადაიღო. ეს საფუძველს იძლევა, რომ მმართველმა პარტიამ დაიწყო საშემოდგომო მზადება, მოიპოვოს ხალხის ნდობა, რათა ისინი შემოდგომას საპროტესტო აქციებს არ შეუერთდნენ. მმართველი გუნდის მუშაობას შედეგი რომ მოჰყვა, ეს იმითაც დასტურდება, რომ სადაც ბაგრატი შეხვედრებს ატარებდა მხოლოდ 5-10 ადამიანი მივიდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გუშინ გაიმართა „მოქალაქის შეთანხმების“ შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება შიდაპარტიულ „გაწმენდას“ უკავშირდება. ამის მიზანი შემოდგომისთვის მომზადება და 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა. მაგალითად, გურგენ არსენიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ის რუსეთში ელჩად შემოდგომაზე დაინიშნება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემოდგომის თვეებში არაერთი დანიშვნა და გათავისუფლებაა მოსალოდნელი. მმართველმა პარტიამ დაამტკიცა ტიგრან მაკარიანის კანდიდატურა შენგავიტის რაიონში, ოვანეს აბრამიანის კანდიდატურა აბოვიანის რაიონში, ხოლო სევაკ ბადალიანის კანდიდატურა ბერდის რაიონში. ამ გზით ფაშინიანი ცდილობს დაიჭიროს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ გავლენა რეგიონებსა და ადმინისტრაციულ რაიონებში. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი რეგულარულად სტუმრობს დედაქალაქის რეგიონებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონებს. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის კანდიდატები რიგ ადმინისტრაციულ რეგიონებში ახლებით ჩანაცვლდებიან.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ შემოდგომისთვის მზადების ფარგლებში დაწყებულია ზოგიერთი ადამიანის გაჩუმების გეგმა. მაგალითად, გერასიმ ვარდანიანი, რომელიც პატიმრობაშია იმის გამო, რომ ბაგრატის მიერ ორგანიზებულ აქციებში ხალხს ფულის აძლევდა. ეს არის მესიჯი არა მხოლოდ გერასიმესთვის, არამედ „დაშნაკსუტიუს“ სხვა წევრებისთვისაც, რომ ვინც ეპისკოპოსს შეუერთდება, ციხეში აღმოჩნდება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმე ნარეკ სამსონიანისა და ვაზგენ საგატელიანის, Imnemnim პოდკასტის თანაავტორებისა და წამყვანების წინააღმდეგ, კვლავ გრძელდება. აღნიშნული პირები დააკავეს როგორც მთავრობის მეთაურის კრიტიკისთვის, ასევე ბაგრატ გალსტანიანის მხარდაჭერისთვის.

ასევე დაიწყო სერჟ სარქისიანის გარშემო წრის შევიწროების გეგმა, რომელიც სომეხი ეპისკოპოსის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად ითვლება. რამდენიმე დღის წინ სომხეთის მესამე პრეზიდენტის ძმა ალექსანდრე სარქისიანი და მისი ოჯახის წევრები პროკურატურაში მიიწვიეს და უკანონოდ შეძენილი ქონების ჩამორთმევა მოითხოვეს. ეს არ არის პირველი ბრალდება ოჯახის მიმართ. ალექსანდრე და მისი ორი ვაჟი აიკი და ნარეკი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ 2018 წლიდან. 2021 წელს ერევნის სასამართლომ ნარეკს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იარაღის უკანონო შენახვის, ნარკოტიკების მოხმარებისა და ადამიანის გატაცებისთვის. ამჯერად სერჟინის ძმა საზღვარგარეთ არის წასული და სასამართლოს აცილებით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. ასევე, ექსპრეზიდენტის სიძის მიქაელ მინასიანის წინააღმდეგ, რომელიც ვატიკანში სომხეთის ყოფილი ელჩია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიქაელ მინასიანმა შექმნა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელსაც ფართომასშტაბიანი თაღლითობის, ანტიკონკურენტული საქმიანობის, მექრთამეობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრებისთვის იყენებდა. ბრალდების თანახმად, ყოფილმა ელჩმა თავისი ქმედებებით სახელმწიფოს 350 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.

ფაშინიანის გუნდის დასჯის მექანიზმი ამით არ მთავრდება. ერევნის მერის ტიგრან ავინიანის გარშემო წრე სულ უფრო ვიწროვდება. მერის, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების საქციელმა, მისმა ფარულმა სიმპათიამ ბაგრატ გალსტანიანის მიმართ პრემიერის გაბრაზება გამოიწვია. ავინიანის უმართავ ადამიანად აღიარებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი უკუსვლა მომავალ არჩევნებში. ამიტომ დააკავეს არაბკირისა და ქანაკერ-ზეითუნის რეგიონების ლიდერები არამ აზატიანი და არტაკ ჰოვაკიმიანი. აღნიშნული პირები ტიგრანის უახლოეს ადამიანებად ითვლებოდნენ და ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მმართველი პარტია მერის განიარაღების მიზნით, მის ახლო წრეზე გადავიდა. გარდა ამისა, უკმაყოფილებას შორისაა ტიგრანის მიერ ერევნის ძვირადღირებულ უბანში დიდი მიწის ნაკვეთის მიყიდვა ფაშინიანის მთავარი მეტოქე, პარტია „რესპუბლიკას“ წევრის, სამველ ალექსანიანის სიძეზე. ავინიანის მიმართ უნდობლობის პროცესი სექტემბერში დაიწყება, რადგან სომხეთის კანონმდებლობით, მერად არჩეულ პირს აქვს იმუნიტეტის სტატუსი ერთი წლის ვადით. მის ადგილზე არმენ ფამბუხჩიანის დანიშვნა იგეგმება. ის ფაშინიანის იდეალურ კანდიდატად ითვლება, რომელიც არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ყველა საკითხზე კონსულტაციას უწევს მმართველ პარტიას და მთავრობის ყველა დავალებას დათქმის გარეშე ასრულებს.

ამრიგად, მმართველი პარტია სერიოზულად ემზადება შემოდგომის თვეებისთვის. ფაშინიანი და მისი ახლო წრე გამოიყენებს ყველა მეთოდს იმ მიზნის მისაღწევად, რაც მათ დასახეს.

წყარო: https://report.az/analitika/pasinyan-payiza-hazirlasir-tehlil/

ლევკოთეა For.ge, ამ ფაშინიანს რამდენ ხანს უნდა გვაყურებინოთ? :)
დადეთ რამე ახალი სტატია.
3 თვის უკან