პროფესორის, თემურ მაისურაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ წარსდგება ამომრჩეველებთან იმ წევრებით, რომლებმაც თავისი შრომით და თავდადებით, საზოგადოების თვალში შეინარჩუნეს რეიტინგი, ამავე დროს, წარადგენენ სრულიად ახალ, არა მხოლოდ CV-ებში გაკეთებული „ბევრის მთქმელი“ ჩანაწერებით, რომლებიც ძალიან ბევრ შემთხვევაში, ნეპოტიზმის წყალობითაც მიიღწევა, არამედ ნამდვილად ავტორიტეტულ სუბიექტებით, რომლებსაც გაკეთებული სააქმეებით იცნობს საზოგადოება, ასეთ შემთხვევაში მმართველ პარტიას, ნამდვილად გაუჩნდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობა.
for.ge თემურ მაისურაძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სენატორ ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი არ მიიღო. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს. როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობს უარს ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე? როგორ შეიძლება აიხსნას მისი ეს დემარში?
თემურ მაისურაძე: ივანიშვილის შეხვედრა მსგავს ფორმატში საზოგადოებისთვის იქნებოდა მიწოდებული, როგორც საზოგადოების ზურგს უკან გაკეთებული გარიგების აქტი, რომელიც ყველა მომხვდურის მიერ, აუცილებლად იქნება გამოყენებული ძალიან უარყოფით კონტექსტში, ანუ შესაძლებელი გახდება მასზე ნებისმიერი ბინძური კუდის გამობმა.
დღეს, მთელ მსოფლიოში გამეფებულ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც მეტწილად, დასავლეთის პოლიტიკოსების მხრიდან, წარმოებს ძალზედ ბინძური და სიცრუით სავსე პოლიტიკური თამაშები, არც ერთი გონიერი პოლიტიკოსი არ დათანხმდებოდა მსგავს, სპონტანურ შეხვედრის შესაძლებლობას. უკეთეს შემთხვევაში, მოითხოვდა მხოლოდ გამჭვირვალე პროცესს, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმებოდა მეორე მხარე, რადგან მათი სათქმელი არის მხოლოდ შანტაჟი, მუქარა ან რაიმე არაკეთილსინდისიერი გარიგების შეთავაზება. ბიძინა ივანიშვილისთვის კი არც ერთი ვარიანტი არ არის მისაღები! ზუსტად ანალოგიურად აიხსნება ო’ბრაიენისთვის ნათქვამი ადრინდელი უარი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სენატორებს მკაფიოდ განემარტათ მიზეზები რატომ არ შედგა შეხვედრა და აქვე განმარტავს, რომ თუ დადგება დღის წესრიგში ამ მიზეზების გასაჯაროება, შესაბამისი, მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას. ბატონო თემურ, იქნებ დადგა დრო, რომ ამომრჩეველმაც იცოდეს რა ხდება კულუარებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნაწილში და გასაჯაროვდეს უარის მიზეზი? თქვენი შეფასებით, რატომ გახდა მხარე დასავლეთი და აშშ?
- პრემიერ მინისტრის განმარტება, თუ რა მიზეზით არ შედგა შეხვედრა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდებოდა დიპლომატიურ ჭრილში. არადიპლომატიური ვერსიით, ასეთ თავხედობაზე, რასაც კადრულობს აშშ და კრებსითი დასავლეთი, კონკრეტულ შემთხვევაში კი სენატორ ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის სახით, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, წესით, სადაც უნდა აგზავნიდნენ ასეთ თავხედებს. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობის თვალში, ასეთი უარი იყო ერთადერთი სწორი, დიპლომატიური და თუ გნებავთ, ძალიან ღირსეული ნაბიჯი.
სამწუხაროდ, ეს ამერიკის სირცხვილია, რომ მათი უმაღლესი თანამდებობის პირები და სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები იმსახურებენ ასეთ და ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად უარეს მიმართვასა და მოპყრობას. ამ და უამრავ სხვა პოლიტიკური თავხედობის ფაქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ გამოიყენებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკაში მსგავს მხილებებს, მიუხედევად მათი მრავალგზის ჩადენილი თავხედობებისა, გამართლება აქვს მხოლოდ თავდაცვისთვის და უკიდურეს შემთხვევაში. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გახდა დასვლეთი მხარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი - დასავლეთი ვერ ეგუება იმას, რომ საქართველო, უკვე გადის სააკაშვილის დროს დადებული ყურმოჭრილი მონობის დათქმული პირობიდან (დათქმული ვალდებულებიდან).
უკვე ვხედავთ და ხელისუფლებაც აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე. სწორედ გარედან მხარდაჭერილი რადიკალური ოპოზიცია ღიად საუბრობს იმაზე, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას“, რომელიც მათი შეფასებით, არის წარსული და ოპოზიცია თურმე არის მომავალი. გარე ჩარევამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე?
- სამწუხაროდ, ამას სრულფასოვნად ვერ ავიცილებთ თავიდან და ვერ გავექცევით გარკვეულ ზიანს. დასავლეთი ყოველმიზეზგარეშე შეეცდება არნახული ზეწოლის განხორციელებას და, რა თქმა უნდა, კანონიერი ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლის მიზნით, მაგრამ მიზეზთა გამო, კრებსითმა დასავლეთმა, დიდი ხანია უკვე დაკარგა ავტორიტეტი, მით უმეტეს, ბოლო წლებში განხორციელებული ყველა იმ ღია, უტიფარი პოლიტიკური სვლების და თავხედობების გამო, რომლებსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჰქონდა ადგილი. ამას დაემატა აშშ-ში, არჩევნების არნახული, შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის საჩვენებელი გაყალბების ფაქტიც, არაერთი პრეზიდენტის გამოუძიებელი მკვლელობების, სულ ბოლოს კი პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. შესაბამისად, ავტორიტეტწაბილწული ქვეყნების და სუბიექტების განცხადებებს ძალიან უმნიშვნელო გავლენა ექნება საზოგადოებაზე. გადამწყვეტ როლს კი სწორედ საზოგადოება თამაშობს. შესაბამისად, გარეშე ძალის ნებისმიერი ქმედების ეფექტიანობა განისაზღვრება არა გაწეული ძალისხმევის სიდიდით, არამედ საზოგადოებიდან უკან დაბრუნებული ანარეკლის სიდიდის პროპორციით. ასე რომ, კრებსითი დასავლეთის და მათი ბრმა მხარდამჭერების მხრიდან, დიდი მოლოდინი და იმედი ძალიან მცდარი და არაადეკვატურია. ის შეასრულებს მხოლოდ ძალიან სუსტი, მაგრამ დამატებითი პიარის ფუნქციას.
დავუშვათ, რომ არჩევნების შედეგებს დასავლეთი არ აღიარებს და, რა თქმა უნდა, არ აღიარებს პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია გამოდის ქუჩაში. ასეთ შემთხვევაში რა პროცესები იწყება ქვეყანაში?
- სახელმწიფო მოითხოვს გაყალბების ფაქტების წარმოდგენას, ისევე, როგორც 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ასეთი ფაქტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ყოველგვარ ძალადობას უპასუხებს ადეკვატური მკაცრი ძალადობით. კრებსითი დასავლეთის დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასულ ჩარევასა და ზეწოლას კი პრემიერ მინისტრი უპასუხებს შეპირებული, დასავლეთის მიერ, წლების მანძილზე ჩადენილ თავხედობათა გამომზიურებით ე.წ. თანმიმდევრული გასაჯაროების ციკლით. უკიდურეს შემთხვევაში, ერთბაშად, მსოფლიო სკანდალის ეფექტით!
ხშირად კეთდება შეფასება, რომ აშშ საქართველოში ამზადებს იგივე პროცესებს, რაც მოხდა ვენესუელაში. ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილების წინაშე დგება ხელისუფლება? ანუ, რეალურად ექცევა იზოლაციაში, სტრატეგიული პარტიორები უწყობენ რევოლუციას და ამ დროს ვის უნდა დაეყრდნოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს?
- აშშ-ის ყოვლისშემძლეობა, დიდი ხანია უკვე სწრაფი ვარდნის სტადიაშია. დედამიწის ორივე ნახევარსფეროზე განლაგებული სახელმწიფოების ხელის შემოჭდობის ხარბმა და გაუთვლელმა სურვილებმა მას დააშვებინა უამრავი პოლიტიკური, უხეში შეცდომა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მცდელობა ნამდვილად ექნებათ, მაგრამ ამჯერად მოუწევთ ჩვენებური ცივი წყლის დალევა.
აღნიშნულ ეტაპზე, როდესაც საქართველოს უკვე ჰყავს სხვა სტრატეგიული პარტნიორები და მთელი სვლით არის გაშვებული ალტერნატიული გეოპოლიტიკის ფლაგმანური პროექტი (BRICS), ძალზედ მიმზიდველ ალტერნატივად გამოიყურება ჩვენ მხარეს განლაგებული დედამიწის ნახევარსფეროს ყველა სახელმწიფოსთვის, რაც აშშ-სთვის უკვე აუღებელი ციხესიმაგრედ იქცა. აშშ-ს კვლავ რჩება ლიდერობის შენარჩუნების ალტერნატივა მხოლოდ მის ნახევარსფეროში განლაგებულ სახელმწიფოებზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მიუწვდომელის მიღების დაჟინებული მცდელობით არ აღმოჩნდება შიდა დაპირისპირების და უარეს შემთხვევაში, სამოქალაქო ომის წინაშე. როგორც მეგობრებს, მისწრებული იქნება თუ შევახსენებთ ჩვენებურ ძველ ანდაზას: „საბანი ისე დაიხურე, როგორც გაგწვდება“.
ვიდრე კრებსით დასავლეთს შეეძლო საქართველო ემყოფებინა მხოლოდ ერთპიროვნული „პარტნიორის“ ტყვეობაში, ამ სანქციებს, უდავოდ ექნებოდა ჩვენთვის ძალზედ მძიმე, შესაძლებელია გამანადგურებელი შედეგიც კი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, ნელ-ნელა განახორციელა ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის აღდგენის მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში დაგვირგვინდა სტრატეგიული პარტნიორობის რანგშიც კი, საქართველოს იზოლაციის შესაძლებლობა არის მხოლოდ ვირტუალური ბუა, რომლის შიში ბავშვებსაც კი აღარ აქვთ.
დასავლეთის მხრიდან, სანქცირებების მცდელობებს აუცილებლად მოჰყვება ახალ პარტნიორებისკენ საქართველოს კიდევ უფრო სწრაფი, შესაძლებელია ჰიპერსწრაფი დაახლოვების და დასავლეთისგან დისტანცირების ეფექტი, რაც ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც არ უნდა იყოს მთლად კარგი. ჯამში, მას ექნება ხანმოკლე, მაგრამ ურივე მხარისთვის უარყოფითი ეფექტი.
ცხადია, რომ ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, მაგრამ ხელისუფლების ამ გუნდს, რომელიც წარმოდგენილია, გაყვება საზოგადოება? ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ამ გუნდის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვები, მათ შორის კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, შექნილი რეალობიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს არსებული გუნდის შეცვლა, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაზე, ამ გუნდით შეძლებს მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა? როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და არაპროფესიონალიზმზე, გაცილებით რთული ვითარებაა რეგიონებში...
- თუ „ქართული ოცნება“, ამომრჩეველთან წარსდგება არსებული შემადგენლობით, იმ უალტერნატივო მოცემულობიდან გამომდინარე, ცხადია, მიიღებს უფრო მეტ ხმას, ვიდრე ერთად აღებულ ყველა დანარჩენი პარტია, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი მაქსიმალურად განახლებული შემადგელობის შემთხვევაში. ანუ არჩევნებში, უცვლელი შემადგენლობით შესვლა ცალსახად შეუძლებელს გახდის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას და ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შედეგი, ვერ ჩაითვლება საზოგადოების ნამდვილ ნდობად, რადგან ქ/ო-ის მიერ მიღებული ხმები განპირობებული იქნება დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების მიუღებლობის ფაქტორით და არა რეალური ნდობის გამოცხადების სურვილით. ცალკე, ერთ გამონაკლისად შეგვიძლია განვიხილოთ საარჩევნო სუბიექტი N8 (პატრიოტთა ალიანსი + ალტ-ინფო), რომლის რეალურ მხარდამჭერთა ოდენობას ვიხილავთ მხოლოდ არჩევნების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ წარსდგება ამომრჩეველებთან იმ წევრებით, რომლებმაც თავისი შრომით და თავდადებით, საზოგადოების თვალში შეინარჩუნეს რეიტინგი, ამავე დროს, წარადგენენ სრულიად ახალ, არა მხოლოდ CV-ებში გაკეთებული „ბევრის მთქმელი“ ჩანაწერებით, რომლებიც ძალიან ბევრ შემთხვევაში, ნეპოტიზმის წყალობითაც მიიღწევა, არამედ ნამდვილად ავტორიტეტული სუბიექტებით, რომლებსაც გაკეთებული სააქმეებით იცნობს საზოგადოება, ცნობილი არიან როგორც სამშობლოს მოყვარული ჭეშმარიტი პატრიოტები, გამორჩეული არიან თავისი პროფესიონალიზმით და ხელდამშვენებულნი ცხოვრებისეული ღვაწლით, მმართველ პარტიას ნამდვილად გაუჩნდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობა. ის იქნება მიღწეული რეალური ნდობის გამოხატულებით და არა თვითგადარჩენის ინსტიქტური საჭიროებით. ეს ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში, რადგან თუ არჩევანი, როგორც აღვნიშნეთ, იქნება ძალიან პირობითი, ახალი ხელისუფლება, პირველსავე დაშვებულ შეცდომაზე, მიიღებს საზოგადოების უნდობლობის გამოცხადების უძლიერეს დარტყმას. არასტაბილურ, ძალზედ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში კი მას ექნება რეზონანსის ეფექტი. ის, რაც შესაძლებელია სხვა შემთხვევაში უმტკივნეულოდ გადაგორებულიყო, დღევანდელ ვითარებაში, ფეთქებადსაშიში ეფექტი იქნება მცირეოდენ ბზარიც კი, რადგან არაკეთილმოსურნეთა მუხტი ქმნის მძლავრ პოლიტიკურ დეტონაციის პირობებს. მაგალითად: „აი, ხომ ვამბობდით, რომ ამათი ნდობა აღარ შეიძლება“, „ხომ გაფრთხილებდით, მხარი არ დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, „მთელი დასავლეთი ხომ გვიკიჟინებდა ხელისუფლების შეცვლის აუცილებელ პირობას“ და ა.შ.
კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს წონასწორობის ოქროს პრინციპს, სადაც 1/3 იქნება ღირსეული და უნარიანი ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც უნდა მიიღონ პოლიტიკური გამოცდილება, ისწავლონ რა არის არა თეორიული, არამედ რეალური პოლიტიკა (ისინი არიან ძალზედ გონივრულები, აქვთ დიდი პოტენციალი მაგრამ არიან ჯერ გამოუცდელები, კარგად არ ესმით პასუხისმგებლობის საკითხი, აქვთ შედარებით ზედაპირული აღქმა და ამ მიზეზთა გამო, ახასიათებთ გადაჭარბებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაუცნობიერებელი რისკის უნარი. მსგავსი მახასიათებლები, დასაშვებია ბიზნესში და პირად საქმეებში, მაგრამ დაუშვებელია სახელმწიფოს მართვის პროცესში, რადგან დაშვებული შეცდომები აისახება არა ერთ სუბიექტზე, არამედ მთელ საზოგადოებასა და სრულიად სახელმწიფოზე).
1/3 უნდა იყვნენ შუა ხნის, გამოცდილი სუბიექტები, რომლებსაც აქვთ დაგროვილი საკმარისი გამოცდილება, აქვთ უნარი დაინახონ თავ-თავისი დარგის განვითარების პერსპექტივები და ჩამოაყალიბონ მათი განვითარების პოლიტიკა. ახასიათებთ შესაძლო რისკების ზომიერი შეგრძნების უნარი და იციან, თუ რა არის პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით სხვა სუბიექტებთან მიმართებაში. დაბოლოს, 1/3 უნდა იყვნენ გამოცდილი და დაბრძენებული სუბიექტები, რომლებმაც განვლილი გზით და საკუთარი ცხოვრებით, დაამტკიცეს კომპეტენტურობა თავ- თავის დარგებსა და მთლიანად საზოგადოებაში. ყოველივე ჩამოთვლილი, უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით დღეს, რადგან ადრინდელი პარადიგმა ეფუძნებოდა დასავლური ინსტრუქციების განურჩეველ და უყოყმანო შესრულების პოლიტიკას, ხოლო 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, საკუთარ თავზე ავიღოთ ყველა პროცესის წარმოება და მართვა, როგორც ეს მართებს ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს და სწორედ, ამ უნარების ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, შექმნილ უდიდეს შესაძლებლობების პირობებში, როგორი იქნება სახელმწიფის განვითარების მიღწეული ტემპი. შესაბამისად, დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საკითხი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის აქტი. ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოუწევს ძალიან მძიმე ბორკილების ტარება, რასაც ჩემი გათვლებით, ეჭვგარეშე მოჰყვება შიდა მტრული გარემოს გაფართოვება, რასაც, მეტი ალბათობით, ვეღარ გაუძლებს ჩვენი სახელმწიფო.
რა უნდა ახალ საპარლამენტო სიებში ზარქუას, მდინარაძეს, ვოლსკის, ოდიშარიას, იქით მაჭარაშვილს. თუნდაც ღარიბაშვილს, მისი უკვე ჩემოყალიბებული, სხვადასხვა მიმართულებით ადაპტირებული გარემოცვით.
2)როგორც გარეჯის ამბავი გამოძიეს, ზუსტად ისევე გამოიძიებენ და 2008 წლის ამბებს--- ეს მხოლოდ საარჩევნო ბლეფი და ბაქიბუქია
4 წელი გავიდა--- რატო არ გამიძიეს გარეჯის ამბები???
ესენიც გოთვერნები არიან
~ ხოოო და ნუ გერიდება, დადე ამ კაცის სხვა ინტერვიუებიც---- მაინც ქვეყანამ იცის რომ ამერიკა ჩათლახებნის ქვეყანაა,
მე ტემ ბოლე, მაგრამ პროსტო გულს ესიამოვნება
მოკლედ დადე, დადე .... ნუ გერიდება ....ვეღარ დაგიხურავენ ამ საიტს....ჩაიარა მაგათმა მატარებელმა...საბედნიეროდ .წავიდა ის დრო საიტს რო გიხურავდნენ ხოლმე
ჰოოდა დააჭედე ერთი ლურსმანი კიდე ამ ჩათლახებს