„ამერიკელები ვითომ საქართველოში კოალიციურ ხელისუფლებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება უნდათ“

„ამერიკელები ვითომ საქართველოში კოალიციურ ხელისუფლებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება უნდათ“

შეძლებს თუ არა საქართველო და ამერიკა ურთიერთობის გადატვირთვას და როგორ ესახება ეს ორივე ქვეყანას? პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უახლოესი ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ვაშინგტონმა თვისებრივად შეცვალოს მიდგომა თბილისის მიმართ. ის აქვე განმარტავს რა არის ის საკითხები, რითაც გადატვირთვის პოლიტიკა უნდა დაიწყოს.

„დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას.

საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მან აშშ-ის დელეგაციას გაუზიარა „იმედგაცრუება და შეშფოთება“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის თქმით, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, „ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს“ და „პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა“.

„უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება“, - უამბო პრემიერმა სტუმრებს.

მიუხედავად პრემიერის ასეთი დეტალური განმარტებისა, აშშ-ის სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, ამერიკას სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება, თუმცა ირაკლი კობახიძე „არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“.

სენატორის თქმით, აშშ-ს აქვს „მთელი რიგი წუხილები“, თუნდაც განცხადება, თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, „რაც აბსოლუტური სიცრუეა“. ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი და მისი მთავრობა საბოლოოდ გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არის საჭირო და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, 30 წლის განმავლობაში, „ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს“.

კონგრესმენმა მაიკ ტერნერმაც თქვა, რომ შეხვედრების დროს არ გაჟღერებულა პოლიტიკა, რომელიც მიუთითებდა ურთიერთობების გადატვირთვაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც „იმედგაცრუებას იწვევდა“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკა ღია და საკმაოდ ცხადია. ამიტომ რა ვერ გაიგეს სენატორმა და კონგრესმენმა პრემიერის საუბრიდან, როცა ის ამაზე ღიად და დეტალურად საუბრობს, გაუგებარია.

„ოცნებამ“ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში უკვე ორი წელია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებია. ხოლო ეს იმპულსები ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატების ფრთის მხრიდან მოდის. ახლა კი უკრაინის ომს იარაღით ამარაგებენ და ამით ომს ახანგრძლივებენ. სწორედ ამ ნიშნების გამო კობახიძემ და მმართველმა გუნდმა მათ „ომის პარტია“ უწოდა. ეს ხალხია სწორედ სამხედრო სამრეწველო მხარე, რომელიც დემოკარტების ფრთას განეკუთვნებიან და საქართველოშიც მოქმედებენ. ამერიკას სურს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს და სხვა მოვიდეს. კითხვის ნიშნებს სვამენ უკვე არჩატარებულ არჩვენებზე და თითს გვიქნევენ.

იმედს გამოხატავენ, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ამ სურვილს აღარც მალავენ. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ინტერესია საქართველოს ხელისუფლებაში სრულიად სხვა ძალა მოვიდეს. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ აღვნიშნავ, რომ უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების გამო, ბზარები გაჩნდა. განსაკუთრებული პრობლემა მათ ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობაზე აქვთ. ეს ახალმა ელჩმაც ღიად დააფიქსირა და პირდაპირ თქვა, რომ ამის გამო ამერიკა უკმაყოფილოა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამერიკა უკმაყოფილოა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერითაც. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა და საქართველოდან სამხედრო მხარდაჭერასაც ელოდნენ.

„სწორედ ამ სურვილებზე და მოთხოვნებზე უარის თქმის შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა გაფუჭდა. ეს ხომ ცხადზე ცხადია და ამას ანალიზიც არ უნდა. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ამერიკა ამ თითის ქნევის პოლიტიკას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმენი და სენატორი იყვნენ ჩამოსულები, მე მაინც ვერ გავიგე, რისთვის ჩამოვიდნენ. ისევ იგივე ილაპარაკეს, ტონი ისევ ისეთი ჰქონდათ, როგორიც ამერიკიდან შემოთვლები აქვთ და მერე გაუკვირდათ ივანიშვილი რატომ არ შეგვხვდაო.

უცნაურია ისიც, რომ ამერიკიდან სანამ წამოვიდოდნენ, მანამდე ხომ უნდა გაერკვიათ, კომუნიკაცია ყოფილიყო შეხვდებოდა თუ არა ივანიშვილი. ასე, კარზე მიდგომა და კაკუნი - გინდა თუ არა გამოდი და შემხვდიო, არასერიოზულია. თუ იცოდნენ, რომ არ შეხვდებოდა, მით უმეტეს, რისთვის ჩამოვიდნენ? მე, მაგალითად, ვერ მივხვდი რა იყო ამ ვიზიტის მიზანი. რა, ამერიკიდან ვერ იმუქრებიან?“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამერიკელები ვითომ საქართველოში კოალიციურ ხელისუფლებაზე საუბრობენ, მაგრამ მისი აზრით, ეს ერთგვარი დეკორაცია და ფანდია, რადგან რეალურად ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება უნდათ.

ლაზი „ამერიკელები ვითომ საქართველოში კოალიციურ ხელისუფლებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება უნდათ"-ო.
არა ბიჭო, ელისაშვილს და დოლიძეს ჩააბარებენ ხელისუფლებას.
3 თვის უკან
trampi 1)ტრამს არ გაამარჯვებინებენ---არ არსებობს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2)როგორც გარეჯის ამბავი გამოძიეს, ზუსტად ისევე გამოიძიებენ და 2008 წლის ამბებს--- ეს მხოლოდ საარჩევნო ბლეფი და ბაქიბუქია
4 წელი გავიდა--- რატო არ გამიძიეს გარეჯის ამბები???
ესენიც გოთვერნები არიან
3 თვის უკან
trampi „ამერიკელები ვითომ საქართველოში კოალიციურ ხელისუფლებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება უნდათ“


,,ახალი,, ამბავი----დიდი გამოცანა გამოგიცვნიათ აი
3 თვის უკან