„იმ სენატორთან და კონგრესმენთან, რომლებიც ასე უაპელაციოდ ადანაშაულებენ ადამიანს ქვეყნის ღალატში, შეხვედრა რატომ უნდა უნდოდეს?“

„იმ სენატორთან და კონგრესმენთან, რომლებიც ასე უაპელაციოდ ადანაშაულებენ ადამიანს ქვეყნის ღალატში, შეხვედრა რატომ უნდა უნდოდეს?“

რა შემთხვევაში მოხდება ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა? – ეს კითხვა საქართველოში ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის ორპარტიული ვიზიტის შემდეგაც პასუხის გარეშე დარჩა. 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ, როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარე მეგობრული ურთიერთობების პერსპექტივას სხვადასხვანაირად ხედავს. სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთოების გაგრძელების გზად მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილებასა და გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას ასახელებს.

ასევე კვლავ უცნობია რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მყოფ სენატორსა და კონგრესმენს. როგორც მმართველ გუნდში განაცხადეს, ივანიშვილმა მათ ამის მიზეზი შეუთალა და თუკი ამერიკელების სურვილი იქნება, შეუძლიათ ეს მიზეზი საჯაროდ დაასახელონ. არადა ერთ დროს სენატორი ჯინ შაჰინი იყო ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილისთვის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება მოსთხოვა და პროცესებს შუამავლობდა.

როგორც ოპოზიციაში ირწმუნებიან, შაჰინს 2020 წლმადე კიდევ არ სჯეროდა, რომ ივანიშვილმა ქვეყნის საგარეო კურსს გადაუხვია და გეზი რუსეთისკენ აიღო. როგორც ჩანს, ოპოზიციამ მისი დარწმუნება ამაში შეძლო, რადგან შაჰინის რიტორიკა 2022 წლიდან რადიკალურად იცვლება. დიდი ალბათობით, სწორედ სენატორის რიტორიკაა მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი მას არ შეხვდა.

მმართველი პარტია კი აქცენტს ბაიდენის ადმინიტრაციის არამეგობრულ გადაწყვეტილებებზე აკეთებს და მეგობარი ქვეყნის ქმედებებში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ კითხვები აქვთ ვიზიტის მონაწილე კონგრესმენის წარსულთან დაკავშირებითაც. როგორც ირკვევა, მაიკ ტერნერი ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ კონგრესის ყველაზე კორუმპირებული წევრების სიაში ორჯერ შეიყვანა.

„ოცნების“ ხელისუფლება შტატებთან ურთიერთოების გადატვირთვისთვის მზაობას გამოხატავს, თუმცა კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს პარტნიორი ქვეყნისგან ელოდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ.

„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თავადაც შეხვდა სენატორს და კონგრესმენს, თუმცა საუბარი დარჩა საუბრად. „მე მქონდა შეხვედრა პირადად სენატორ ჯინ შაჰინთან, კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად“.

კობახიძის თქმით, საქართველო აშშ-ისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.

„ჩვენ ვუთხარით კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, რომლებიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. ამ პრობლემების ფონზე, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ამას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ რთულია იმის თქმა, რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი სენატორებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე ამაზე საუბარი შესაძლებელია. ახვლედიანის აზრით, თუნდაც ის დამოკიდებულება, რომელიც ბოლო პერიოდში ამ სენატორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებობს, უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისთვის, რომ მათ არ შეხვედროდა.

„ეს ხალხი პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი ორაზროვნების გარშე, ჩვენს ქვეყანას ღირებულებების გადახვევაში ადანაშაულებენ, თითქოს და მმართველმა გუნდმა საგარეო კურს გადაუხვია და ა.შ. ასევე ღალატში სდებენ ბრალს და ამის მთავარ შემოქმედად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ. მას მუდმივად ხან რუს ოლიგარქს უწოდებენ, ხან რაღაცა კულუარული მმართველის იმიჯს აკერებენ. „ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ის ვერ იმოქმედებს კონკრეტული კონგრესმენის, სენატორის და ევროპარლამენტარის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ბიძინა ივანიშვილმაც და მმართველი გუნდის წევრებმაც არაერთხელ განმარტეს. ამიტომ იმ სენატორთან და კონგრესმენთან, რომლებიც ასე უაპელაციოდ ადანაშაულებენ ადამიანს ქვეყნის ღალატში, შეხვედრა რატომ უნდა უნდოდეს? რა ჰქონდათ სათქმელი? ეს ხალხი ნაციონალების ნარატივით და ტექსტებით საუბრობენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ამ სენატორებს სურთ საქართველო ამერიკის ვასალი სახელმწიფო იყოს, მათ მიერ ნაკარნახევი პოლიტიკით იმოქმედონ, რომელიც ქვეყნის ომში ჩათრევას ნიშნავს. სწორედ ამის გამო განაწყენებული ბაიდენის ადმინისტრაცია „ოცნების“ ხელისუფლებაზე შურისძიებას ცდილობს.

„ეს ხალხი ჩვენს ქვეყანაში უპირატესობის დაკარგვას, რომელიც ამდენი ხანი ჰქონდათ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას უკავშირებენ. ერთი მხრივ გასაგებია, მათი ასეთი აგრესია და გამწარება, რადგან კვოტები დაკარგეს. არ გამიკვირდება, თუკი ივანიშვილი სენატორს და კონგრესმენს პირდაპირ შეუთვლიდა, რომ მათი პოზიციის და განცხადებების გამო, მათთან საუბრის აზრს ვერ ხედავს. თუკი ამერიკელები გაახმაურებენ და იტყვიან რა უთხრა ივანიშვილმა და რატომ არ შეხვდა, რეალური მიზეზიც გვეცოდინება.

თუ ივანიშვილის და სენატორ შაჰინის წინანდელ ურთიერთობებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ალბათ, ბევრს ახსოვს 2012 წელი, როდესაც არჩევნები ამ სენატორმა „ოცნების“ გამარჯვებად აღიარა. თუმცა რა შეიცვალა ახლა? ალბათ, ეს კითხვა ყველას აქვს. სამწუხაროდ, სააქმე იმაშია, რომ თავად დასავლეთში ბევრმა ორმაგი სახე გამოაჩინა. მეგობრობა არ შეიძლება ცალმხრივი იყოს. ის აუცილებლად ორივე მხარიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენც დავინახეთ, რომ ბევრი, ამერიკელი და ევროპელი, მეგობარი რომ გვეგონა, ისეთი დამოკიდებულება მივიღეთ, რომ ჩვენ ვემეგობრებით, ისინი კიდევ უფროსებად გვადგანან“, - ამბობს ახვლედიანი.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ინტერესების გატარებას რუსული პროპაგანდა დაარქვეს და 2012-14 წლებში მეგობრები რომ გვეგონენ, თურმე მხოლოდ ბატონყმური დამოკიდებულებით ყოფილან ჩვენს მიმართ.

„2012-ში, როგორც ჩანს, ამ სენატორებს და კონგრესმენებს ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ მათი გავლენები და უფროსობა საქართველოზე ისევე გაგრძელდებოდა, როგორც 2012 წლამდე იყო. შესაბამისად, მაგიტომაც დიდი ინტერესით და ჩართულობით გამოირჩეოდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლების გადაბირება მშვიდობიანად მომხდარიყო. ყველამ კარგად ვიცოდით რა შიზოფრენიკთან გვქონდა საქმე სააკაშვილის სახით. ამიტომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების საქმეში, უცხოელი წარმომადგენლობაც იყო ჩართული. ხოლო მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მათი გავლენები ჩვენს ქვეყანაში არ შეიზღუდებოდა და ისევ შეძლებდნენ დირექტორობას და ბრძანებების გაცემას. როგორც კი ეს ვეღარ შეძლეს და არ შეასრულეს მათი დირექტივები, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნაზე, მაშინვე ხელისუფლების კურსის ცვლაზე დაიწყეს სუბარი და ნამდვილი სახე გამოაჩინეს“, - ამბობს ახვლედიანი.

trampi მწარედ მახსენდება ზოგიერთი აქ გამომსვლელი კეთილებმიქინძულების ბრძნული დასკვნები---ვისაც ამერიკა არ მოსწონს და მასთან მეგობრობა
ზნაჩიტ რუსეთი უნდაო
ძააან ძააან ბრზნული დასკვნააა აი,...... ძააან დიდი ბრძნული დასკვნა(დაქნეულები!!!!) ..... ეხლა რომ ამერიკას ყველა დედის პროჭს აგინებებს.. რაო ყველას რუუუუსეთი უნდა და რუუუუუუუუუუუსეთი შეუყვარდააა???????
დაყლევებულები არიან ამის მთქმელები !!!!!!
არადა აქაური ძველი ხალხი ამ სირობების გამო ბევრჯერ გავილანძღეთ
აქ შემოვარდნილ ნაცებზე არაფერს ვამბობ...ყველაფერზე რომ საპირისპიროს რომ ამტკიცებენ. ეგენი რო ნებაზე მიუშვა მაწონი შავიაო იმასაც ურცხვად ,,დაამტკიცებენ,,
ნაცებს ვინ ჩივის აქ ერთხელ ე.წ. ექსპერტმა ლაგაზიძემ სუ რუსის საშოში ჩარჩენილები გვეძახა ვინც ამერიკას ვლანძრავდით
არადა ერთ დროს ეგ ქალი სწორად აზროვნებდა, მაგრამ ბიძომ რომ თავისთან არ დაიყენა მტრად გადაექცა ,,ოცნებას,, (ხუხაშვილივით )
ქუნემ ყველა ისეთი ექსპერტი მედროვე როა.............
ნიკოლაიშვილი როა, ეხლა (,,ხალხის ძალა,,) ვითომდა ამერიკის ნაბიჯებს რო შიფრავს, (მაგას აქაურები 13 წლის წინ ვშიფრავდით) ამერიკის ღაძღვის გამო მაგანაც კი გაგვლანძღა --რუსეთი გინდათო
ხო გამოჩნდა ჩვენ რა გვინდოდა და რაზე ვლანძრავდით ამერიკას??..
3 თვის უკან
trampi ამერიკამ სიტყვა მეგობარის მცნება საერთოდ არ იცის, იმან მარტო იცის მცნება-- ყმა.... მონა .... ეგააა მთელი მაგათი ისტორიული მენტალიტეტი
დაჟე ავღანელები, 10 წელი რომ რუსებს ეომებოდნენ, ისინიც კი იმას ამბობენ ამერიკასთან შედარებით რუსეთი ფრთებშესხუილი ანგელოზიო
ჯერ რუსი რაა და წარმოიდგინედ იმათთვისაც კი ეს ამერიკელები რამდენად პიდარასტები არიან
ისე ბედი გვააქვსო საქართველოზეა ნათქვამი......... წინ კინჯალი უკან...კლკლკლკლ--ო ისეა ჩვენი საქმე
ერთი ვაია და მეორე კიდე ათჯერ დიდი ვუი
ჯერ მარტო ამ ბოლო 30--35 წლის მანძილზე ჩვენს თვალწინ რამდენი უბედურება გამოიარა საქართველომ და ეხლა წარმოიდგინეთ საუკუნეების მანძილზე რა აქვს გადატანილი საქართველოს...
ამ ყველაფრის გაფიქრებაზეც კი უბრალოდ გული მეკუმშება რამდენი ჭირი, უბედურება.....
მუხრანი მართალია, რომ ამბობს .......შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო.......
......................................................ჯამიდან ჯამში................ ხაპიდან ხაპში....................

არა რაააა ......... ვისაც ეს არ ესმის და არ სტკივა, ახლოსაც კი არ უნდა მიუშვა ხელისუფლებასთან
ხელისუფალი ქართველი უნდა იყოს ქართველი, სულით ქართველი და არა ხელისუფლებაში საშოვრისათვის მოსული ჩათლახი
3 თვის უკან