ვინ დაესხა თავს „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში და რატომ გაუსწორდნენ მას პირდაპირ ეთერში ფიზიკურად? მიუხედავად იმისა, რომ მელიაც და ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ამტკიცებენ, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდი დგას, ირკვევა, რომ მელიაზე თავდამსხმელები „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან, რასაც არც ოპოზიცაში უარყოფენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი სწორედ ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება და მელიას მიმართ ადგილი პირად ანგარიშსწორებას ჰქონდა. ერთი ოჯახის წევრები მელიასთან, სავარაუდოდ, ძველი დაპირისპირების გასარჩევად მივიდნენ.
ხელისუფლებაში კი ძალადობის ფაქტს გმობენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი პარტიებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს და მათ ამ ფაქტთან საერთო არაფერი აქვთ.
სამტრედიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნიკა მელია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ფაქტს გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორეგი ვაშაძეც, რომელმაც აღნიშნული პირების პარტიასთან კავშირი არ უარყო.
„ყველა ჩვენს დამკვირვებელს მივესალმები და მადლობას ვეუბნები. არ ვიცნობ ამ ქალბატონს. ზრდასრული ადამიანის მშობელი სად არის, მე მგონი ცოტა არასერიოზულია ამ კითხვის დასმა. ზრდასრული ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად დაპირისპირება და პორცესების ესკალაცია წინასაარჩევნოდ ოპოზიციას აწყობს, მით უმეტეს ამაში ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი, ნაციონლალები და მათ გამოყოფილი ექს-ნაციონალები არიან დახელოვნებული. ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა თავადაც მოახდინონ.
„ახლა ყველაზე მეტად ოპოზიციას აწყობს ის, რომ ქუჩაში სცემონ, დაპირისპირება მოხდეს და შეურაცხყოფა მიაყენონ. მათ მოსახლეობისთვის შესათავაზებელი დადებითი დღის წესრიგი არ აქვთ. გვახსოვს წარსულიდან, მიხეილ საკაშვილის მსგავს ფაქტებს დადებითად როგორ იყენებდა. უხაროდა, როცა ვინმე ან ფიზიკურად უსწორდებოდა ან კიდევ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამით პიარს იკეთებდა და გამოსდიოდა კიდევაც. შესაძლოა, ნაციონალების ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა, მაგრამ დასავლეთში, სამწუხაროდ, იჯერებენ. ეს არაერთხელ გამოჩნდა, თუნდაც აქციების დროს, როცა მაისში სპეცრაზმი პარლამენტში იყო სპეციალურად შეყვანილი, კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად და მომიტინგეები შიგნით უცვივდებოდნენ, ქვებს ესროდნენ, მათ პროვოცირებას ცდილობდნენ. ეს კი საბოლოო ჯამში დასავლეთში მაინც ისე გაფორმდა, როგორც ხელისუფლების მხრიდან დარღვევა. ამიტომ ძალიან სერიოზული სიფრთხილეა საჭირო. კაცმა არ იცის, ამათ რა სცენარი შეიძლება განახორციელონ იმისთვის, რომ თავი დაჩაგრულის როლში ამოყონ, რითაც ხელს თავად ითბობენ“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ უნდა გაუკვირდეს - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მამრაძის თქმით, მდინარაძეზე თავდასხმა თავად ოპოზიციის ლიდერისგან მოხდა და ასევე ოპოზიცია იყო ამით ყველაზე მეტად აღტყინებული. იმის მაგივრად, რომ ძალადობა დაეგმოთ, პირიქით, მის წახალისებას ახდენდნენ. ამიტომაც რთულია გაბრაზებულ მოსახლეობაზე ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად თავდასხმა და მსგავსი ძალადობრივი სცენარები ხელისუფლებას არ აწყობს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მმართველ გუნდს საკმაოდ მაღლი რეიტინგი აქვს, რაში უნდა აწყობდეს, ოპოზიციონერ ლიდერზე თავდასხმის ინსცენირება, როცა იცის, რომ მას დააბრალებენ.
„ოპოზიციის შევიწროვება დ მასზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ეს აწყობს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამისგან ხეირს ნახულობს. მმართველ გუნდს, ყველა კვლევებით მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომ საერთოდ არაფერში სჭირდება მსგავსი სცენების დადგმა. ამით პოლიტიკურად არანაირ დივიდენდს არ იღებს, პირიქით, თავად ზიანდება. ამიტომ მე ნაკლებად მგონია, რომ ამას ხელისუფლება გეგმავდეს. პირიქით, ხშირად შეიძლება დაჩაგრულის როლში ოპოზიცია ხელოვნურადაც მოგვევლინოს. რაღაცა ფაქტის კიდევ უფრო დრამატიზება მოახდინონ და ა.შ. მათ ეს ჩვევიათ და განსაკუთრებით ამაში წინასაარჩევნოდ არიან დახელოვნებულები.
ახლა ნიკა გვარამია და მელია, რომლებიც თუნდაც კახელ მეღვინეებზე რასაც ამბობდნენ, რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული, იმ ფონზე, კახეთში შეხვედრაზე, რომელიმე მეღვინემ მათ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, ამაში ხელისუფლება იქნება დამნაშავე, თუ თავად იქნებიან, როცა ხალხს მოღალატეები ეძახეს და არაერთი შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართეს?! ამიტომ ნაციონალებს განსაკუთრებით ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ აგრესია აქვთ. მეორე მხრივ, მე ვურჩევდი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ყველაფერს იუმორით უპასუხონ და აგრესია არ არის საჭირო. ისევ ესენი იყენებენ და დასავლეთის თვალში დაჩაგრულის იმიჯს ირგებენ“, - ამბობს საყვარელიძე.
აბა მელია იქნება, თუ სხვა, მათი ცემით ხელისუფლებამ რა შეიძლება მოიგოს? პირიქით - წაგებულები მერე ძალადობაზე დაიწყებენ ლაპარაკს; დღეს კი ამ ბუტაფორიებს სალაპარაკო არაფერი რომ არაფერი აქვთ, 4 დღეა მელიაზე თავდასხმაზე ლაპარაკობენ; ვინ მოაწყო თავდასხმა ვაშაძემ, თუ წერეთელი-ბობოხიძემ?
ბოკერიამ ახალ პარტიას ვქმნიო სახელწოდებით "ფედერალისტები" "ალ" რა შუაშია ვერ ვგებულობ!