„არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიციური ველი ნამდვილ საცირკო სანახაობად გადაიქცევა“

„არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიციური ველი ნამდვილ საცირკო სანახაობად გადაიქცევა“

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, საარჩევნო სიების გამო, დაპირისპირება იფეთქებს, მით უმეტეს, როცა რამდენიმე კოალიცია შეიკრა და სიის ათეულისთვის ნამდვილი ორთაბრძოლა გაიმართება. 

ანალიტიკოს გია აბაშიძეს ეჭვი აქვს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიციური ველი ნამდვილ საცირკო სანახაობად გადაიქცევა. სიაში ადგილის გამო ისეთი დაპირისპირება წავა, რომ შესაძლოა ხმაურიანი განცხადებები და კარის გაჯახუნებაც კი ვნახოთ.

ოპოზიციურ ფლანგზე სულ 4 გადაჯგუფება მოხდა, სადაც პარტიები სხვადასხვა პატარა პარტიების შეერთებით გამსხვილდნენ. ყველა მათგანს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამას არა ერთი კვლევა ადასტურებს. ამიტომაც პარლამენტში რომ მოხვდნენ, სიაში სულ მცირე 8 კაცი მაინც უნდა უნდა იყოს მთავარ პირად ჩაწერილი, რომ გარანტირებულად 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ამიტომ დაპირისპირება და უკმაყოფილება გარდაუვალია.

მაგალითად, მსგავსი დაპირისპირება უკვე საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მოხდა. განხეთქილებაა ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“. ჯერჯერობით უცნობია, რა გზას აირჩევენ როგორც წამოსული, ისე პარტიაში დარჩენილი წევრები.

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს პარტია „ევროპული საქართველო“. ეს მათ პირველ აგვისტოს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

„ევროპულ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მანკიერი პრაქტიკა შეეცვალა და ალტერნატივა შეეთავაზებინა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერთა ნაწილმა ამ გზას გადაუხვია და სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები იყოფა. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, როგორც პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე ამ მდგომარეობაში მყოფი პარტიის წარდგენაზე“, - თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე, რომელიც პარტიის ოფისის შენობაში არ გაუმართავს.

ის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო და, შესაბამისად, ამ თანამდებობასაც ტოვებს.

ბოკერია ამბობს, რომ აღარ აპირებს, ხელახლა იყაროს კენჭი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 11 აგვისტოსთვისაა დანიშნული.

„ევროპული საქართველოდან“ წამოსული ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნები რიგგარეშედ ტარდებოდა და ეს პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერის, გიგი წერეთლის ინიციატივა იყო.

მათი თქმით, წერეთელი თავად აპირებდა, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ კენჭი ეყარა ახალი თავმჯდომარის არჩევნებში.

გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ დიდი ამბიციების მქონე ოპოზიციურ კოალიციებში არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, განხეთქილებაა მოსალოდნელი.

„ძალიან საინტერესო მოვლენები შეიძლება განვითარდეს, რადგან 5%-იანი ბარიერის გადალახვა ყველა ამ კოალიციას უჭირს, გარდა ნაციონალებისა. ყველა მათგანს ძალიან დიდი ამბიციები აქვს, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ მსგავსად დაპირისპირება, კარის გაჯახუნება, ხმაურიანი განცხადებები ოპოზიციაში მოსალოდნელია. მკითხველს მინდა 2008 წლის არჩევნები შევახსენო და ნინო ბურჯანაძის ბოლო დროს წასვლა, რომელიც სიაში მისი ხალხის არჩაწერის გამო განაწყენდა. 5%-იანი ბარიერი მაინც ხომ უნდა გადალახონ, ამაზე არა აქვთ გათვლა. ასეთ შემთხვევაში კი, მხოლოდ 8 კაცამდე მოხვდება პარლამენტში. მოდი დავიწყოთ „ლელოდან“, სადაც იმაზე დიდი ამბიციების და ეგოცენტრის მქონე პოლიტიკოსები არიან თავმოყრილები, ვიდრე რეიტინგი აქვთ. „ლელომ“ შეიტენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ურეიტინგო და პოპულისტი პოლიტიკოსები ანა დოლიძის და ალეკო ელისაშვილის სახით. ამიტომ ამათ ახლა რაღაცა ადგილი სიაში ხომ უნდა გამოუჩხრიკონ. აბა, ტყუილად ხომ არ დააანონსეს ასე პომპეზურად ამათი შეერთება. „ლელოში“ კიდევ ისეთ ხალხია თავმოყრილი, რომ ყველას სიის ათეულში ყოფნა უნდა. ისიც კი ცნობილია, რომ ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. ახლა წარმოიდგინეთ სიის შედგენის დროს რა მოხდება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დამატებით პრობლემად „ლელოს“ ენჯეოშნიკები და პროფესორ-მასწავლებლები ჰყავს. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, „თავისუფალი მოედნისთვისაც“ რაღაცა ადგილი უნდა გამოჩხრიკონ. ამიტომ ამაზეც სერიოზული უკმაყოფილება დაიწყება. რაც შეეხება „ახალს“ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქაც პოლიტიკური ქარიშხალი გარდაუვალია.

„ჩვენ ვიცით, რომ გვარამია მელიას უკვე აყვედრის და ეს ღია ეთერშიც კი თქვა, მე რომ არა, 5%-ს ვერ აიღებდიო. არადა რეალურად მელიამ წამოიყვანა რეგიონებიდან ნაციონალების პარტიული ოფისიებიდან ხაალხი. ამიტომ იმ ხალხსაც რაღაცას ხომ უნდა დაჰპირდეს. გვარამიას თავისი ამბიციები აქვს, მელიას თავისი. ასევე ჯაფარიძე და ხოშტარიაც აიკიდეს, რომლებისთვისაც სიის პირველ ათეულში ადგილი საჭიროა. აქაც დაპირისპირება გარდაუვალია.

რაც შეეეხება ნაციონალებს, ნუ, აქ ხომ შეიძლება საქმე იქმადეც კი მივიდეს, რომ პარტია კიდევ ერთ ნაწილად გაიყოს. დავიწყოთ იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილის მოშორების შემდეგ, მისი გუნდი უკვე უკმაყოფილოა. ეს ხალხი გვერდით ჩაწიეს. მოლოდინი იყო მათი სიაში მოხვედრის, რაც არ მოხდება. ახლა ამბიციები ბოკუჩავას და მის გუნდს გაუჩნდა. ვხედავთ ასპარეზზე ჭიჭე ვაშაძეს და სოფო ჯაფარიძეს, რომელიც სააკაშვილის პროტეჟეა. მასაც ხომ ადგილი სჭირდება. კიდევ ხუთი კაცი შეიერთეს გიორგი ჯაფარიძის სახით. მაგათაც იმედი აქვთ, რომ რაღაცა სიაში მოხვდებიან. აქვე არიან მიშისტები, რომლებიც ჯერ კი არ იღებენ ხმას, მაგრამ მალე ამოიღებენ. მეორე მხრივ, თავისი ინტერესები აქვს დავით კეზერაშვილს, რომელიც ვიცით, რომ ადგილებს მილიონერ დეპუტატებზე უკვე ყიდის და ბევრმა ეს ორ მილიონადაც კი იყიდა. ამიტომ ველი, რომ სიტუაცია მალე ოპოზიციაში ძალიან დრამატულად უნდა განვითარდეს“,-ამბობს აბაშიძე.

მერაბ.g ვაგზლის თაღლითებში ათეულზე წავა ჭიდაობა და დიდი ალბათობით ბარიერს ვერ გადალახავენ; მელია-გვარამია და სხვა ხარახურებს დღეს კი აქვთ ლელოზე უკეთ საქმე, მაგრამ, არჩევნების მოახლოებულზე სააკაშვილს თუ არ მოეწონა კვლევის შედეგები, დაიძახებს "ქუდზე მეცოცხეო" და მელიების ფლანგი 2%-ზე დავა; თავად მეცოცხეთა დედაპარტიას ბარიერის პრობლემა არა აქვს, მაგრამ არც იხეა საქმე, რომ სიის მე-20 ნომერი არხეინად იყოს ... და იქ კრიახი ატყდება ...
3 თვის უკან