რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსეთი მზად არის, თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს“.
მსგავსი განცხადებები რუსეთის მხრიდან პერიოდულად კეთდება და ბოლოს გაჩნდა კიდევაც გარკვეული პანიკა აფხაზეთსა და ოსეთში იმაზე, რომ შესაძლოა, კონკრეტული მოლაპარაკებების სანაცვლოდ, მოსკოვი და თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ რაღაცაზე შეთანხმდნენ. აფხაზურ მედიაში ხშირია ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ამაზე საუბარი კულუარულადაც კი მიმდინარეობდეს.
for.ge-სთან სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ზახაროვას განცხადება უფრო პიარსვლაა, რომლის უკანაც რეალურად არანაირი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება. ეს არის მხოლოდ ფუჭი საუბარი, რომელიც ქართული საზოგადოების მოსატყუებლად სჭირდებათ.
ზახაროვა კი ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, წერს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, მხარეებს შორის დისკუსიაა საჭირო.
რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, ასევე ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგს,რათა მათ საერთო რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ყოფილი სახელმწიფო მონისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიჩნევს, რომ მარია ზახაროვას განცხადებები ჩვეულებრივი პიარია, რომელსაც რუსეთი მუდმივად მიმართავს და ახალი ამაში არაფერია. ზაქარეიშვილი fo.ge-სთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შექიმნა, რუსები მუდმივად ამბობდნენ იმას, რომ ქართველებს - ოსებსა და აფხაზებს შორის დიალოგს ხელს შეუწყობდნენ, თუმცა დღემდე ურთიერთობების გაფუჭების გარდა არაფერი გაუკეთებიათ.
„რუსები ასეთ განცახდებებს პეერიოდულად აკეთებენ და ამას უფრო სისტემატიური ხასიათი მიეცა. ეს კი ბევრი მიზეზით არის განპირობებული. პირველ რიგში იმით, რომ საქართველოს მოსახლეობა მოატყუონ, შეუქმნან რაღაცა ილუზია იმაზე, თითქოს მოლაპარაკებების დაწყებაა შესაძლებელი და ამ კონფლიქტის მოგვარებაში რუსებს ჩვენი დახმარება უნდათ. ეს არის ჩვეულებრივი კრემლის პორპაგანდა, რომელიც წლებია გვესმის. იგივე ჟენევის ფორმატშიც ამას იმეორებენ მუდმივად. არადა გაფუჭების გარდა არაფერს აკეთებენ. ქმნიან ვითომ რაღაცა შთაბეჭდილებებს, რომ ჩვენთან ურთიერთობის დალაგება უნდათ, მით უმეტეს საქართველო - ამერიკის ურთერთობის გაფუჭების ფონზე, ჰგონიათ, რომ ეს შანსი კიდევ უფორ გაიზარდა და რაც უფრო ჩაგვითრევენ, ჩვენც ჩავყვებით. ამის საუკეთესო სატყუარა კი ოკუპირებული ტერიტორიებია. რუსებს ცალმხირივადაც შეუძლიათ ეს დიალოგი დაიწყონ და პირველი - ჯარი ამ ტერიტორიებიდან გაიყვანონ, შემდეგ კი თქვან, რომ შუამავალი იქნებიან და დიალოგის დასაწყებად ხელს შეგვიწყობენ. ამას ხომ არ აკეთებენ? რა თქმა უნდა, არა რადგან არანაირი დიალოგი და დახმარება არ უნდათ. ეს არის ტყუილად გადმოყრილი საკენკი, რომელიც არ უნდა ავკენკოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის მორიგი ხრიკი, რომელიც მხოლოდ კრემლის პროპაგანდაა და სხვა არანაირი დატვირთვა არ აქვს. ბენდიანიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზახაროვას რასაც ეტყვიან იმას იმეორებს და მისი ერთი სიტყვა არაა დასაჯერებელი.
„არ მოგნია, რომ რუსეთი რამეს აპირებდეს რეალურად ამ მხრივ. მათ ეს რომ სურდეთ, რაღაცა დონეზე მაინც იქნებოდა საუბარი. როგორც ვხედავთ, მსგავსი არაფერია - ისევ დაშტამპული და არაფრისმომცემი განცხადებებია. რა სახის დიალოგზეა საუბარი, როცა ჩვენი ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული და მისი გადაფრომებით არიან დაკავებულები. შესაძლოა, ბოლო დროს აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აფხაზებსაც აშინებენ, რომ აი, თუ წესიერად არ მოიქცევით, თბილისთან ვისაუბრებთ და მოგიშორებთ თავიდან.
ამას შესაძლოა მუქარის სახითაც იყენებენ აფხაზების და ოსების შესაშინებლად. ასევე, ეს დროში აგვისტოს მოვლენებს ძალიან დაემთხვა, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. არ ველი, რომ რამე ქმედითი ნაბიჯები იქნება ამ მხრივ გადადგმული და არც არაფერია მოსალოდნელი. ახლა დასავლეთთან დაწყებული დაპირისპირების ფონზე, შესაძლოა, იმედიც აქვთ, რომ მოსახლეობას რაღაცა სატყუარას გადაუგდებენ და ვიღაცას იმედებიც გაუჩნდება, თუმცა საბოლოოდ გააგრძელებენ ისევ იმ პოლიტიკას, რასაც აქამდე აკეთებდნენ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
არაააა?? მოგვატყუებეენ ...რა იცით დაელ;აპარაკეეთ ??
პუტინიდან დაწყებული(თან რამდენჯერ) ყველ მაგას გვეუბნება მოდით დავილაპარაკოთო
საჩვენოდ არაფერი არ იქნებაააა?? არ იქნება და იმათი ოხერი დედაც, ისედაც ვართ გაღიმებულები და ვიყოთ ესე
ცოტა ხანში აფხაზეთიც ტაო კლარჯეთივით მარტო ჩვენს გულებშიღა დარჩება
მარტო ცემი ჯკი არ იყო ის აფხაზეთი თქვერნიცააა ტქ
~
არაააა?? მოგვატყუებეენ ...რა იცით დაელ;აპარაკეეთ ??
პუტინიდან დაწყებული(თან რამდენჯერ) ყველ მაგას გვეუბნება მოდით დავილაპარაკოთო
საჩვენოდ არაფერი არ იქნებაააა?? არ იქნება და იმათი ოხერი დედაც, ისედაც ვართ გაღიმებულები და ვიყოთ ესე
ცოტა ხანში აფხაზეთიც ტაო კლარჯეთივით მარტო ჩვენს გულებშიღა დარჩება
მარტო ცემი ჯკი არ იყო ის აფხაზეთი თქვერნიცააა ტქ
~
არადა ეხლა კარგი მომენტია, კარგი.................. თუ ჭკვიანურად დაელაპარაკებიან ამ რუსეთს, რაღაცას აუცილებლად, აუცილებლად გამოვრჩებით
ნაცებო ეგრეეეა??
ხოოდა ღმერთმა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში არ ჩაგვაგდოს როგორც ერეკლე, თორე რუსები ისევ ძველებურად ,,დაგვიმეგობრებენ,, ეგენი აქ მაინც სხვას ახლოსაც არ მოუშვებენ
არადა ეხლა რაღაცა სავაჭრო ფასი ჯერ კიდევ გვაქვს.....
ხოოოდა მომენტია მომენტი და ამ მომენტის გამოუყენებლობა არ შეძლება....ვერა ხედაავთ ამ რუსეთიდან ყველა ცალცალკე რო გვეპატიჟება მოლაპარაკებაზე??
თუ არადა ---- აგე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი რიხით განაცხადა---- საქართველოსთან ჩვენ ტერიტორიული პრეტენზიები გვააქვსო
სომხებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.....
წაქცეულს ყველა ზედ აჯდება .....
მოკლედ კედელს ცერცვი შეაყარეო, ამათი საქმე ასეა ...ჯერ მარტო მე ამ თემაზე ძალიან ბევრი ვეფხისტყაოსანი ,,მაქვს,, აქ დაწერილი (სხვებს აღარ ჩამოვთვლი)
მაგრამ ........... ამერიკის შიშით ესენი გასუსულები არიან...
ხოოდა მიცურავს აფხაზეთი გემივით, მიცურავს... თანაც შორს მიცურავს
ამათ აქამდე აფხაზეთის დაბრუნებაზე ამერიკელების იმედი ჰქონდათ
ეგე .... ხო გამოჩნდა ამერიკელები რა ბუს კვერცხებსაც გვაყრიან თავზე??...