„შესაძლოა, უკრაინელებმა კურსკის ბირთვული ელექტროსადგური დაიკავონ და მერე რუსებს ზაპროჟიეს ელექტროასდგურის გათავისუფლება მოსთხოვონ“

„შესაძლოა, უკრაინელებმა კურსკის ბირთვული ელექტროსადგური დაიკავონ და მერე რუსებს ზაპროჟიეს ელექტროასდგურის გათავისუფლება მოსთხოვონ“

უკრაინელებმა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს. კურსკის ოლქში უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილები შეიჭრნენ და უკვე მესამე დღეს მისი დაკავება წარმატებით მოახერხეს. აღებულია ათზე მეტი სოფელი. შესაძლოა ალყაში აღმოჩნდეს ერთ-ერთი რაიონული ცენტრი. თავად კურსკში კი პანიკაა და მოსახლეობა ქალაქს ტოვებს, ვითარება რომ რეალურად მძიმეა, ამას კრემლში დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომა ადასტურებს, რომელზეც ვლადიმერ პუტინმა უკრაინელების შეტევას პროვოკაცია უწოდა.

რუსული ქალაქები უკრაინის ალყაშია და გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული შეიარაღებული ძალები პუტინის არმიას საზღვრიდან 15 კილომეტრის სიღრმეში უტევენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კურსკის ოლქში ფრონტის ხაზი 11 კილომეტრზეა გაშლილი. 400-მდე უკრაინელი ჯარისკაცია შეჭრილი კურსკში, ხოლო 2000-მდე საზღვრის პირას არის განლაგებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კურსკში ქართველებიც იღებენ მოანწილეობას და მათი დანაყოფი ერთ-ერთი პირველი იყო, რომლებმაც კურსკის ოქლში შეაღწიეს.

ამ დროისთვის, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ სუჯასთან, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე ევაკუირებულია. ცოცხალ ძალასთან ერთად განადგურებულია რუსული ჯავშანტექნიკა და საფრენი აპარატები.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს - ინფორმაციას Meduza უკრაინულ Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფოტო და ვიდეო, რომლებშიც ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცები ჩანან, უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა Скадовський захисник-მა გაავრცელა.

Telegram არხზე გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები საზღვრის მიმდებარე რაიონში, სუჯის გამშვები პუნქტის მახლობლად არის გადაღებული. სწორედ ამ მიდამოებში მდებარეობს სუჯის გაზის საზომი სადგური, რომელიც Z ბლოგერების თანახმად, დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს.

ამის პარალალურად, რუსეთის გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი ირწმუნება, რომ უკრაინელი სამხედროების წინსვლა შეაჩერეს.

კურსკში განხორციელებულ თავდასხმებს რუსეთის პრეზიდენტიმასშტაბურ პროვოკაციას“ უწოდებს. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე განურჩევლად ბომბავს ყველაფერს, მათ შორის, სამოქალაქო შენობებსაც. მისი თქმით, დღესვე ის ამ საკითხზე სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.

კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. ის განურჩევლად ისვრის სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის რაკეტებიდან, სამოქალაქო შენობებზე, საცხოვრებელ შენობებზე და სასწრაფო დახმარების მანქანაზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.

„ჩვენს ქმედებებზე მთავარსარდალს ვესაუბრე... თავდაცვის მინისტრთან განვიხილე ჩვენი სარაკეტო პროგრამა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მე ველაპარაკე მთავარსარდალ სირსკის ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს ნაბიჯებზე. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ასევე გავმართე შეხვედრა თავდაცვის მინისტრ უმეროვთან ჩვენს სარაკეტო პროგრამასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე. ეს არის რაღაც, რაშიც ჩვენ ძალას ვიმატებთ. დღეს, ასევე, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვემზადებით Army+-ის, ჩვენი ახალი ციფრული მიღწევის დასაწყებად, რომელიც, რა თქმა უნდა, გაამარტივებს ყოველდღიურ დავალებებს უკრაინის თავდაცვის ძალების უმეტესობის მეთაურებისთვის. მოგვიანებით კი ყველა მეომრისთვის. ყველაფერს მალე წარმოგიდგენთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კურსკში ურკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლას რეიდის სახე აქვს. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ეს არის მოულოდნელი შესვლა, კონკრეტული ოპერაციის ჩასატარებლად და შემდეგ უკან გამოსასვლელად. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უკრაინა კურსს დიდი ხნით დაიკავებს და მას გააკონტროლებს მცდარია.

„არ მგონია, რომ უკრაინელები ამ ტერიტორიის დიდხანს დაკავებას ცდილობდნენ. ძირითადი ამოცანა უკრაინელების არის ის, რომ რუსები ახლა იძულებულები იქნებიან, დონეცკის ფრონტიდნ მოხსნან ძალები და კურსკში გადაიყვანონ. ანუ გამოდის, რომ კონკრეტული ძალები ფრონტის ხაზიდან უნდა მოხსნან. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსები პროკოვსკის მიმართულებაზე შეტევას ვეღარ შეძლებენ. ეს, როგორც მინიმუმ, ამ შეფერხებას ნიშნავს. შემდეგ დონეცკის და ამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებას სადღაც ბზარი გაუჩნდეს და უკრაინამ შეტევის განვითარება აქ შეძლოს.

ეს ძირითადად რეიდია, რომლის მიზანი რუსული ძალების გადანაწილება და ყურადღების გადატანა. თუკი არ გაადანაწილებენ რუსები ძალებს, მაშინ უკრაინელები კურსკზე შეტევას გააგრძელებენ და უფრო მეტ დასახლებულ პუნქტებს აიღებენ. უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ, რუსებს იქ, ფაქტობრივად, ძალები არ ჰყავთ. ეს რუსების სისუსტეს აჩვენებს და მათ იმიჯს ურტყამს. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით კი რუსები იძულებულები იქნებიან ძალები ფორნტიდან მოხსნან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალები იქნება, რადგან თუკი სხვაგან თავდაცვის ძალები არიან და შეუძლია რუსებს იმის გათვლა, რამდენი სამხედრო სჭირდება და რა სახის დანაყოფი უნდა დააყენოს, კურსკში თავიდან ბოლომდე არაკონვენციური ოპერაციაა და რთულია გათვლა, რა სახის ძალების გამოყენება დასჭირდება“,-ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ამის შემდეგ უკრაინა კონტრშეტევას წამოიწყებს, არასწორია, რადგან მათ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არა აქვთ. პოლკოვნიკი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, სადმე რომელიმე რუსულ თავდაცვის ხაზში თუკი ბზარი გაჩნდება, უკრაინელები სამხრეთის მიმართულებაზე შეტევას დაიწყებენ.

„ამ შემთხვევაში, უკრაინელები თუკი რომელიმე ქალაქის ფრონტის ხაზს დაიკავებენ, მის შენარჩუნებას შეძლებენ. განსხვავებით კურსკისა, რომლის დიდხანს შენარჩუნება გაუჭირდებათ. რაც შეეხება კურსკის ატომურ ელქტროსადგურს, იქამდე 45 კმ დარჩენილი, ამიტომ არ ველი, რომ ამხელა გზის გავლას ბრძოლით უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე მოახერხებენ. ეს ძალიან რთული იქნება და წინასწარ ამის გარშემო მოლოდინის შექმნა არასწორად მიმაჩნია“, - ამბობს პოლკოვნიკი.

სამეხდრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ უკარინელები კურსკზე შეტევით, ფრონტის ხაზზე ძალთა ბალანსის შენარჩუნებას ცდილობენ.

„გარკვვეულწილად, უკრაინელები ცდილობენ, რომ ფრონტის ხაზზე ინიციატივა მათ ხელში გადავიდეს და სტრატეგიული შეტევის განხორციელება მოახერხონ. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, უკრაინელები ზაპროჟიეს მიმართულებაზე შეტევასაც შეეცდებიან. რაც შეეხება იმას რა სახის პასუხს გასცემს პუტინი უკრაინელებს, ფაქტია, რომ მათ უკრაინის დიდი ქალაქების დაბომბვა უკვე დაიწყეს. თუმცა ეს ახალი არ არის და ამას უკრაინელები უკვე მომზადებულები ხვდებიან. პუტინი ცდილობს კურსკში რეზერვები გადაისროლოს და შეტევის ლოკალიზება შეძლოს. პლუს, არის იმის საშიშროება, რომ უკრაინელები შეიჭრან და კურსკის ბირთვული ელექტროსადგური დაიკავონ. სხვათა შორის ამ სადგურს ორმაგი დანიშნულება გააჩნია. რუსები ყველანაირად შეეცდებიან, რომ სიტუაცია აქამადე არ მიიყვანონ. მერე შეიძლება უკრაინელებმა რუსების შანტაჟირება მოახერხონ და ზაპროჟიეს ელექტროასდგურის გათავისუფლება მოსთხოვონ. როგორც ჩანს, უკრაინელებს ეს ჩანაფიქრიც აქვთ. ასე რომ, მოვლენები შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს. ამიტომ დაველოდოთ რა სახის შედეგი და რეაქცია ექნება პუტინს ამაზე და სიტუაცია სადამდე შეიძლება გამწვავდეს“,-ამბობს მაისაია.

trampi ერთ---ორ დღეში უკრაინელები მოსკოვსაც აიღებენ
წინ უკრაუნელებო...... მოსკოვისაკენ
ვაი იქ იმათ პატრონს და აქ კიდე ნაცებისა...
3 თვის უკან