„2022 წელს ოკეანის გადაღმელ მეგობრებს კონსულტაციები ჩემთანაც ჰქონდათ - შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს სამხედრო აქტივობები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“

„2022 წელს ოკეანის გადაღმელ მეგობრებს კონსულტაციები ჩემთანაც ჰქონდათ - შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს სამხედრო აქტივობები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“

რატომ დებს „ქართული ოცნება“ ფსონს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე? მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბება, სენატიდან კი მმართველ გუნდს და ქვეყანას „წითელი ბარათი“ კიდევ ერთხელ აჩვენეს, ამას მოაყოლეს მუქარა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე და 95 მილიონის დახმარება შეგვიჩერეს, მმართველი გუნდი იმედს იტოვებს, რომ ვითარება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება.

„ოცნება“ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სადამსჯელო ქმედებებს პირად შურისძიებად განიხილავს და დარწმუნებულია, მმართველ გუნდს მხოლოდ იმიტომ სჯიან, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა არ დაუშვეს. ტრამპის გამარჯვებასაც უკრაინის ომთან აკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ომის დასრულება ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში.

„ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, საქართველოს და მის მოსახლეობას, რადგან ქვეყნისთვის ომში ჩართვის, ომის დაწყების რისკები აბსოლუტურად შეიცვლება და გადალაგდება“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

სწორედ მსგავსი რიტორიკა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელმაც რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს აპრილში მიმართა. მან თქვა, რომ კიდევ ერთი წელი გვაქვს მოსათმენი და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. სავარაუდოდ, ივანიშვილმა ამერიკის არჩევნები იგულისხმა.

არის თუ არა „ოცნების“ მოლოდინი ტრამპთან დაკავშირებით რეალური?

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აღქმა და მოლოდინი ტრამპის ხელისუფლებაში მობრუნების და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების, რეალურია.

„საქმე ისაა, რომ საქართველო - ჩინეთის ეკონომიკრი ურთიერთობა ამერიკისთვის არაფერს არ ნიშნავს და არ მგონია, რომ ამის გამო ტრამპის ადმინისტრაციას, თუ ის პრეზიდენტად დაბრუნდება, საქართველოს ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს. ამ ურთიერთობაში კორექტირების შეტანა და შეცვლა ყოველთვის შეიძლება. ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ მოკავშირე ქვეყანას აქვს ჩინეთთან ამაზე მჭიდრო და უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობა. „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია, ზოგიერთ იმ მიდგომას, რომელიც ბაიდენის ხელისუფლებას აქვს, გაგებით მოეკიდება.

ტრამპი ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. საქმე იქამდე არ მიიყვანოს, რომ ამერიკის ჰეგემონიას მსოფლიოში საფრთხე შეექმნას. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები გამართლდა, „გლობალური ომის“ პარტია, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, მოქმედების შესაძლებლობას დაკარგავს. საქართველოს ჩართულობა ამ კონფლიქტში აღარ იქნება საჭირო“, - ამბობს არეშიძე და აქვე ამატებს, რომ „გლობალური ომის“ პარტიის აქტიურობა, ბოლო წლის განმავლობაში აღარ შეუმჩნევია. თუმცა, მისი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის გამო წყენამ გადაუარა.

„მე გარკვეული სამაგიეროს გადახდის ნიშნებსაც ვხედავ. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ 2022 წელს სისტემა ძალიან აქტიური იყო. რამდენჯერმე პირადად მეც შემეხო და კონსულტაციები ჩემთანაც ჰქონდათ. აქ ვგულისხმობ ჩვენს ოკეანის გადაღმა მეგობრებს საექსპერტო წრიდან.

რას ითხოვდნენ, ამის თქმა არ მგონია სწორი იყოს, რადგან დელიკატური თემაა. თუმცა აქ საუბარი ეხებოდა იმას, შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს სამხედრო აქტივობები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ასეთი ინტერესი იყო, თუმცა 2023-სა და 2024 წლებში ამ თემაზე ჩემთან საუბარი აღარ ყოფილა. ეს ხალხი იყო საკმაოდ გავლენიანი პოლიტოლოგები, მათი მხრიდან რაიმეზე პირდაპირი მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ ინტერესი იყო. ამიტომ „ოცნების“ იმედი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მესმის, რადგან რაც მე ვისაუბრე, ამ კონტექსტში მისი მხრიდან „ოცნების“ სიფრთხილე გაგებული იქნება. საუბარი იმაზე, რომ „ოცნებამ“ კურსი შეცვალა და რუსეთისკენ გადაუხვია, ეს არის იდიოტიზმი. შესაძლოა „ოცნების“ პოლიტიკა სიხისტის თვალსაზრისით არ მომწონს, მაგრამ გარკეულ ლოგიკაში ვეთანხმები“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, „ოცნება“, უბრალოდ, ცდილობს ივაჭროს და ამაში გასაკვირი არაფერია. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ პატარა ქვეყნისთვის შესაძლოა ასეთ დიდ ქვეყნებთან ვაჭრობა სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია.

„ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი და ახლა სომხეთიც, ვხედავთ, როგორ ვაჭრობენ. ასეთი ტიპის ვაჭრობა ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოხდება ოქროს შუალედის დაცვა. ჯერჯერობით საქართველოს განუწყვეტელი სანქციების მუქარების მიუხედავად, ეს გამოსდის. რა შედეგი ექნება საბოლოოდ, რთული სათქმელია. მმართველი გუნდი კარგად ათვითცნობიერებს, რომ სახიფათო თამაშში არიან, თუმცა ცვლილებების მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ამერიკასთან ტრამპის მოსვლის შემთხვევაში საქმიან ურთიერთობებში გადაინაცვლებს“, - ამბობს არეშიძე.

ჯიპა-ს ასოცირებული პორფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აქვს „ოცნებას“ მოლოდინი, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები იქნება.

„ამერიკასთან ურთიერთობა რომ გაუმჯობესდეს, ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს. ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი ჰარისი თუ ტრამპი, იმოქმედებს იმ პრინციპების დაცვით, რასაც ყოველთვის იცავდა. აქ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვები, რატომ გაუარესდა ასე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. მით უმეტეს თუ ტრამპმა გაიმარჯვა, ის თავის ქმედებებში ზოგჯერ უფრო ხისტია.

გვახსოვს, ალბათ, ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას ღიად როგორ უთხრა, რომ ანაკლიის პორტი ჩინური არ უნდა ყოფილიყო და ის მათ არ უნდა აეშენებინათ. არ ვიცი, რატომ დებენ ფსონს ტრამპზე, როცა ამ პოლიტიკოსის პროგნოზირება ყველაზე რთულია. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნის შანსები დაიკელბს ტრამპის მოსვლის შეთხვევაში და ა.შ. ახლა, ამაზე საუბარი უკვე ყველანაირ რეალობას და ლოგიკას მოკლებულია. როცა უკრაინის ომი დასავლეთისთვის ტვირთად იქცა და მის დასრულებაზე საუბრობს ყველა, საქართველოში ომი რომელ ჭკუათმყოფელს შეიძლება ახლა აწყობდეს?“, - ამბობს პროფესორი.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობელმა ახლა ისაა, რომ ჩვენ ჩინეთთან ისეთი ვალდებულებები ავიღეთ, რომელიც არ უნდა აგვეღო.

„მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიულ პარტნიორობის განცხადებით, მხარდაჭერა გამოუცხადა ისეთ ინიციატივებს, რასთან დაკავშირებითაც ჩინეთი ღიად ამბობს, რომ ეს ნატოს შესაკავებლად არის საჭირო. როგორ წარმოგიდგენიათ, ნატოს ასპირანტი ქვეყნის მხრიდან ამის მხარდაჭერა?! ამიტომ ბევრი ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც საქართველოს ამ დიდ გეოპოლიტიკურ ჭიდილში პრობლემურად წარმოაჩენს. ამიტომ ვამბობ, რომ ის შეცდომები, რაც დავუშვით, აუცილებლად გამოსასწორებელია და მხოლოდ ტრამპის იმედად არ უნდა ვიყოთ“, - ამბობს ფხალაძე.

trampi ტრამპს არ გააამარჯვებინებენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ამისთვის თუ საჭირო გახდება ტრამპს გაააგორებენ კიდეც ოღონდ დემოკრატიულად....ასეჩკას აღარ გააკეთებენ
3 თვის უკან
არაგველი641 მთელმა მსოფლიომ (ნატოს ჩათვლით) გაიგო, რომ საქართველოს ნატოში არასდროს არ მიიღებენ, ეს ფხალაძე კი ეტყობა მთლად ვერაა თავის მოტორზე, მაგას ალბათ ნაცების მოტორი უყენია!
3 თვის უკან