გაურიგდა თუ არა ამერიკა რუსეთს ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით?!

გაურიგდა თუ არა ამერიკა რუსეთს ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით?!

კულუარულად გაურიგდა თუ არა ამერიკა რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის დახურვასთან დაკავშირებით? წლების განმავლობაში რუსეთს აღიზიანებდა ეს ლაბორატორია, რუსები ამტკიცებდნენ, რომ ამ ლაბორატორიის მეშვეობით ამერიკა მათზე ბიოშეტევას ახორციელებდა, ამ ეჭვების მიუხედავად, რუსეთი ლაბორატორიის დახურვას ვერ ახერხებდა. დღეს კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორია შეიძლება დაიხუროს, ვინაიდან ის 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც შტატებმა საქართველოსთვის გაყინა, ამ ლაბორატორიაზეც ვრცელდებოდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ლუგარის ლაბორატორიას ამერიკა კი არა, საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებდა.

ლუგარის ლაბორატორიაში სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია, - აცხადებს ლაბორატორიის ფინანსური სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ნამიჭეიშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი იხსენებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის დახურვას მუდმივად რუსეთი ითხოვდა. ამდენად, წარმოუდგენელია, რომელიღაც კვლევითი პროექტის შეჩერებით აშშ-ს რუსეთის ნარატივი განეხორციელებინა. ქადაგიშვილის აზრით, ადგილი აქვს შანტაჟსა და ზეწოლას, რათა არჩევნების წინ ქართველ ხალხზე გავლენა მოახდინონ, ვინაიდან არც ერთი ხელფასი, პენსია, ჯარისკაცის, პოლიციელის ანაზღაურება, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, თუ სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება - ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტით ფინანსდება, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიაც.

მგონია, რომ დაფინანსება არ შეუწყდება, მხოლოდ რაღაც პერიოდზე იქნება საუბარი, არა მგონია, ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა გაწყვიტოს ურთიერთობა ჯანმრთელობის სფეროში, ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე და ფიქრობს, რომ ამ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. მისივე თქმით, ეს ლაბორატორია ქვეყნის საგანძურია. იქ ინახება ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა საშიში შტამი, რომელზეც მიმდინარეობს დაკვირვება და კვლევები. ამასთან, გამყრელიძე ადასტურებს, რომ ლუგარის ცენტრი ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის.

ერთ დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმეში საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძეც იყო ჩართული, რომელმაც მაშინდელ პრეზიდენტ ტრამპს წერილობით აცნობა, გამოეძია ამ ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, გიორგაძის მტკიცებით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და სადაც ცე ჰეპატიტის მკურნალობას ერთ დღეში 24 ადამიანი შესწირეს. ცხადია, ეს საქმე იმ პერიოდში ტრამპს არ გამოუკვლევია, მაგრამ ამ ჭორის მიუხედავად, ლუგარი არ დახურულა.

რა დააკლდება საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის დახურვის შემთხვევაში?

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდი თანხებია ჩადებული ამ ლაბორატორიაში, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევდა. თამარ კიკნაძის განმარტებით, ასეთი ლაბორატორიები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რამდენიმეა, მათ შორის, ყაზახეთში, უკრაინაში და სხვაგან და ყოველთვის რუსები ძალიან ნეგატიურად და კრიტიკულად აფიქსირებდნენ თავიანთ განწყობას ლუგარის ტიპის ლაბორატორიების მიმართ ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში.

პოლიტოლოგის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თვითონ ამერიკაში ლუგარის ტიპის ლაბორატორიები არ არსებობს, ამიტომ ამერიკელებმა ასეთი ლაბორატორიები გაიტანეს ქვეყნის გარეთ. ყოველ შემთხვევაში, ბევრ კითხვას ბადებდა, როგორი შტამები იყო შენახულია ამ ლაბორატორიებში, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანებას იწვევდა.

რაც შეეხება იმ საკითხს, ხომ არ არის კულუარული მოლაპარაკების შედეგი ამერიკა-რუსეთს შორის, რომ საქართველოში დაიხუროს ლუგარის ლაბორატორია, თამარ კიკნაძე ამას არ გამორიცხავს. მისი თქმით, თუკი ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რუსეთმა და ამერიკამ მოილაპარაკონ ლუგარის ლაბორატორიის საკითხან დაკავშირებითაც. მართალია, ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, სფეროების გადანაწილება არ ხდებაო, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაც შეიძლება იყოს ამ გადანაწილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

კორონა ვირუსის დროს ჩვენი ექიმები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, თითქოს ლუგარის ლაბორატორიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ჯანდაცვაში მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ შედეგები არც თუ ისე სასარგებლო იყო. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, ვის ინტერესში იყო მისი გავრცელება, რა საჭირო იყო აცრები, მე, მაგალითად, ვერაფერი ხელშესახები შედეგი ვერ ვნახე კოვიდთან დაკავშირებით, ეს აცრებიც კითხვებს იწვევს, სხვა თუ არაფერი, მეგობარი გარდამეცვალა თრომბით და ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, ნამდვილად, კარგი იყო ეს აცრები თუ ცუდი. ამ აცრების ნეგატიური გავლენის შესახებ ჯერ ჩვენ კიდევ არ ვიცით. ბევრი ადამიანი აცრების წინააღმდეგ გამოდიოდა. სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ საქმე გამოძიებაშია, ხომ არ იყო ეს იყო დიდი აფიორა ფაიზერის აღმასრულებელ დირექტორთან, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ თუკი მართალია გავრცელებული ინფორმაცია, რომ 95 მილიონის დაბლოკვის დროს ამერიკული მხარე აპირებს ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, მაშინ რა გამოდის, რომ ვაშინგტონი დათანხმდა რუსეთის კატეგორიულ მოთხოვნას, დახურულიყო ლუგარის ლაბორატორია?! ანალიტიკოსის აზრით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად რომც დადასტურდეს, გასაკვირი არ იქნება, რადგან 30 მილიონი დაუბლოკეს ქართულ ჯარს და ღიად და საჯაროდ განაცხადეს, რომ ეს თანხები გადანაწილდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ საქართველოს საზოგადოებაში, ეწევიან მუდმივ დესტრუქციას და დესტაბილიზაციას.

ამდენად, გია აბაშიძის აზრით, ამერიკის საელჩომ უნდა განმარტოს, თუ რას შეეხება 95 მილიონის დაბლოკვა-გადახედვა, ვინაიდან ჩვენი მთავრობის და პარლამენტის წევრებმაც არ იციან ამ დეტალების შესახებ და საჯარო სივრცეში ჩნდება ეჭვები. ზოგადად, სადაც კომუნიკაციის ნაკლებობაა, ყოველთვის ჩნდება ინსინუაციები.

მე მგონი, დასავლურმა მხარემ, განსაკუთრებით, ამერიკულმა მხარემ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს დეზინფორმაციის თუ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება. წინ არაფერი უდგას, გაარკვიონ ქართული საზოგადოება, რა ხდება 95 მილიონთან დაკავშირებით. ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რით არის განპირობებული დანიის საელჩოს დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა მის მიერ დაფინანსებულ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე ავაზაკი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერები და რატომ იყვნენ ე. წ. ფესტივალზე რადიკალი ოპოზიციონრები, რატომ დაფინანსდა მათი წინასაარჩევნო კამპანია?! ასეთ შეკითხვებზე პასუხები როცა არ არის, მარტივ ჭეშმარიტებამდე მივდივართ - ან რაღაცას გვიმალავენ, ან დუმილი თანხმობის ნიშანია. ერთია, რომ შესაძლოა, დახურონ ლუგარის ლაბორატორია და მეორეა, რომ აფინანსებენ რადიკალ ოპოზიციას. ეს ძალიან სამარცხვინოა, განსაკუთრებით, დასავლელი აქტორების მხრიდან, რომლებიც ქადაგებენ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, მეტ კომუნიკაციას, სამართლიანობას, ანუ კომუნიკაციურად ბურთი და მოედანი მათ მხარესაა, მაგრამ ჯერჯერობით დუმილია მათი მხრიდან, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.

trampi გინდ გაურიგდეს გინდ არა .... ჩვენ მოგვაშორონ ეგ ლაბორატორია და თუნდაც ტრაკში ითხარონ
ეგ რო გახსნეს თავის დროზე დაჟე იტალიამ ატეხა ტრივოგა--- ჩვენთვის ეგ აპასნიაო..არადა სამიათას კილომერტრზეა იმათგან
ბაქომაც გაატრაკა მაშინ
რუსეთზე არფერს ვამბობ, ეგ ისედაც სუ ატრაკებს
3 თვის უკან