რა ეტაპებსა და „შეიარაღების სისტემებს“ გულისხმობს ფერადი რევოლუციები?

რა ეტაპებსა და „შეიარაღების სისტემებს“ გულისხმობს ფერადი რევოლუციები?

აკერმანის ზოგადი გაცნობის შემდეგ რევოლუციების სცენარზე და დაგეგმვის ეტაპებზე გადავიდეთ, US Institute of Peace - სხვადასხვა ქვეყნების ე.წ. „დემოკრატიზაციაში“ ჩართული ერთ-ერთი ინსტიტუტი „არაძალადობრივ სამოქალაქო წინააღმდეგობას“ ახასიათებს, როგორც „არატრადიციული საბრძოლო მოქმედებების“ ფორმას. მისი ექსპერტების მიერ დაწერილ წიგნში: „Why Civil Resistance Works. The Strategic Logic of Nonviolent Conflict“ ეს პირდაპირ წერია: ჩვენ ღიად განვიხილავთ სამოქალაქო წინააღმდეგობის კონცეფციას, როგორც არატრადიციული ომის ფორმას.

იგივეზე მიუთითებს შარპის თანამოაზრე რობერტ ჰელვიც (R. Helvey) წიგნში: „On Strategic Nonviolent Conflict: Thinking about the Fundamentals“: „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტის ალტერნატივას ნაწილობრივ იმ გონივრული ალბათობის გამო, რომ მიგვიყვანს დაღუპულთა ნაკლებ რაოდენობამდე და საკუთრების ნაკლებ განადგურებამდე. თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, გამოცდილება აჩვენებს, რომ არაძალადობრივი ბრძოლა რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ კონფლიქტის წარმოების ეფექტური საშუალებაა. სამხედრო გამარჯვება მოიპოვება მოწინააღმდეგეში ბრძოლის გაგრძელების უნარის ან/და სურვილის განადგურების გზით. ამ კუთხით არაძალადობრივი სტრატეგია არაფრით არ განსხვავდება შეიარაღებული კონფლიქტისაგან, გარდა იმისა, რომ გამოიყენება შეიარაღების სხვა სისტემები“

რა ეტაპებსა და „შეიარაღების სისტემებს“ გულისხმობს ფერადი რევოლუციები?

1. ანალიტიკური ცენტრების შექმნა.

სამიზნე ქვეყანაში ფერადი რევოლუციის მოსახდენად აუცილებელია წინასწარ შემუშავდეს გადატრიალების სტრატეგია და ტაქტიკა. შესაბამისი ანალიტიკური ცენტრი, როგორც წესი, სხვა ქვეყანაში იმყოფება, მაგრამ ფილიალები და ქვედანაყოფები უშუალოდ სამიზნე ქვეყანაში უნდა იყოს, ან უკიდურეს შემთხვევაში - რომელიმე მეზობელ ქვეყანაში.

ასეთი ცენტრები, გარდა სტრატეგიისა და ტაქტიკისა, მუშაობენ პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების მეთოდიკებზე, სასწავლო ცენტრებსა და კურსებზე ამზადებენ აქტივისტებს რევოლუციაში გამოსაყენებლად. საზღვარგარეთ მომზადების შემდეგ აქტივისტები ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში ფერადი ოპოზიციების ტრენერების რანგში და ერთვებიან ძირგამომთხრელი საქმიანობის ორგანიზებაში.

2. მეხუთე კოლონის ფორმირება.

ნებისმიერ ქვეყანაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც რაიმეს სანაცვლოდ მზად არიან, ზიანი მიაყენონ საკუთარ ქვეყანას. სხვადასხვა ფონდების გრანტებით ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიზანი არსებული ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობის ფორმირება, სიტუაციის არევა და გადატრიალებისთვის ნიადაგის შემზადებაა.

ამისთვის რევოლუციების არქიტექტორები იყენებენ ტელეარხებს, ინტერნეტ გამოცემებს, ცალკეულ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს.

2.1. ოპოზიციის ლიდერების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მომზადება.

ყველაზე ხშირად ეს კატეგორია სწავლება/სტაჟირებას აშშ-ში გადის, სადაც მათ უქმნიან სამართლიანობისათვის მებრძოლების იმიჯს. ტიპიური მაგალითია მიხეილ სააკაშვილის ისტორია - მას გრანტით დაუფინანსეს სწავლება ადამიანის უფლებათა სტრასბურგის საერთაშორისო ინსტიტუტში. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიით, სტაჟირებას გადიოდა საერთაშორისო სამართლის ჰააგის აკადემიაში. მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი და ზოგადად, პიროვნული ცინიზმის ხარისხი, აშკარად მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ დაუნდობელი და გარყვნილი ავტოკრატისთვის დემოკრატისა და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლის იმიჯის შექმნის სპეცოპერაცია.

ასეთი აგენტურის შერჩევა ძალიან საფუძვლიანად ხდება, ფულს მისი მომზადებისა და შენახვისთვის არ იშურებენ. წინა საუკუნისგან განსხვავებით, დღეს აუცილებელი აღარაა მძლავრი პოლიტიკური პარტიების შექმნა - ტელევიზიისა და ინტერნეტის დღევანდელი ზეგავლენის პირობებში პარტიებს ნახევრად ვირტუალური ხასიათი აქვს და წინა პერიოდების პარტიებისგან განსხვავებით, მათი ძალა და პოპულარობა წევრების რაოდენობით კი არა, იმ ფულის რაოდენობითაა განპირობებული, რამდენის ჩადებაც საკუთარ რეკლამაში შეუძლიათ, უმეტეს შემთხვევაში კი ერთი ოპოზიციური ლიდერის იმიჯის შექმნაც საკმარისია.

დღეს ტელევიზიის გამოყენებით, მაგალითად, მარტივია შეიქმნას ილუზია, თითქოს ქუჩებში ათეულ ათასობით პროტესტანტია გამოსული, თუნდაც მათი რაოდენობა 2-3 ათასს არ აღემატებოდეს. ტექნოლოგიების სრულყოფის კვალობაზე ასევე ცხადი ხდება, რომ პროტესტის გამოკვეთილი ლიდერების არსებობაც აღარ წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას - საკმარისია რიგითი რადიკალებიც, რომლებიც მზად არიან მიტინგის დროს აგრესიულ და კრიმინალურ ქმედებებზე წავიდნენ.

2.2. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და ფინანსური ელიტის გადაბირების სამუშაოები.

ამ მიმართულებით სამიზნეებს წარმოადგენენ მსხვილი ბიზნესმენები, პოლიტიკური ფიგურები, სამხედრო, პოლიციისა და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები. მათ მიმართ გამოიყენება ზემოქმედების ტრადიციული არსენალი: ფული, კომპრომატი, შანტაჟი, იდეოლოგია და პიროვნულ სისუსტეებზე (მაგალითად, პატივმოყვარეობაზე) თამაში.

იდეოლოგია...

იდეით შეპყრობილი ადამიანი გაცილებით საიმედო აგენტია, ვიდრე მოსყიდული, ამიტომ ფერადი რევოლუციების ორგანიზატორები ყოველთვის ცდილობენ ჰყავდეთ ე.წ. „ნამდვილი“ დემოკრატიის კლიშეს ანკესზე წამოგებული გავლენის აგენტები. სხვადასხვა დროს ბევრ ასეთ რევოლუციონერს გაუცრუვდა მოლოდინები, ვინაიდან გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ფერადი რევოლუცია მის ქვეყანას წინსვლას მოუტანდა. ნაცვლად ამისა, ბევრი მათი თანამემამულე უბრალოდ იაფი მოსამსახურე გახდა საზღვარგარეთ.

რევოლუციების ორგანიზატორები სერიოზულ თანხებს ხარჯავენ სამიზნე ქვეყნის ელიტისა და მოსახლეობის პროპაგანდისტული დამუშავებისათვის, რომლებსაც არწმუნებენ, რომ მათ ქვეყანაში ტოტალიტარიზმია, ამიტომ ადამიანებს არ აქვთ თავისუფლება და კეთილდღეობა, აყვავებას და ბედნიერებას კი არსებული ხელისუფლების შეცვლა მოიტანს.

კომპრომატი...

რევოლუციების ორგანიზატორები შეგნებულად არჩევენ ისეთ ფიგურებს, რომლებზეც ან უკვე არსებობს კომპრომატი, ან შესაძლებელია შეიქმნას. ასე რომ, ეს ფიგურები მუდმივად არიან შანტაჟის საფრთხის ქვეშ.

პატივმოყვარეობა...

პოლიტიკაში ან არასამთავრობო სექტორში, ჟურნალისტიკაში მოღვაწე ბევრი ფიგურა პატივმოყვარე ადამიანია და მოსწონს გავლენიანი ხალხის ყურადღება, მაგალითად, უცხოური ქვეყნების საელჩოებიდან, პოლიტიკური და ფინანსური ისტებლიშმენტის მხრიდან.

როცა ასეთი ადამიანი, ვთქვათ, რომელიმე ელჩთან მეგობრობს, თავს თვალსაჩინო ფიგურად აღიქვამს და ამით ეგოს იკმაყოფილებს. რევოლუციის ორგანიზატორები კარგად იყენებენ ამ თვისებას გავლენის აგენტების „დასავერბოვკებლად“.

შანტაჟი და მუქარა

პოლიტიკოსები და ბიზნესმენები შესაძლოა შანტაჟისა და მუქარის სამიზნეები გახდნენ, ანგარიშების გაყინვა, სანქციები, ფერადი რევოლუციის შემდეგ ანგარიშსწორების პერსპექტივა - ამ არსენალის გამოყენების არაერთი შემთხვევაა ცნობილი.

გაგრძელება იქნება