„ლიბერალური ფაშიზმის ნიღაბჩამოხსნილ ძალას ჩააბარო არჩევნებზე ზედამხედველობის და შეფასების ფუნქცია, ეს უდიდესი დანაშაული იქნება ქართველი ერის წინაშე“

„ლიბერალური ფაშიზმის ნიღაბჩამოხსნილ ძალას ჩააბარო არჩევნებზე ზედამხედველობის და შეფასების ფუნქცია, ეს უდიდესი დანაშაული იქნება ქართველი ერის წინაშე“

მამუკა ხაზარაძის პარტიის ლიდერებს, მედეა მეტრეველ და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-იმ უმასპინძლა. „ლელოს“ ლიდერებმა წნორის მოსახლეობას საარჩევნო დაპირბები გააცნეს. შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, მთავარი დაპირება იყო - რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ NDI პოლიტიკურ ბრძოლაში მხარედ, არაერთხელ, დაფიქსირდა. ამ ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, - პროექტის ფარგლებში, 7-მა ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატმა რეგიონებში შეხვედრები გამართ. როგორ ხდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია თან კონკრეტულ ოპოზიციონერებს აფინანსებს და, ამასთანავე, არჩევნებს აკვირდება?! ამ საკითხთან დაკავშირებით NDI-ს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ.

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში. უფინანსებს კიდეც რადიკალებს მოსახლობასთან შეხვედრებს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ.

„შეგახსენებთ, შემდეგ ეს NDI და IRI იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ. როდესაც მხარე ხარ და რადიკალებს, „ნაცებს“, ამ გაერთიანებებს, უსამშობლოების გაერთიანებებს აფინანსებ წინასაარჩევნოდ, შემდეგ შენი დასკვნა ობიექტური რანაირად იქნება?! ჩვენ ხომ გვინახავს მათი დასკვნები. მათი კვლევები 20-40%-ით ცდება ხოლმე და ძირითადად, რადიკალების სასარგებლოდ. შემდეგ ამის გამო ბოდიშს იხდიდნენ.

„ონავარი ნავარო“ გახსოვთ, თქვენ, NDI-ის სახე რომ იყო ერთი მექრთამე, მათი ხელმძღვანელი. ისევ მარგინალებს აფინანსებენ. ბატონებო, ეს მიუღებელია და არაფერში არ წერია. თქვენ გაქვთ მანდატი, რომ დააკვირდეთ, თქვენ გაქვთ მანდატი, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყოთ ჩართული და ყველაფერს აკეთებთ, რომ ჩვენი კონსტიტუცია დაარღვიოთ, ეს მიუღებელია“, - აცხადებს ზარქუა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას უთხრან NDI არის რადიკალების გვერდში მდგომი მხარე, რომლებიც ებრძვიან მართლმადიდებლობას, ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, სახელმწიფოს, მაგრამ მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას, მეორე ფრონტის გახსნას, პოლარიზაციას და ამას აფინანსებენ“.

„მორიგი ლუსტრაცია. ბუნებრივია, ამას არ გაგიტარებთ. ყველგან ვიტყვით, სადაც საჭიროა, ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ფაქტები გვაქვს თქვენს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე როგორ ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, დეზინფორმაციის გავრცელება, ლიდერების შეურაცხყოფა და თქვენ გგონიათ ეს ასე ჩაივლის? არა ბატონო, თავიდან ბოლომდე იქნება ანგარიში წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ხალხის ძალის“ წევრის თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის მიმართ NDI-ის მიკერძოების მაღალი ხარისხი და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობა სადამკვირვებლო მოქმედების ლეგიტიმაციას უკარგავს ამ ორგანიზაციას. მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული ზომებია მისაღები, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი სახის აქტივობები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს NDI-ის სამართლებრივ დანიშნულებას, დააკვირდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებს გასცდა, ის ადრე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად თუ ახორციელებდა, დღეს პირდაპირაა ჩართული ქართული ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის NDI-ის მხრიდან ეს და ამგვარი აქტივობები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ორგანიზაციის სამართლებრივ დანიშნულებას - ის მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდეს. ოპოზიციური სპექტრის მიმართ NDI-ის მიკერძოების მაღალი ხარისხი და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობა სადამკვირვებლო მოქმედების ლეგიტიმაციას უკარგავს ამ ორგანიზაციას და ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის სრული დაცვით და პოლიტიკური შეფასება, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი მიიღებს, იქნება მათი ანტიქართული პოლიტიკისა და მიკერძოებულად მოქმედი ამ და სხვა ორგანიზაციების მოქმედებაზე შედეგის გამოძახილი“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, „მიუკერძოებელი არბიტრი“ NDI-ს სახით, ქართული ლიბერალური ფაშიზმის პარტიულ წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებს, რომელიც წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაანებივრებს მოსახლეობას მორიგი გაყალბებული ფეიკ-გამოკითხვებით.

„ლიბერალური ფაშიზმის ნიღაბჩამოხსნილი სახის მქონე ძალას ჩააბარო თუნდაც ჩვენს არჩევნებზე ზედამხედველობის და შეფასების ფუნქცია, ეს უდიდესი დანაშაული იქნება ქართველი ერის წინაშე. არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე გაიფორმო „გამარჯვება“, არც დაელოდო ელექტორალური ნების გამოხატვას, წინასწარ შერაცხო მომავალი პროცესი „გაყალბებად“ - ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მოქმედების ქართული ტაქტიკა. შეეცადო კონკურენტის ფიზიკური ლიკვიდაციით გაიფორმო აპრიორი წაგებულ არჩევნებში სასურველი შედეგი - ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ამერიკული მეთოდები.

ამერიკის ისტორიისთვის ნაცადი პრეცედენტების რეანიმირებას დღეს ვეღარ გადააბრალებ „შემთხვევითობას“ - ეს არის კარგად მოფიქრებული და არაერთი დემოკრატი-კონგრესმენის მიერ გაჟღერებული ანონსების ხორცშესხმა. ამჯერად, ღვთის მადლით, განუხორციელებელი - თუმცა, სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლშეწირვით.

ეს აღარაა მიცვალებული ადამიანების კონგრესში არჩევა, ან სასაფლაოს ბინადართა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში - ეს არის ლიბერალური ფაშიზმის რეალური, ნიღაბჩამოხსნილი სახე. ამ ძალას ჩააბარო თუნდაც ჩვენს არჩევნებზე ზედამხედველობის და შეფასების ფუნქცია - უდიდესი დანაშაული იქნება ერის წინაშე. ერთ-ერთი ასეთი „მიუკერძოებელი არბიტრი“ NDI-ს სახით, ქართული ლიბერალური ფაშიზმის პარტიულ წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდნენ, ხოლო წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაგვანებივრებენ თავისი მორიგი გაყალბებული ფეიკ-გამოკითხვებით“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

amo ქართულო ოცნებავ წერე და იკითხე შენთვის. იგივე წნორში ჩადით და შეხვდით მოსახლეობას. სადაც ჩავლენ შენც ჩადი. არჩევნებზე მოიწვიე დასავლეთის ალტერნატიული ქვეყნებიდან დამკვირვებლები შესატყვისი რაოდენობით.
8 თვის უკან
მერაბ.g ძალიან კარგი; რაც მეტ კანონს დაარღვევენ და რაც მეტ ქაქს მიირთმევენ, მით ნაკლები ძალა და ჭრა ექნება მათ არჩევნების შემდგომ დასკვნას!
8 თვის უკან
ლაზი NDI და IRI კი არა, მთელი მსოფლიოს ფსევდო ლიბერალური ძალებია ჩართული საქართველოს საარჩევნო პროცესში.
ამაზე ახლავეა გასაკეთებელი შესაბამისი მიმართვები საერთაშორისო სტრუქტურებში. მაინცდამაინც არ მოეწონებათ მაგრამ იძულებული იქნებიან რამენაირად გაითვალისწინონ.
მთლად უმაღლესი სტანდარტების დონეზე რომ ჩაატაროთ არჩევნები, თუ მაგათ ვერ გაიმარჯვეს (რისი შანსიც ნაკლებად აქვთ), მაიც გაყალბებულად გამოაცხადებენ. არ გაუკეთებიათ ასეთი რა თუ რა.
ამ ფსევდო ლობერალების გარდა, სხვა დამკვირვებლები არ არსებობს?
ჩამოიყვანეთ იმდენი ობიექტური დამკვირვებელი, რომ ამათი ხმა გაუფასურდეს. თუ ამას არ გააკეთებთ, არჩევნების ბედი 26-ში კი არა 27-ში გადაწყდება და მას განსაზღვრავს, არა ქართველი ხალხი, არამედ NDI, IRI და სხვა მისთანა ორგანიზაციები.
8 თვის უკან