„ტრამპის შანსები აქამდეც დიდი იყო, მაგრამ თავდასხმის ფაქტმა აფეთქების ეფექტი გამოიწვია ამერიკის საზოგადებაში“

„ტრამპის შანსები აქამდეც დიდი იყო, მაგრამ თავდასხმის ფაქტმა აფეთქების ეფექტი გამოიწვია ამერიკის საზოგადებაში“

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე შეიარაღებულ თავდასხმას რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული უკვე შეფასდა, როგორც შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა. ამასთან, მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ გლობალური მასშტაბით, რადგან ამერიკ მიიჩნევა, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოდ. ტრამპზე შეიარაღებულმა თავდასხმამ, გარკვეულწილად, რუსეთის წისქვილზეც დაასახა წყალი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ, მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია. მან აქვე დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციაში არ მიაჩნიათ, რომ ტრამპზე მკვლელობის მცდელობა აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული: „კანდიდატი ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“, - აღნიშნა პესკოვმა.

მოკლედ მომხდარი ფაქტის შესახებ:

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!, - დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ტრამპზე თავდასხმის ფაქტი ამერიკის ისტორიაში შევა როგორც შავი ლაქა. მისივე შეფასებით, მსგავსი მოვლენები უარყოფითაც იმოქმედებს იმ სახელმწიფოებზეც, რომლებიც დემოკრატიისკენ ილტვიან და დემოკრატიის მთავარ წყაროდ კი ამერიკას მიიჩნევენ.

რთულია იმის თქმა, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა იყო, თუმცა იმასაც ვერავინ უარყოფს, თუ რამდენად გახლეჩილია ამერიკის საზოგადოება დღეს. ამან განსაკუთრებით იჩინა თავი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ფოსტი ავლენდნენ ხმებს და უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, რამაც უმასამართლობის შეგრძნება გამოიწვია. აქედან გამომდინარე იყო კაპიტოლიუმზე შტურ. ამის შემდეგ დაპირისპირება გამძაფრდა. ტრამპს პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც ის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენეს. მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო მისი სამართლებრივი დევნა, რაც პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება.

შეკვეთილია თუ არა, ეს უნდა დაამტკიცოს გამოძიებამ. მთელ მსოფლიოში, ხალხი ამერიკას აღიქვამდა დემოკრატიის, თავისუფლების სიმბოლოდ, მაგრამ ვხედავთ, რომ არათუ უბრალო კანდიდატს დაესხნენ თავს, არამედ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს დღეს, ეს პირი ჭკუიდან გადასული იყო თუ შეკვეთას ასრულებდა. როდესაც ასეთი ოპერაციები იგეგმება, იქ ზუსტად არჩევენ პირს, ვინ უნდა განახორციელოს ეს თავდასხმა.

ამერიკის აქტიური მომხრეები და პროპაგანდისტები, (ვგულისხმობ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს), დღეს საქართველოში საუბრობენ, რომ ამერიკის დემოკრატია შავ დღეშია. ვფიქრობ, ეს იქნება შავი ლაქ ათეული წლების განმავლობაში გაყვება ამერიკას, ისევე, როგორც კენედის მკვლელობა. თუ გადავხედავთ სხვა სახელმწიფოების ისტორიებს, ბევრი ქვეყანა არ იქნება, სადაც პრეზიდენტებს კლავდნენ და თავდასხმებს ახორციელებდნენ. ესენი ჩამორჩენილი ქვეყნები და არა დემოკრატიული სახელმწიფოები. როდესაც ამ სიაში კიდევ ერთხელ ეწერება მსოფლიო წამყვანი დემოკრატია, ეს სავალალოა ყველასთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის და ხალხებისთვის, ვინც ამ დემოკრატიებისკენ ილტვოდნენ და ილტვიან დღესაც - ეს არის საზიანო, რადგან მითები იმსხვრევა, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტულ და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის რეიტინგი, სულ მცირე, გაორმაგდა და მისი გაარჯვების შანსი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიზარდა.

ამირან სალუქვაძე, ასევე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებზე გვესაუბრა:

კვლევების მიხედვით, ტრამპი საგრძნობლად უსწრებდა ბაიდენს. ბოლო დებატების შემდეგ, თავად დემოკრატებში გაჩნდნენ მომხრეები, რომ ბაიდენს მისი კანდიდატურა მოეხსნა, რაზეც ბაიდენმა უარი განაცხადა. ნატო- სამიტის შემდეგ, ეს განწყობები გამძაფრდა დემოკრატიულ პარტიაში, რადგან იქაც ჰქონდა ადგილი ისეთ ფაქტებს, როდესაც ბაიდენი საკმაოდ ცუდი სახით წარდგა მისი ამომრჩევლის წინაშე - ზელენსკის პუტინი უწოდა.

თავდასხმამდეც, ტრამპის შანსები საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ თავდასხმის ფაქტმა აფეთქების ეფექტი გამოიწვია ამერიკის საზოგადებაში. არ არის გამორიცხული, რომ დემოკრატების ტრადიციულმა ამომრჩეველმაც კი მისცეს ხმა ტრამპს. ჯერ თვეებია დარჩენილი და ალბათ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გამორიცხონ დაკვეთილის ფაქტები, რომ ეს არ ყოფილა დაკვეთილი თავდასხმა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშვნე, აქ აქტიური ანტიტრამპისტები უკვე გახდნენ ტრამპისტები. აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად წერენ, რომ ტრამპის გამარჯვება გარდაუვალია. რაიმე თუ არ მოხდა ისეთი, განსაკუთრებული, ტრამპის გამარჯვება უკვე გარდაუვალია, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი როგორ აისახება საქართველოზე?

- ჩვენ მოგვიწოდებდნენ დეპოლარიზაციისკენ - სად ჩვენი გარემო და სად ის, რაც იქ ხდება. სეთი უსამართლო დამოკიდებულება და უსამართლო შეფასებები არის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. კაპიტოლიუმზე შტურმთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნები?! არა! დაისაჯნენ მხოლოდ დამნაშავეები, ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა. ჩვენთან პარლამენტში შეჭრა ნორმალურად შეაფასეს, არც კი მოჰყოლია რაიმე მკვეთრი შეფასება ოპოზიციის მისამართით, ვინც ამას სათავეში ედგა, პირიქით - დამნაშავეები გამოაშვებინეს და ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანები, რომელთაც ანალოგიური დანაშაულის გამო, ამერიკაში ათეულობით წელი მიუსაჯეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან როგორ განვითარდება მოვლენები და რა სტანდარტებით ვიმოქმედებთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენზე.

trampi ტრამპს არ გააამარჯვებინებენ
არც მაწყობს---- მაშინ ჯახი არ დაიწყება
ჰოოდა ეგ არ მაწყობს
6 თვის უკან