„დასავლეთი უკვე იყენებს მეთოდებს, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს ხელისუფლების შეცვლა“

„დასავლეთი უკვე იყენებს მეთოდებს, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს ხელისუფლების შეცვლა“

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო- ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით წერს: „საქართველოს ნატო- მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო- დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომარუსული კანონისწყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომქართულმა ოცნებამსაქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“. დასავლეთიდან ხელისუფლების მიმართ ზეწოლა სულ უფრო  ძლიერდებ. 30 მლნ-ანი დახმარების გამოყოფაზე უარის და ნატოს დეკლარაციიდან საქართველოს ხსენების გაქრობის შემდეგ, კიდევ რას უნდა ველოდოთ და როგორ მივალთ საპარლამენტო არჩევნებამდე? - for.ge-სთან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს. 

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. რაზე მიგვანიშნებს ეს? როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაიხურება საქართველოსთვის ალიანსის კარი სამუდამოდ?

- ამას ვპროგნოზირებდი, რომ ევრატლანტიკური ინტეგრაციის კარი საქართველოსთვის დაიხურებოდა. თუმცა, მაინც ძალიან სამწუხაროდ გამაოცა იმან, რომ საქართველოს შესახებ ჩანაწერი საერთოდ არ არის. აქ მხოლოდ ოთხი ქვეყნის ფაქტორია გამოკვეთილი: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა - საქართველო საერთოდ ამოაგდეს ამ დეკლარაციიდან. ეს ძალიან ცუდი რამის მანიშნებელია.

როგორც ჩანს, ნატო დაელოდება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საქართველოში და შემდეგ გამოჩნდება, ჩვენ სამუდამოდ დაგვიკეტეს კარები თუ რაღაც ფანჯარა მაინც დარჩება ღია არჩევნების შემდეგ.

უსაფრთხოების კუთხით, რა ტენდენციები იკვეთება? არც ნატო, არც ევროკავშირი. იზრდება რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობა?

- ეს საფრთხე არა მხოლოდ რუსეთისგან არის მოსალოდნელი, არამედ არასახელმწიფო აქტორებისგანაც - ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ამ კონტექსტში, ჩვენ საფრთხეში ვართ, სამწუხაროდ, რაც თავის მხრივ, ძალიან ცუდი ტენდენციაა.

დამატებით, კიდევ რა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- რადიკალური ნაბიჯები უკვე მივიღეთ და ამაზე მეტი რა უნდა იყოს?! ფაქტობრიად, გაწყვეტილია ყოველგვარი ურთიერთობა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე აღარ არის საუბარი.

დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ დასავლეთი ამზადებს სცენარს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა იგეგმება - ეს იქნება ხავერდოვანი რევოლუცია. ამასთან, გაჟღერდა მოსაზრება, რომ მსგავის ტიპის ნაბიჯი, ევროკავშირისა და ნატო- კარის დახურვა, დაფინანსების შეწყვეტა და .. ამ სცენარის ნაწილია, რომ საზოგადოებაში გაზარდონ უკმაყოფილების დონე. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- დასავლეთი რბილ ძალას რომ იყენებს, ეს ბუნებრივია და ამას თავად დასავლეთიც არ უარყოფს. პოლიტიკური დემარში და ეკონომიკური სანქციებიც გარკვეულწილად რბილი ძალის კომპონენტებია, რომლებიც მთავარი ელემენტებია ხელისუფლების შესაცვლელად, თუმცა ირიბი გზების მეშვეობით. დასავლეთი უკვე იყენებს მეთოდებს, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? მართლაც, მოსალოდნელია თუ არა ხავერვოვანი რევოლუცია? არსებობს დღეს საქართველოში ეს ფონი?

- რა თქმა უნდა, არსებობს - უკვე კეთდება აქცენტი ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და არჩევნების შემდეგ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ალბათ, იგივე მოხდება, რაც ბელარუსში, რომლის მიხედვითაც ბელსის პოლიციას აძლევენ დახმარებას და ცდილობენ, რომ ფერადი რევოლუციის გზით მოახდინონ არასასურველი რეჟიმის შეცვლა. ეჭვი მეპარება, რომ არჩევნები ჩატარდეს ღიად. ქართულ ოცნებას სურს მიიღოს საკონსტიტიო უმრავლესობა, რაც შეუძლებელია - მაქსიმუმ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა.

თუ ქართული ოცნება გააყალბებს არჩევნებს, ის დაკარგავს ყოველგვარ ლეგიტიმაციას დასავლეთში - მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმად იქნება გამოცხადებული.

აქცენტი კეთდება .. შუაშისტურ ამომრჩეველზე, რომლის პროცენტული მაჩვენებელი არც თუ ისე დაბალია. ასევე, საუბარია ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზეც. რამდენად ელოდებით თქვენ ამ გაერთიანებას და რა შანსები აქვს დღეს ოპოზიციურ ფლანგს საპარლამენტო არჩევნებზე?

- მიშისტურ კლანს არავინ მისცემს ხმას, მხოლოდ ისინი ვინც, ნაცმოძრაობის ფანატი მომხრეები არიან და ეს ხმებიც გაიყოფა ორად.

ჭვი მეპარება, რომ ლელო და გახარია გაერთიანდნენ, რადგან მათ შორის არის პირადი ანტაგონიზმი თვითონ ლიდერებს შორის. ვფიქრობ, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებიც კი ვერ შეძლებენ ამ ორი ძალის გაერთიანებას და მგონია, რომ ისინი ცალ-ცალკე გავლენ. თანაც, გახარიას აქვს პოლიტიკური სნობიზმისკენ მიდრეკილება, რაც თავადვე დააკარგვინებს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც მანამდე ჰყავდა მას.

რაც შეეხება ლელოს, ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან დისკრედიტირებული პოლიტიკოსები. როდესაც უარყოფილი პოლიტიკური ფიგურების წინ წამოწევა ხდება, ამ შემთხვევაში, ლელოს არავითარი შანსი არ გააჩნია.

ზაალი ეს ექსპერტი იძახის 2 ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას : მიშისტურ კლანს არავინ მისცემს ხმასო, არც გახარიას და არც ლელოსო.. მაშინ ოცნებამ რა უნდა გააყალბოს..?! აღარ უნდა მორჩეს ამ გაყალბებაზე ლაპარაკი ? 2024 წელია.. ნატოს კარი დაიხურაო და როდის გქვონდა ღია? )) მოკლედ ვერაფერი გავიგე...
9 თვის უკან
ლევკოთეა ნატოს კარი ღია არც არასდროს იყო, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას უნდა სცოდნოდა, რომ ღიაა და შესვლას დალოდებოდა.
ეხლა კი მოსახლეობას ეუბნებიან, კარი დაგიხურეთ და თუ გინდათ, რომ ისევ ღია გეგონოთ, მიხედეთ არჩევებზე საქმესო.
9 თვის უკან
მერაბ.g რატომ გვატყუებდნენ დღემდე, რომ ნატოს წევრობის შემთხვევაში ჩვენზე თავდასხმისას ნატოს ყველა წევრი ვალდებულია ომში ჩაერთოსო? როცა სინამდვილეში უნდა ჩაერთობა, უნდა არა? და ეს კი სულაც არაა არანაირი უსაფრთხოების ქოლგა!
მაისაია უკეთესად წერს ვიდრე ლაპარაკობს, თუმცა აბდაუბდა და წინაარმდეგობა აქაც ბევრია! ვინ გადალახავს ბარიერს და რაა დასაბუთება? ოცნების მომხრე რამდენია? რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე? კონსერვატორებზე არავინ არაფერს რომ არ ლაპარაკობთ, რატომ? იგნორი რას მოგიტანთ? მე გეუბნებით, რომ პ/ალიანსი და სასტავი ცალ-ცალკე ნაცებსაც გადაასწრებს, ახალ ნაცებსაც, ხაზარაძესაც; დაიმახსოვრეთ! თუ ექსპერტი ხარ ამაზე უნდა იმსჯელო არგუმენტებით, თორემ "იმიტომ" და "რუსულია" არ ჭრის!
9 თვის უკან
მერაბ.g ახლა წავიკითხე ეს ნაცოდვილარი სრულად - ნაცები, გვარამია-მელია-ჩახდილი, ხაზარაძე, გახარია თუ ხმებს ვერ იღებენ, ოცნებამ ვის უნდა გაუყალბოს, ნათელაშვილს, ელისაშვილს, თუ ხვიჩიას!:)) და კიდევ: რამდენი ხმა უნდა აიღოს ოცნებამ, დასავლეთმა გაყალბებულად რომ არ ცათვალოს? რა შემთხვევაში ჩათვლის გაყალბებულად? - ??? ხომ არ აჯობებს ხმები კრამერმა, შაჰინმა, როტმა,გონჩარენკომ, და ფოტიგამ დათვალოს?
9 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ვახტანგ მაისაია - "აქ მხოლოდ ოთხი ქვეყნის ფაქტორია გამოკვეთილი: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა - საქართველო საერთოდ ამოაგდეს ამ დეკლარაციიდან. ეს ძალიან ცუდი რამის მანიშნებელია." ეს იმის მანიშნებელია რომ კოლონიზატორ, მეკობრე, უნამუსო, ლგბტ აშშ-სთან საქართველოს არფერი საერთო აღარ აქვს და ეს არის მოსალოცი მაბავი! უფალმა, იესო ქრისტემ წყალობა მოიღო და ღვთისმშობელმა მფარველობის კალთა გადაგვაფარა! ინკების ბატონობა დამთავრდა!
9 თვის უკან
Gami ვეთანხმები ყველა ზემოთ მოყვანილ კომენტარს. მაისაია არის " ოცნებისგან" იმედგაცრუებული ტიპაჟი. რას ბჟუტურობს., რას როშავს... სირცხვილია!
9 თვის უკან
ლაზი მოკლედ, თუ გვინდა, რომ ნატოს კარი სულ ღია გვეგონოს და დაპირებები არ გამოგვილიონ, ჭკუით უნდა ვიყოთ.
არ გინდოდათ სეთურის მთხრელობა? იყავით ახლა უიმედოდ.
9 თვის უკან
ქართველი 1 მადლობთ რომ დახურეთ ნატოს კარი😏თორე ორ პირმა ქარმა ერთხელ ისე გაგვაცია რომ დღემდე მოგვყვება ტკივილი.
9 თვის უკან