„ამერიკის მხრიდან „MEGOBARI“ აქტში ჩაწრილი პირობები პირდაპირ ვაჭრუკანობა და შანტაჟია“

„ამერიკის მხრიდან „MEGOBARI“ აქტში ჩაწრილი პირობები პირდაპირ ვაჭრუკანობა და შანტაჟია“

„ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ბოლო დღეების განმავლობაში არანახული შეტევის ობიექტი ხდება. პირველმა კი ეს თავდასხმა ხელისუფლებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ საქრთველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია, ასევე გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იყო გამოყოფილი. მას უმალვე მხარი გერმანიის და საფრანგეთის ელჩებმა აუბეს. მათაც განაცხადეს, რომ მათი ქვეყნიდან საქართველოს დახმარება შეჩერებულია. სინამდვილეში კი, „ოცნება“ ამბობს, რომ საფრანგეთიდან საქართველო არანაირ დახმარებას არ იღებდა, ხოლო რაც შეეხება 30 მილიონს, ის დახმარება კი არა კრედიტი იყო, რომელიც ჯარის დასახმარებლად ქვეყანას გამოუყვეს.

ამის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ხმებით 41-6-ის წინააღმდეგ, მიიღო „MEGOBARI“ აქტი.

„MEGOBARI“ აქტი მოიცავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის“, - ამის შესახებ „MEGOBARI“ აქტის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში ისაუბრა.

„MEGOBARI“ აქტი ერთ-ერთმა ინიციატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოქტომბერში, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან.

უილსონმა ასევე გამჭვირვალობის კანონზეც ისაუბრა, პუტინი ომის კრიმინალად მოიხსენია და პირდაპირ თქვა, რომოცნების“ რუსული სტილის კანონი პუტინის გავლენითაა მიღებული.

შალვა პაპუაშვილი კი შტატებს საქართველოსთან მიმართებაში მცდარი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „MEGOBARI“ აქტის დამტკიცება წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ, უსამართლო გადაწყვეტილებაა და იმედოვნებს, რომ კანონის საბოლოოდ დამტკიცებას სენატი არ დაუშვებს.

მათ შორის, როდესაც ჩვენს ვსაუბრობთ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესში თუ სენატში, რას იზამ, კიდევ ერთხელ, მცდარი გადაწყვეტილებები მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მიმართებით.

მხარდაჭერის რაოდენობა გადაწყვეტილების სისწორეს არ განსაზღვრავს. ეს უსამართლოა საქართველოსთან მიმართებაში. შეცდომები საქართველოსთან მიმართებით შტატებიდან ყოფილა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული. საბაბი ამ ყველაფრის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდა, სად მიედინება გრანტით შემოსული თანხები. როგორც ჩანს, ვიღაცას თვალში ეპატარავება ქართველი ხალხი“, - ამბობს პაპუაშვილი.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან აბობს, რომ ამერიკის მხრიდან „MEGOBARI“ აქტში ჩაწრილი პირობები პირდაპირ ვაჭრუკანობა და შანტაჟია. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან მდარე ხარისხის განცხადებები, რომლითაც აღარც მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანასთან ვასალური დამოკიდებულება აქვთ.

„რას ქვია კანონს თუ გამოიტანთ, შეღავათიან ვაჭრობას დავაწესებთო, უვიზო მიმოსვლაზე და ფრენებზე ვიფიქრებთო. არადა ამდენი ხანია შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს, საბაჟო გადასახადის გარეშე, მაგრამ ჩვენს საბაზრო ეკონომიკას ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე დაეტყო? ესეც ერთი დიდი ტყუილი იყო, რადგან ევროპის ბაზარზე შესვლის კონკრეტული გადასახადი მაინც გადასახდელი გვაქვს, მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართულმა ვაშლმა შემთხვევით ბელგიური ვაშლი არ ჩაანაცვლოს. ევროკავშირი ხომ კვოტებზეა აწყობილი.

იქ ყველა ქვეყანას თავისი კვოტები აქვს, რაც უნდა აწარმოოს. ამიტომ საქართველოდან წასული იაფი და უფრო უკეთესი ხარისხის ვაშლი და პროდუქტი, რომელ ევროკავშირის ხელმძღვანელს უნდა. ამიტომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩვენი საზოგადოების დაბოლებაა. რომ გვეგონა მოცვი მაინც გადიოდა ევროპის ბაზარზე, აღმოვაჩინე, რომ მაგის 99% რუსეთში გადის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტყუილი და შანტაჟია, ვითომ რამეს შემსუბუქებას გაგვიკეთებენ, რაღაცა სატყუარას გადმოგვიგდებენ, ვასალი სახელმწიფო უნდათ გავხდეთ და რასაც მიგვითითებენ ის გავაკეთოთ. საერთოდ, ჩვენს სახელმწიფოებრივობაზე უარის თქმას გვაიძულებენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ევროპიდან წამოსული „შავი ფული“ ენჯეოების ჯიბეებში ისევ უნდა დავუშვათ და დასავლეთი ამით ბედნიერი იქნება, ხოლო როცა და რამდენჯერაც მოესურვებათ, ენჯეოები საქართველოში გადატრიალებას მოახდენენ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზუსტად იგივეს აკეთებს ევროპაც, რასაც ამერიკა ეტყვის და ისინი „ოცნებაზე“ თავდასხმებს სინქრონულად ახორციელებენ.

„რასაც ამერიკა ევროპას ჩასძახებს, ისინიც იმას ამოსძახებენ. ადრე, როცა ევროპაში სერიოზული ლიდერები არსებობდნენ, მაშინ განსხვავებული ვითარება იყო. დღეს ევროპა ერთმნიშვნელოვნად, ამერიკის ინტერესების გადამმღერებელია. რამდენიმე გამონაკლისი უნგრეთის და სლოვაკეთის სახით. რაც შეეხება ამ დახმარებებს, უკვე სასაცილო მდგომარეობა შეიქმნა. რაც შეეხება წვრთნების შეწყვეტას ამერიკის მხრიდან, მისი გადადება გაურკევველი დროით, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის სასიამოვნო პორცესი არ რის. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამაზარალებელი ეს ამერიკისთვისაც არის, რადგან საქართველო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას პარტნიორი, როგორც ასეთი, არ ჰყავს, ვისთანაც სამხედრო პარტნიორული ურთიერთობები ექნებოდა. ის ხელის კვრა, რომელსაც ამერიკა ქართველი სამხედროების მიმართულებით აკეთებს, პირველ რიგში, მათ დააზარალებს“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან კავკასიაში ამერიკა სიტუაციას ირთულებს. რაც შეეხებოდა 30 მილიონს, რომელიც ევროკავშირმა გაყინა, ანალიტიკოსის თქმით, არანაირი დახმარება არ ყოფილა.

„ეს თავიდან ბოლომდე ტყუილია, რომელიც ჯერ გერმანელებმა იკადრეს, მერე ევროკავშირის ელჩმა. ეს შარშან გამოყოფილი კრედიტი იყო ქართული ჯარისთვის, რომელიც იმისთვის გამოგვიყვეს, რომ შემდეგ ეთქვათ, აღარ მოგცემთო. მერე აქ მნიშვნელოვანი კონტექსტია, როგორ ცდილობენ ქართული ჯარის დაზარალებას, რომ იქნება როგორმე ჯარში რაიმე დაპირისპირება დაიწყოს. ამას ვერ მოახერხებენ და აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, - ამბობს ახვლედიანი.

იურისტი და ანალიტიკოსი ზაზა მარიდაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში და ევროპულ წამყვან ქვეყნებში მიუხედავად დაპირისპირებისა და პრობლემებისა, ჩვენს დარიგებას და თითის ქნევას განაგძობენ. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ამ ქვეყნებში დემოკრატია როგორც მიდის.

„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს დემოკრატია ამ ქვეყნებში როგორც მიდის. ახლა არაპოლიტიკური სეზონია და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მუხტი შეინარჩუნონ. ევროკავშირის ელჩმა დაიწყო და რევოლუციასთან დაკავშირებით  ნიღაბი ჩამოიხსნა. პირდაპირ განგვიცხადა, რომ საქართველოში მხარი ოპოზიციას უნდა დავუჭიროთ, ხელისუფლების წინააღმდეგო. მან თქვა, რომ იმედი მაქვს, საქართველოს მომავალი ხელისუფლება ევროკავშირისკენ წინსვლას განაახლებს. ეს ირიბად იმას ნიშნავდა, რომ მომავალი ხელისუფლება სხვა უნდა იყოს, რომ შემდეგ ურთიერთობები დაალაგონ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას დემარში ორჯერ გამოუცხადა. არც არაფერი შეუმჩნევია და ისევ დაყენებელი სახით დაბრძანდება. ვითომ ის არ არწმუნებდა ხალხს, რომ სააკაშვილის არგამოშვებით ჩვენი გზა ევროკავშირში დაიბლოკებოდა. აი, ზუსტად, მაშინ დაიწყო მან პირველი დემარში. მერე რაღაცა იფიქრეს და ნახეს ამგვარი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მომგებიანი არ იყო და სტატუსი მოგვცეს. შემდეგ ფრენებზე იყო ანალოგიური, მერე ისევ გადაიფიქრეს, საზოგადოებას ბოდიშიც არ მოუხადეს, რომ შეეშალათ. ახლა ისევ თავიანთ უტიფარ მიდგომას აგრძელებენ“,-ამბობს მარიდაშვილი.

მისივე აზრით, ეს ყველაფერი მშვდობიანად დასრულდება და დღევანდელი ხელისუფლება ისევ გაიმარჯვებს. ეს ყველაფერი რომ მორჩება, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მერე ისევ ღიმილიანი სახით, ამ პროცესებს გააგრძელებენ, ვითომ არც არაფერი მომხდარა. მარიდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკის გადატვირთვას დაარქმევენ და სხვა გზა რომ არა ექნებათ, ხალხის არჩევანს ისევ რომ დაინახავენ, ფირფიტას უმალვე შეცვლიან.

ლაზი ერთი საკითხია რა წერია იმ აქტში, მაგრამ მზაკვრობის აპოთეოზია მისი დასახელება (ალბათ რამდენი იჭყლიტეს ტვინები, ეს აბრევიატურა რომ შეეკოწიწებინათ). აქოდა მეგობრობაზე გვიკრეს წიხლიო.
წერა კითხვის უცოდინარმა ადამიანმაც რომ გაიგონოს ასეთი აქტი შეუქმნიათ ამერიკელებს ჩვენთვისო და ხელისუფლება კი კრიტიკულად უდგება საქმესო, აპრიორი, ხელისუფლებას გაამტყუნებს. მეგობრულ აქტზე ამბობენ უარსო.
აქტის შინაარსს ათასიდან ერთი არ წაიკითხავს.
დასახელება სწორედ ამიტომ არის მზაკვრული.
6 თვის უკან