ოფიციალურად: ჩირო იმობილე

ოფიციალურად: ჩირო იმობილე "ბეშიქთაშში" გადავიდა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო იმობილემ „ლაციო“ დატოვა და კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

34 წლის თავდამსხმელმა თურქებთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა, რომლის ფარგლებში 16 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ იმობილემ თურქეთში გადასვლა ამჯობინა საუდის არაბეთში წასვლას, სადაც ასევე ეპატიჟებოდნენ.

ჩირო იმობილე „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 340 მატჩში 207 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

იმობილე „იუვენტუსის“ აღზრდილია, გარდა ამისა, „სიენაში“, „გროსეტოში“, „პესკარაში“, „ჯენოაში“, „ტორინოში“, „დორტმუნდსა“ და „სევილიაში“ ითამაშა.