ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ლუკ შოუ არ დაეთანხმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის მიმართ მოხშირებულ კრიტიკას.
„არ მესმის ეს კრიტიკა. მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის, ახალ დონეზე აგვიყვანა. ბოლო დროს არცერთი მწვრთნელი არ ყოფილა ასეთი წარმატებული.
ჩვენ ფეხბურთელებს ის გვიყვარს, არის ადამიანი, ვინც გვჭირდება. საშუალებას გვაძლევს გამოვიდეთ მოედანზე და ვიყოთ საუკეთესოები. მან გამოავლინა დიდი რწმენა და ნდობა ჩემი არჩევისას“, - ციტირებს შოუს სიტყვებს BBC.
ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს გაიმართება.